ხვალ ხვალ
დღეს ვისაც მოუვიდა მსგავსი შინაარსის e-mail-ი ხვალ მივდივართ კინოთეატრ რუსთაველში მაშასადამე :D
(ფაილ არ არის,ჰკლიკეთ-გაიხსნება)
მახსოვს, პირველად ბლოგერის სტატუსით ზუსტად ამ ფილმის საუნტრეკების პრემიერაზე ვიყავი. მაშინ პირველად ვნახე ცოცხალი ბლოგერები :lol: ნუ ბევრს ვიცნობდი, მაგრამ ბევრიც პირველად ვნახე, თან ასეთ კრებით ფორმაში..:D
მერე, თვითონ ფილმზე რომ ვიყავით (პოსტი ამის შესახებ იხილეთ), მაგ დღეს მაგარი დაბნეული ვიყავი- მეთქი ააა, ბევრი ბლოგერი იქნება. ჯერ დამწყები ვიყავი იმ დროისთვის და კომპლექსები მჭირდა :D
წელს ყველაფერი სხვანაირადაა ჩემთვის, რაღა თქმა უნდა.. ძალიან ბევრი ახალი ბლოგერია ალბათ ხვალ ისინი ინერვიულებენ – რა ჩავიცვა, როგორ გამოვიყურები, ნეტა მიცნობენ?- და ა.შ. : ))
რა ჩავიცვა და როგორ გამოვიყურები-ზე მეც ვფიქრობ, დღეს ვერ მოვასწარი გამზადება და არ ვიცი დილით რომელ საათზე უნდა გავიღვიძო :D თუ თმა ძალიან ამაღელვებლად მქონდეს, არ შეიმჩნიოთ.
პ.ს.ძალიან გამიხარდა, რომ ყველა ერთ კინოთეატრში მივდივართ და არ გაგვყვეს შარშანდელივით.
პ.პ.ს.(ჩემთვის)- ციფრულის დატენვა არ დამავიწყდეს დილით!













როგორ გამოვიყურები მაგაზე არ გღელავ,მაინც სათვალიანი და გაწეწილი ვიქნები :D და იმედია ხვალ მაინც გაგიცნობ :)
მეც ძალიან მინდოდა წამოსვლა, ბოლო საათებში გადავწყვიტე, შემევსო ანკეტა და სიცხე ამეწია… ბედი არ მაქვს არაფერში… :-(
:P
მე დღეს შენმა ფრჩხილმა დამწვა გული, გოგო :P шучууууууууу!
გამიხარდა ყველას ნახვა :)
ჩემმა დაზიანებულმა ფრჩხილმა? : ))))
აუ ძალიან გამიხარდა, რომ შემოვედი და დაგინახე ^_^ არ ვიცოდი თუ მოდიოდი და სიურპრიზი იყო მართლაც რომმ ^_^
მეც მქონდა მოწვევა, მაგრამ ვერ წამოვედი :( ძაან მინდოდა ბლოგერების გაცნობა.