you are not alone…
დაახლოებით 10-11 საათისკენ ამოვბარგდი ოთახში მარტო და ჩავრთე ერთ-ერთი ლაივი, this is it-ს ვაპირებდი, მაგრამ ეგ უკვე ძალიან თვითგვემა იქნებოდა. მოკლედ, რა დასამალია და ამიტყდა ტირილი. ამ დროს პიკომ მომწერა, რომ ჩამოდიო,მაგრამ ასეთ ვითარებაში სადმე გასვლას,ჯობდა მყარად დავმჯდარიყავი ადგილზე და ვუთხარი შენ ამოდი მეთქი. რომ ამოვიდა იმ მომენტში ისე კარგად ვიგულე თავი, დაცულად, რომ არც ვაცალე კარებში შემოსვლა, ჩავეხუტე და რაც ძალი და ღონე მქონდა ვიტირე. ოღონდ ძლივს მივახვედრე მერე რა მატირებდა…ვუთხარი რა ხდებოდა და ისიც ვუთხარი 12 საათზე სანთელი უნდა ავანთო მეთქი.
ცოტა რომ ჩავწყნარდი, სხვა თემებზე გადავედით, აღარ მეტირებოდა და როგორც კი მოახლოება დაიწყო 12-მა საათმა, ისევ დამეწყო შფოთი! დავდიოდი ოთახში, წუთებს და წამებს ვითვლიდი. მოკლედ,ავბორგდი. ხოდა აღარც შეგონებებმა მიშველა და სლუკუნიდან გადავედი გემრიელ ღნავილზე. თან პიკოს ვეუბნებოდი,მადლობა რომ ჩემთან ხარ ახლა მეთქი, მართლა მჭირდებოდა ვინმე იქ. უცებ ამ შუა ემოციების დროს მითხრა ერთი წუთით გავალო. მე გავაგრძელე ლაივის ყურება და ისევ ცრემლები და ამ დროს …. :
ოთახში ქრება შუქი, სანთლის სინათლე მოიწევს ნელ-ნელა აქეთ და მესმის you are not alone-ს შესავალი. ოთახში შემოვიდნენ დოდკა, სვითი, პიკო, ეკა, ყვავა, საბუნია, დავითი და როკო. როკო ლეპტოპით და კარაოკეთი, ჯექსონის სურათიანით. დოდკა გალუმპული და სანთლით ხელში (თურმე პიკოს უთქვამს სანთლის ამბავი როგორც კი გაიგო და შუა თავსხმაში გავარდნენ, რომ ეყიდათ :/), ჩემი სანთლის გვერდით დადგეს თავიანთიც…ეკა ფოტოაპარატით, როგორც ნამდვილ ბლოგერს შეეფერება. პიკომ რაღაც ბრჭყვიალები გადმოაბზნია,ისეთი ლამაზი იყო :( დღემდე საწოლზეა მიმოფანტული და კომპიუტერზე,ვერ გასცილდა :D მე ამაზე რა დამემართა ვერ გადმოვცემ მართლა.მღეროდნენ you are not alone-ს, ჯერ ღიმილიანი სახით, მაგრამ ცოტა ხანში კი მოეგრუზათ სახეები ასეთ მდგომარობაში რომ მნახეს :D მერე მიყვებოდნენ, რომ ვიფიქრეთ შევალთ, ღიმილ-ღიმილით ვუმღერებთ,გავამხიარულებთო და ფერშეცვლილები კი გავიდნენ აქედან :D
ძალიან ძალიან ემოციური საღამო გამოვიდა და დიიდხანს არ დამავიწყდება <3 ხოდა მადლობა ყველას:))
გუშინ მინდოდა დაწერა ამაზე, მაგრამ ენერგია არ მეყო. დღისით სესიები იყო და მერე მთელი დღე დავდიოდით, ბათუმს ვათვალიერებდით. რომ მოვედით დაწყვეტილები, ცოტა ხნით ბარში შევედით და როგორც კი ფეხი შევდგი, the way you make me feel დაიყწო დიიდ ეკრანზე და იმხელა ხმაზე ვმღეროდი და ვცეკვავდი, რომ როგორც კი დამთავრდა დავეშვი სკამზე და ოთახში ასასვლელად ლამის საკაცე დამჭირდა დაღლილობისგან :D ხო,ეს დიდ ეკრანზე ჯექსონი დაგეგმილი არ იყო, დაემთხვა უბრალოდ სასიამოვნოდ <3
მოკლედ, ასეთი იყო კვარიათული ვოიაჟის ემოციური ნაწილი :))





















