ყვარელი და შიგნიდან შავი მატლი

საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ძალით პოსტი არ დავწერო, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა გულს უნდა და ტვინს ეზარება, ასე რომ მთლად ძალადობრივი არ არის :D არაფერია იმაზე ცუდი, დასვენება ჩვევაში რომ გადაგივა და ისე მოეშვები, რომ გაგონებაც არ გინდა რამე ისეთის გაკეთება,რაც აზროვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ იმ გამოცდების შემდეგ, რაც მე გამოვიარე, მგონი ბუნებრივია.თან მთელი წელი არ დამისვენია და ინტერნეტს რომ მოვცილდი კარგდაც კი ვიგრძენი თავი, არც მომნატრებია.

ერთადერთი ფეისბუქი და გუგლი… (ეს ორადორი გამოვიდა უკვე) სიტყვას მოყვა და არ შემიძლია არ აღვნიშნო- ჯეოსელის ინტერნეტის საზაფხულო აქციასავით კარგი რაღაც, ჯერ არავის მოუფიქრებია! :D 400 MB ვიყიდე 10 ლარად და ორი კვირის მანძილზე 150 MB ძლივს დავხარჯე. ისიც იმიტომ დაიხარჯა ამდენი, რომ ვიწერდი რაღაცეებს.

ხო, რაც შეეხება დღის განრიგსარასდროს არ მომბეზრებია ერთი და იგივე:

დილით ან ბებოს და პაპას ლაპარაკი მაღვიძებდა, ან იხვების ყიყინი, ან ძროხების ხმა და .. რაც მთავარია, 9 საათზე ან 10-სკენ უკვე წარმატებულად გახელილი თვალებით, ცალი ხელით იმ დილის მოწველილ რძეს ვაყრიდი შაქარს და მეორე ხელით მაცივარში ვიქექებოდი.

მერე დღის ყველაზე დიდ ნაწილს, ანუ დაახლოებით 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე (უი, სათქმელად ახლა მეც გრანდიოზული მომეჩვენა ) ძირითადად ჩემს ოთახში განვისვენებდი და ან ლაივებს, ფილმებს და ვიდეოებს ვუყურებდი, ან მუსიკას ვუსმენდი, ან ვასკრინშოტებდი (დაახლოებით 1000 ახალი სკრინშოტი ჩამოვიტანე), ან ვკითხულობდი, ან უბრალოდ ვიწექი ჭერში თვალებ აპყრობილი და ვტკბებოდი, რომ არსად არ მეჩქარებოდა და არაფერი მქონდა გასაკეთებელი :D

ერთხანს ოცნების სახლის დაპროექტებასაც კი მივჰყავი ხელი პაინტში o_O

ან კიდევ ბავშვებით დახუნძლულ გარემოცვაში ვიყავი, ან გოგოებთან ერთად ვჭორაობდი ყველაზე და ყველაფერზე:))))

ბავშვებით დახუნძლულზე შევჩერდები ცოტას:

დღის განმავლობაში მიწევს მინიმუმ 8 ბავშვთან კონტაქტი, ჩემი ორი დის გამოკლებით. თან ყველა თავისებურად განსაკუთრებულია. მაგალითად, დეიდაშვილი, დათუნა (10 წლის), რომელიც ბავშვობიდან უამრავ კითხვას სვამს და მეცნიერას ეძახიან სულ თავისი ხასიათის გამო, მთელი დღეები მიყვებოდა რა და რა ცდებს ატარებს ხოლმე :D მაგალითად, ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტის შედეგად, თურმე მატლი შიგნიდან გააშავა o_O შპრიცში ჩაუსხამს თავისივე დამზადებული ნივთიერება და მატლს შეუშხაპუნა!

პატარა დეიდაშვილი, ეკა (3 წლის) არაჩვეულებრივი შეხამებაა ფიზიკური სიძლიერის და სულიერი სისათუთისა :D იმას ვგულისხმობ, რომ ისეთი ძლიერია, ჯერ კიდევ შარშანდელი მახსოვს- ცალი ხელით მსხალს ჭამდა და მეორე ხელით ხეზე აყუდებულ კიბეზე ადიოდა. ხოდა თავის ქცევების აბსოლუტურად საპირისპირო ბუნება აქვს, პატარა რამეზეც გული უჩუყდება. ერთხელ ბებომ იხვი დაკლა და ერთი საათი გულმოკლული ეჩხუბებოდა- “ლათ მოკალი, ალ სევწამ“- (მართლა არ შეჭამა) :))

მეგობრის შვილი, ნია (3 წლის) კიდევ მთელი დღე დამდევს დამიმღერე, მიმღერე“- მეხვეწება. მეც მეტი რა საქმე მაქვს, დავუდგები და ვუმღერი ხოლმე :D თან წყნარად კი არ უნდა უმღერო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო და თან ცეკვა შეუთავსომოკლედ, გასართობი არ ილევა!

საღამოობით სასეირნოდ გავდიოდით. თავშეყრის ადგილი ყოველ წელს იცვლება და ზევით-ზევით მიიწევს, შესაბამისად შორდება ჩემს სახლს, მაგრამ ისე მიყვარს ფეხით სიარული, არ მეზარება ხოლმე

გარდა ამისა, ამ ჩასვლაზე ახალი უნარი შევიძინე :D უფრო სწორად, როგორც იქნა, გავბედე და გამოცხობას მივჰყავი ხელი. პირველივე ცდაზე კარგი გამომივიდა. მერე კრემიც გავაკეთე, ისიც კარგი გამოვიდა, მაგრამ მგონი არ უნდა გამომსვლოდა, წამებში გაქრა ისე მოეწონათ და ნამდვილად წარა-მარა მომიწევს ცხობა ამის შემდეგ :D


დარწმუნებული ვარ, უამრავი რამე გამომრჩა ახლა, მაგრამ არაუშავს, გზადაგზა მოვყვებიისე, კიდევ ერთი კვირით ვაპირებ წასვლას, მაგრამ მერე დავბრუნდები და დავბრუნდები :)))


17 Responses to “ყვარელი და შიგნიდან შავი მატლი”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)