YES man!

SGPhoto_2009_12_12 11_55_22

არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, თქვენი თავი წინ დაგესვათ, ლაპარაკის უნარ წართმეული და მხოლოდ მოსმენის უნარით აღჭურვილი? მე დავიყენებდი წინ, ან ჩამოვჯდებოდით იატაკზე ფეხმორთხმით, ხელს ჩავკიდებდი და თვალებში ჩავხედავდი. მერე თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი- ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც გინდა! (გული პირობითი ტერმინია და აღნიშნავს ტვინის რომელიღაც “მოგულო” ნაწილს:D)

ჩემი ტვინი და გული სრულ უთანხმოებაში არიან ერთმანეთთან! რაღაცის გაკეთებისკენ რომ მიბიძგებს გული, ტვინი დასტოინი სახით დგას, ალბათ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი (ან კაბა-კოსტუმში, თუ ქალია:D) და დამრიგებლური ტონით მიხსნის, თუ რა მოყვება ამა თუ იმ საქციელს.

ეს მხატვრული ტონი იქეთ იყოს და მართლა ვამბობ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე, ვფიქრობ ათობით გარემოებასთან მიმართებაში. მაგალითად: ეხლა მე რომ ამას გავაკეთებ, ეს მოყვება, ის მოყვება და ა.შ. მერე იმ ყველა მოსალოდნელ შედეგს ვაანალიზებ და იმის მიხედვით ვწყვეტ რას გავაკეთებ.

შეიძლება ერთის მხრივ ძალიან კარგია, რომ ვზრუნავ შედეგებზე, ყოველთვის ვიცი რას რა მოყვება, გაწონასწორებული ვარ, ყველაფერს ვგეგმავ და ისე ვაკეთებ. გაუთვალისწინებელი შემთხვევები უიშვიათესია. მაგრამ მეორე მხარეს მივხედოთ: იასნა არის შემთხვევები, როცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ არის შემთხვევებიც (უფრო მეტი), როცა ზუსტად ვიცი: ტვინი შეცდა! შეცდა რა, წამართვა ერთ-ერთი კარგი მომენტი მაგალითად. გადაწყვეტილების პროცესში ათასნაირად ვზომავ საკითხს და არ შემიძლია რომელიმე საწინააღმდეგოს ყური არ დავუგდო. არ შემიძლია უბრალოდ ავდგე და გავაკეთო ის, რაც მინდა!

შეიძლება ეს პირობითი გული (სინამდვილეში ალბათ ტვინის თავისუფალი უჯრედები) იმის გაკეთებისკენ მიბიძგებს, რასაც შედეგად  ცუდი რამე მოყვებოდა. “ცუდი” ჩემი ტვინის დასტოინი ნახევრისთვის, რომელიც მაიძულებს ხოლმე გულის  შემოთავაზებულ კადრებზე უარი ვთქვა. უარის თქმის მერე კიდევ წარმატებით, ისეთვიე დასტოინი სახით- ოღონდ დამცინავად მომღიმარი მაწვდის და მაწვდის ათასნაირ კადრს “ეს ასე იქნებოდა”.. და მაიძულებს ვინერვიულო ხელიდან გაშვებულ მომენტებზე, ისტორიაზე, რომელიც ისეთი არასოდეს აღარ იქნება, როგორიც მაშინ იქნებოდა..

ნუ ი დურა- როგორც ერთი ღირსშესანიშნავი არსება მეტყოდა..

პ.ს. წუხელ ეს ფილმი გამახსენდა.. ზუსტად კწემუ:


3 Responses to “YES man!”

  • მე ასე წინასწარ ვაანალიზებ რა მოყვება ამ თუ იმ ქმედებას/სიტყვას და ბოლოს იმდენს ვფიქრობ, აღარ ვაკეთებ არაფერს..

    რაც გინდა, ის უნდა აკეთო. შეიძლება სისულელეც, მაგრამ ჩემსავით სრულ უმოქმედობას ჯობია.

    მეც უნდა დავიწყო ამაზე მუშაობა :D

  • ალბათ ადამიანების უმრავლესობა ცდილობს წინასწარ გაანალიზოს რა მოხდება.. თუმცა მაინც ყველაზე საინტერესო რამეები კაკრას რომ შემთხვევით ხდება! :D
    ისე მე მაგალითად ვცდილობ ვისწავლო გონების გათიშვა ან ნააბაროტ, მეტნაკლებად წარმატებით გამომდის რა :D
    ისე რამდენი გულს დავუჯერე…Oh my God!!! :))

  • რამდენს ფიქრობთ, რა უბედურებაა…

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)