ეს სურათები რომ ვნახე ცრემლები მომადგა ;(
სააყვარლები <3 :)
რა მაგარია. :))) აი ნამდვილი ბლოგერები ;)
შენ გამო ჩემი კუთვნილი კიბერსივრცე 5,26 მეგაბაიტით შევამცირე. Damn, უყვარს და რა ქნას :|
Michael Jackson – You Are Not Alone lyrics by zurriuss
ისე, შენი ბლოგი ემბედ კოდებთან კარგ ურთიერთობაში რომ იყოს, სიმღერას აქვე მოისმენდი
<3
პ.ს. ემბედები და კაი ცხოვრება:უსერ:
ისე, აღსანიშნავია, რომ რაღაცის გაკეთება ამ ამბავთან დაკავშირებით, დოდის თბილისიდანვე ქონდა თავში
კი კი,შემპირდა მე, რომ ოღონდ 25-ის გამო არ დარჩე მანდო,იქ გავაკეთებთ რამესო,მაგრამ აასეთ კარგ რამეს არ ველოდი <3
ჰოო და რა განხილვები იყო პმ–ებში რა უნდა გვექნა,
რეპეტიციები ვერ მოვასწარით, თორე პატარა თრილერის დადგმაც იყო იდეაში შუა სემინარის დროს :D
ისე მართლა რა იყო, ასვლისას ვფიქრობდით თინის გავამხიარულებთო და ჩვენ თვითონ დავბრუნდით დაბნეულები და დაგრუზულები. საბას და როკოს სახე არ დამავიწყდება :D
ვაა რა ძერსკი სიურპირიზიაა!!
საღოლ მაგათ!! მეც ავჩუყდი ოღონდ სიურპიზისგან ♥♥
ჰაჰ..
მშვენიერ..
ისა..
ზოგადად, ადრე რომ ვლაპარაკობდით, გახსოვს ჩემს ვოლზე?
იმ თემაზე მაქვს პოსტი დაწერილი, თბილისში რომ ჩავალ, გამოვაქვეყნებ.. :)
პ.ს. ისე, მეც ბათუმის მისადგომებთან რა იყო და, ბათუმში ვარ.. :)
რა მაგარი სურპრიზია :)საყვარლები ხართ ძაან <3 და ეგ სიმღერაც ძაან მაგარია <3<3
რატომღაც ვერ წარმომიდგენია ვინმეს ასე ძალიან გაფანატება
ლამის მართლა ამეტირა რაა :D
ჯექსონის გამო არა, განვთარებული მოვლენების გამო :P
თინი ბათმუში იყავი? : ) ნუ როგორი იყო? <3
თინ,მოგიჯდებოდი და ვიტირებდი :)რომ გითხრა ჯექსონი შენსავით მიყვარს-თქო,მოგატყუებ(მიყვარს,მომწონს,მაგრამ არ ვგიჯდები),მაგრამ სიტუაცია მომეწონა და გამიხარდა,რომ ასეთი საყვარელი მეგობრები გყავს :)მეც ვიცოდი რაღაცა მარტო რომ იქნებოდი 25-ში და წინასწარ ვღელავდი,მაგრამ თურმე “You are not alone”,we are with you and we love you and Jackson <3 მე აქედან და ბლოგ-სფერო კვარიათიდან :)
ეს ქუდი სადიან სურათთან რომ დეევვსს ? :D
არ შემეძლო ამ პოსტზე თვალი არ დამეხუჭა და კომენტარი არ დამეწერა. მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია:
არ შეიძლება ადამიანის ასე გაფანატება. შეიძლება გიყვარდეს ვინმე, მაგრამ წლისთავზე ტირილი ზედმეტია. ასევე სანთელის ტარება მარაზმია. ვინ იყო ნეტა ჯექსონი, რომ სანთელი დაუნთო? მას ბრალი ედება ბავშვების გაუპატიურებაშ,(ვერ დაუმტკიცეს, თუმცა ბრალი მაინც ედება და სამხილების არ ქონის გამო მოსამართლემ მაიკლს განაჩენი ვერ გამოუტანა) ალბათ თქვენც გახსოვთ როგორ გადმოკიდა ბავშვი აივნიდან. თუნდაც, თავის თავს რა უქნა, ზანგი იყო და თეთრი გახდა. ნარკოტიკის რაოდენობას, რომელიც მას ქონდა გაკეთებული რა დათვლის ?!
და ამის შემდეგ MJ (როგორც ერთგული ფანები ეძახიან) ფოტოები დააქვთ, გიჟივით აფანატებენ და სანთლებსაც კი უნთებენ…..
აფსუს!
ხალხი მშობლების წლისთავზე არ ტირის და ეს მაიკლ ჯექსონი ვინ არის ძალიან მაინტერესებს.
ვაიიიიი, ახლა აქ ამბავი აიწევააა! :D
იცით რა,
ფანატიზმი ზოგადად ყველაფერში გადამეტებულია, თუმცა არის პერიოდი, ასაკი, როცა ადამიანს ეს შეეფერება და არაფერია განსაკუთრებული. თინის შემთხვევაში გადამეტებულს ვერაფერს ვხედავ. თავის მოკვლას არ აპირებს, არ ინერვიულოთ :))
რაც შეეხება სანთელს და სურათს,
რატომაც არა?
თუ მარტო ვისაც იცნობ ის შეიძლება გაიხსენო მარტო?
ან საკუთარ ნათესავებს არ ჰქონიათ ცოდვები (ნაკლები ან მეტი), რის მიუხედავადაც ჩვენ გვახსოვს, ცრემლიც გვადგება და სანთელსაც ვანთებთ :)
ისე, სანთელს სწქორედ ცოდვების შესამსუბუქებლად ანთებენ, წესით და რიგით.
პ.ს. მაიკლ ჯექსონი მომღერალი იყო, თან ძალიან კარგი და ბევრი ადამიანის ცხოვრების ნაწილი, და კიდევ დიდხანს იქნება :))
@გორგალი
ამ ერთხელ გაგცემ პასუხს და მეორედ გირჩევ ჩემს ბლოგს არ გაეკარო.
წლისთავზე კიარა როცა მომინდება მაშინ ვიტირებ და ვტირი ხოლმე კიდეც…
ბრალი რომ ედება, ეს დედააფეთქებული, გაახილეთ ეგ დახშული თვალები და ყურები და სასამართლოს დასკვნის შესახებ გაიგეთ რამე, რომ უდანაშაულოდ სცნეს. გარდა მაგისა, მაიკლის სიკვდილის მერე იმ გამო*ლევებულმა კაცმა, ვინც შვილის გაუპატიურებას აბრალებდა, თავი მოიკლა და შვილმა და ცოლმა აღიარეს, რომ ის კაცი აიძულებდათ ბრალდებებს.
ბავშვი აივნიდან არ გადმოკიდა,2000 ფანი ელოდებოდა,უნდოდათ შვილის ნახვა და ანახა. როცა არ იცი რა დამოკიდებულება ჰქონდა შვილებთან, ენას კბილი დააჭირე.
დადექი და იტირე რამდენიც გინდა და ვის წლისთავზეც გინდა და მე მაცალე იმაზე ვიტირო, რაზეც მეტირება.
მეორედ შენი კომენტარი არ დავინახო აქ, თორემ ცუდად დამთავრდება.
მოვიდა რისხვააა! :D:D:D
მტრისას, ვინც არ იცის ამ თემაზე შენი რეაქცია!:D
დაგერხა !
ჯერერთი წლისთავზე ვისაც უნდა ვიზეც უნდა იტირებს.მაგრამ ალბათ შენ არ იცი ეს რა გრძნობაა რადგან ასეთი რამ არ გამოგიცდია.ალბად არ გამოგიცდია რა მტკივნეულია როდესაც შენი დაყვარელი ადამიანი კვდება.მართლა გეუნები ძალიან რთული წელი იყო ეს 1 წელი ფანებისთვის.ასე რომ მოკეტე!
მერე მმეორე რაზეწ გავმწარდი. ეს დედააფეთქებული რა ვერ გაიგეთ რომ არ აუპატიურებდა ბავშვებს და არც კანი გაუთეთრებია.ბავშვების გაუპატიურება სასამართლომ უარყო და დამნაშავედ არ ცნო.და რაც შეეხება კანის გათეთრებას.მას სჭირდა დაავადება რომელსაც ქვია “ვიტილიგო”.ეს არის დაავადება რომელიც მილიონში ერთს ემართება.ის ათეთრებს კანს ნელ-ნელა.მაგრამ ლაქები სიცოცხლის ბოლომდე რჩება.ეს დაავადება სჭირდა მაიკლს და ამიტომ გათეთრდა და არა “შავი კაცი გადაიძრო და თეთრი გადაიკრა” დაუნი თუ არ ხარ ამას 100 წელი არ დაიჯერებ.ელემენტარულად დაფიქრდი თეთრი კანი როგორ აიტყავა და შავი როგორ გადაიკრა.სრული აფსურდია.ასერომ ამაზეც მოკეტე!
რაც შეეხება ბავშვის ფანჯრიდან გადმოკიდებას.რომ არ იცი მას როგორ უყვარდა მისი შვილები და ზოგადად ბავშვები დადუმდი!წაიკითხე რამე და მერე წერე ეგეთი იდიოტური პოსტები!ყველასთვის ცნობილია როგორი დამოკიდებულება ქონდა მაიკლს ბავშვებთან.კიდე გავაგრძელებდი მაგრამ აზრი არ აქ შენთან კამათს.ადამიანს რაც უნდა იმას იჯერებს და რაც არ უნდა იმას არ იჯერებს.საერთოდ ასეა.ხოდა ეხლა წადი და წაიკითხე რაღაცეები მაიკლის შესახებ და მერე იტლიკინე ამდენი! FUF იდიოტი! :@:@:@
ძაან ვიცინი შენზე გორგალ გენაცალე :)ხო კაი ეხა სერიოზულად:D:)
თინი და თამო აბსოლუტურად გეთანხმებით მაგრამ ვეცდები უფრო დასაბუთებული კომენტარი დავწერო რომ სამუდამოდ ჩავაგდებინო ხორხში ენა ასეთ ყურთვალგონებადახშულებს, და ინფორმირებულობის 0 კოეფიციენტის მქონეებს რომლებიც იმეორებენ ბებიაჩემისდროინდელ შეხედულებებს ჯექსონზე:)
ჯექსონი და ბავშვები შენ ალბათ და სხვებს კიდევ ლენინი და ბავშვეbის სინონიმი გგონიათ :D და მაგაზე საშინელება კიდევ. ამერიკაში ჯექსონი კიარა ობამა რო იყო ასეთი ტიპის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აქეთ გაგაუპატირებენ.(ამასთანავე ჯექსონის ციხეში ჩასმით ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული, განსაკუთრებით სანტა ბარბარას პოლიციის გამომძიებელი ტომ სნედონი, რომელიც უძღვებოდა გამოძიებას ჯექსონის საქმესთან დაკავშირებით.ჯექსონმა საკმაოდ აგრესიული სიმღერა დაწერა შემდგომ მასზე D.S.რომლის მისამღერი ასე ჟღერს:Dom Sheldon is a cold man . Dom Sheldon -ში კი ტომ სნედონი იგულისხმება.რატომ უნდოდა მას ჯექსონის დაპატიმრება, ეს დიდი ამბავია და ბოლომდე არცაა გარკვეული.ფაქტია მისი გამოისობით გაიწელა ეს საქმე და ჯექსონის რეპუტაციაზეც მნიშვნელოვანწილად იმოქმედა.თუმცა ფანების თვალში ჯექსონი არასოდეს დამცირებულა.) ტაკ შტო (ვაგრძელებ იმ აზრს რაც ფრჩხილებამდე მეწერა) არავინ არაფერს შეარჩენდა ჯექსონს ის რომ მართლაც დამნაშავე ყოფილიყო.ასე რომ, დასკვნა შენ თვითონ გამოიტანე.
რაც შეეხება “ბავშვის გადმოკიდებას”,როგორც შენნაირები ეძახიან ხოლმე.მაიკლს უბრალოდ ძალიან უნდოდა რომ თავისი ფანებისთვის ეჩვენება მისი ახალდაბადდებული შვილი, ცდილობდა თითქოს უფრო ახლოს ეჩვენებინა პატარა და ზედმეტი ეიფორიისგან ბავშვი აივნის მეორე მხარეს გადმოსწია.ამაზე შემდეგ თვითონაც ძალიან დარდობდა, მიხვდა რომ შეცდომა მოუვიდა ზედემეტი ემოციისგან , და რომ შეიძლებოდა ამას ფატალური შედეგი მოჰყოლოდა.მაგრამ ფაქტია არაფერიც არ მოხდა იმიტომ რომ მაიკლს ბავშვი კარგად ეჭირა ხელში და რადგან მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი აღარაა ამაზე დავა და ზედემეტი საუბარი 7წლის განმავლობაში.ეტა ტემა უკე იზბიტა მარტლა რა როგორც რუსები იტყვიან.
თამოს ერთ რამეში არ დავეთანხმები და უფრო მეტსაც ვიტყვი მაიკლის სასარგებლოდ.თამო სამწუხაროდ ვიტილიგო მილიონში ერთ ადამიანს არ ემართება, მე პირადად საქართველოში ბევრი ადამიანი მინახავს მსგავსი დაავადებით.დედაჩემი ექიმია,და ერთად ხშირად შევხვედრივართ ასეთ ადამიანებს და მას უთქვამს რომ ეს ვიტილიგოა.ასე რომ გასაკვირი არაა მაიკლიც დაავადებულიყო ვიტილიგოთი.და ეს მართლაც ასე იყო.ერთდერთი რამ ასევე რაც ვიცი ისაა რომ იმისდა გამო რომ მაიკლი იყო ცნობადი პიროვნება და მეგავარსკვლავი, ძალიან ცუდ შედარებას ვაკეთებ მაგრამ ასე უკეთესად ავხსნი, იგი ვერ ივლიდა ჰოლანდიური ძროხასავით.რადგან ვიტილიგო შესამჩნევ ლაქებს ტოვებს და ადამიანი ჭრელდება, ამიტომ თავდაპირველად კოსმეტიკას იყენებდა მის დასაფარავად , შემდეგ კი წამალს სვამდა(ეს ბევრგან წამიკითხავს)რომელიც ხელს უწყობდა რომ დაეჩქარებინა გათეთრების პროცესი.(იმიტომ რომ ვეღარ გაშავდებოდა, რადგან ვიტილიგო პიგმენტაციას აბსოლუტურად ანადგურებს )სავარაუდოა რომ მაიკლი სხეულის გარკვეულ ნაწილზე სამედიცინო ჩარევით ცდილობდა გაეთანაბრებინა ფერი.ეს ერთ ერთმა პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტმა თქვა, გარკვეული ჩარევის გარეშე მისი კანი ასეთი “სუფთა” ანუ ერთი ფერის ვერ იქნებოდა.ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მე რომ დამმართნოდა ასეთი რამე და შესაძლებლობა მქონოდა აუცილებლად ვეცდებოდი რაც შეიძლება მალე დავმჯდარიყავი ერთ ფერზე და არ მევლო ზებრასავით.და თეთრ ადამიანებში კიდე არაუშავს, აფროამერიკელისთვის ეს დაავადება სრული ტრაგედიაა, პირველი იმიტომ რომ ამით ის კარგავს personal identityის, და მეორეც რო ის საშინლად გამოიყურება.დაგუგლეთ და თქვენ თვითონ ნახეთ. და რო დაგუგლავთ ასევე ნახავთ რომ პირველივე ფეიჯზე ჯექსონის სურათს ამოაგდებს.(ეს მეტი დამაჯერებლობისთვის)
რაც შეეხება ნარკოტიკებს.ის ნარკოტიკებს კი არ იღებდა არამედ იღებდა prescription drugs, რაც ქართულად ნიშნავს ექიმი რომ გამოგიწერს წამალს.და ესენი იყო ძირითადად ტკივილგამაყუჩებელი ანტიბიოტიკები, და მაიკლი იღებდა მათ იმის გამო ძალიან ბევრი ტრამვა ქონდა გადატანილი(თავის მესამე ხარისხის დამწვრობა, ფეხის და ხელის ტრამვები, დაავადება ვიტილიგო და უამრავი რამ რაც მე და ბევრმა არ იცის კიდე).ეს წამლები ადამიანმა შეიზლება მიიღოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებისდა მიხედვით.რაზეც ამას იუთუბზე ვიდეოს ვუყურე რომ უფრო უნდა გამკაცრდესო ამაზე კონტროლიო და ყველა ექიმს ვისაც ლიცენზია აქვს არ შეეძლოს ასეთი წამლების წამდაუწუმ პაციენტებისთვის გამოწერა. სამწუხაროდ ამ წამლებმა იცის მიჩვევა,და მთელი ცხოვრების განმავლობაში როცა იღებ, ეჩვევი და მასზე დამოკიდებული ხდები.ყველაფერი გადამეტებული არ ვარგა.წამალიც საწამლავის ფუნქციას იღებს და ორგანიზმს ააავადებს.ასე მოხდა მაიკლის შემთხვევაშიც.უბრალოდ ერთი რამ მინდა ყველასთვის ნათელი გავხადო ის არ კაიფობდა(!)ვისაც ასე გონია.ის ფიზიკურ ტკივილს იყუჩებდა.მაგრამ სამწუხაროდ თავს ყურადღება არ მიაქცია და ფიქრობდა რომ “უბრალო” ტკივილგამაყუჩებლები მას ზიანს არ მოუტანდა.
და ბოლოს,მშობლების წლისთავზე ვინც არ ტირის ეგ მაგათი დაუნიზმის პრობლემაა.და ტირილი კიდე მწუხარებას არ გამოხატავს.საერთოდ,ცნობილი ფაქტია,დიდმა ტრაგედიამ ცრემლები არ იცის.დიდი ტრაგედიის დროს შეიძლება ადამიანმა ვერ იტიროს იმიტომ რო ცრემლები უშრებათ და ვინც ვერ ტირის ის უფრო განიცდის.და კიდე იმაზე ვგიჟდები რომ ადამიანები ვერ წარმოიდგენენ რომ მაიკლ ჯექსონი ისევე როგორც ვიღაც ჯუმბერ ჭუმბურიძე იყო ადამიანი!!! და არა უცხოპლანეტელი.ისიც დედამ ატარა 9 თვე და გააჩინა, 50 წლის წინ კილომეტრების იქით, ჩვეულებრივ მრავალშვილიან ოჯახში.და ისიც გარდაიცვალა ისე როგორც მილიონობით ადამიანი კვდება , უბრალოდ ის გენიოსი იყო სხვა ადამიანებისგან განსხვავებით.ისიც ღვთის შვილი იყო როგორც ჩვენ ყველა.და აქედან გამომდინარე არ შეიძლება მიცვალებულზე ცუდის ლაპარაკი თუკი ქრისტიანი ხარ.მახსოვს ერთხელ მე და ბებია ვიყავით ეკლესიაში და ბებიამ მთხოვა მიცვალებულების სახელზე სეფისკვერები მეყიდა და სახელები ჩამომეწერა.მე ვკითხე შეიძლება სხვა აღმსარებლობის ადამიანიც მივაწერო სიაში თქო? და მიპასუხა ქრისტიანული წესით არ შეიძლებაო, მაგრამ მღვდელი ყოველთვის თხოვს უფალს რომ მთელი პლანეტის მცხოვრებლებს შეეწიოს და მიცვალებულებს კიდე სულიერი ლხენა მისცესო. ამიტომ მასაც როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ეკლესიაში არა, მაგრამ ისე შეიძლებასიმბოლურად სანთელი დავუნთოთ, და მისი სულისთვის ვილოცოთ.იმიტომ რომ ჯექსონი უამრავი ადამიანისთვის მეგობარზე მეტი იყო,იგი იყო შთაგონება.გენიალური მუსიკა ძალიან ძლიერი რამაა,იგი ადამიანზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს, სულიერად ეხმარება და დიდ ძალას აძლევს.ზოგადად ხელოვნებაა ასეთი.რატომ აღგვაფრთოვანებს მიქელანჯელო, რაფაელი, ვან გოგი??? რატომ გვეკვრება სული როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ ან გოგი დოლიძის სიმღერებზე რატომ გვეტირება???იმიტომ არა რომ (ბოლოებზე ვამბობ)ისინი ქართველები არიან (ჯაბა ქარსელაძეც ქართველია და ისიც მღერის მარა არ მეტირება) უბრალოდ ისინი გენიალურები არიან. მათი შემოქმედებაა გენიალური და უკვდავი, და საერთოდ ადამაინეს შემოქმედებიც ისევე უყვართ როგორც მათი შემოქმედება.რადგან შემოქმედაბა ერთი ადამიანის სულის ნაწილია რაღაც ფორმით განხორციელებული.დავით გურამიშვილმა თქვა ჩემი შემოქმედeba ჩემი შვილიაო.
რაც შეეხება ფანატიზმს, მასაც აქვს ფორმები რომელიც სიგიჟეში არ უნდა გადავიდეს.თუმცა გარდაცვლილ გენიაზე როცა ტირი, მის წლისთავზე ეს სულაც არაა სიგიჟეში გადასული ფანატიზმი, ეს შენი სულიერი მდგომარეობაა საკმაოდ ნორმალურ ფორმაში.გოგი დოლიძეზე რომ გავიდა პროფილში სიუჟეტი იმდენი ვიტირე თვალები დამისივდა, ესეიგი მე გიჟი ვარ ?:)გოგი დოლიძე ჩემთვის არაფერია თანამემამულის გარდა.უბრალოდ მისი პიროვნება და შემოქმედება ჩემთვის ახლობელი და დასაფასებელი.
ძალიან ბევრი ვილაპარაკე მაგრამ ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით დავწერე.შემდეგ თუ ჩემი ბლოგი მოვაწესრიგე იქაც გადავიტან თინი ამ “კომენტარს”:) თუ არ დაგეზარება მერე მიმიწერე რას ფიქრობ :)
კარგად ჩამოყალიბებული კომენტარი იყო ნამდვილად :)) სამწუხაროდ,მე ამ თემაზე ასე დალაგებულად პასუხის გაცემისთვის ნერვები არ მყოფნის, როცა გაბრაზებული ვარ,ყოჩაღ შენ :))))
და შენი ბლოგი რომელია?დამილინკე თუ შეგიძლია :)
მართლა არ ვაპირებდი ამდენის დაწერას მაგრამ , პირიქით ნერვები იმაზე არ მეყო რომ არ დამეწერა:)მივყევი და ბოლოს, სკროლმა რომ დიდი დრო წაიღო მივხვდი პოემა დავწერე :D ჩემი ბლოგი არ იკითხო :D http://sparky-girl.blogspot.com/ აი ეს არის.დიდი ხანია გავაკეთე მაგრამ ბლოგის optionების არაფერი გამეგება.არადა დიზაინი არ მომწონს და მოკლედ გავჩერდი და აღარ ვწერ:(მერე იქნებ ვიჩალიჩო და გავაკეთო რამე:(