ნაადრევი ნაძვის ხე
ნაადრევი?..ჰმ!
ამ დილას აღმოვაჩინეთ, რომ ინტერნეტის ფულის გადახდა დაგვიწყებია, რაც იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე საათით უინტერნეტოდ უნდა ვყოფილიყავი, სანამ მამა არ გავიდოდა სახლიდან და არ გადაიხდიდა. ვინაიდან არც ლექციებზე წავედი და მორიგი სახლიდან არ გასვლის დღე გამოვაცხადე, უინტერნეტოდ დარჩენილს ორი არჩევანი მქონდა:
- მესწავლა “ქართული არქიტექტურა უძველესი დროიდან დღემდე”-ს სილაბუსის მიხედვით ის სემინარები, რომელიც გამოვტოვე.
- გამათბობელთან მიყუჟულს წამეკითხა ცვაიგი
- ჩამერთო რამე ფილმი
- საფუძვლიანად დამელაგებინა სახლი
როგორც დიადმა მლაგვიარემ, რა თქმა უნდა, სახლის დალაგება ავირჩიე. მართალია ეს უკანასკნელი ზემოთ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ სემინარების სწავლას მერჩივნა, მაგრამ დიდი ხანია არაფერი შემიცვლია სახლის ინტერიერში და..
ეტყობა გუშინდელი საახალწლო პოსტის განწყობა გამყვა და ნელ-ნელა მივეპარე სათამაშოებს. ასე ადრე არასოდეს არ მომირთავს ნაძვის ხე-3 დეკემბერია ჯერ. ხოდა ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ მოსართავები.. არადა გუშინ მე არ ვამბობდი არ მიყვარს ნაძვის ხის მორთვა მეთქი? რა მჭირს არ ვიცი.
ჯერ სერვანდებში ჭურჭელის წმენდისას ათჯერ გავაგზავნე ჩემი პატარა და დედასთან კითხვით “დე, არ დავდგათ ნაძვის ხე?”. პასუხი- “ჯერ რა დროს ნაძვის ხეა”. მაგრამ აი რა ვიცი, ავიტეხე და განვაცხადე- არავინ არ მომეკაროთ, მე და ნინი მარტო მოვრთავთ სახლს მეთქი [ნინი ჩემ დამქაშია ყველა ვითარებაში :D ]
შემოვდგი ნაძვის ხე მაგიდაზე და შევუდექი მორთვას. ასე გულისყურით არასდროს მოვკიდებივარ ამ საქმეს. სიმეტრიულად დავკიდე სათამაშოები, სივრცე გავანაწილე :D თან ჩემს თავს ვეკაიფებოდი- ნამდვილი ხელოვნებათმცოდნესავით იქცევი მეთქი [ოხ, მე და ჩემი პროფესია..]. დიდი გარჯის შედეგად ნაძვის ხემ მიიღო ასეთი სახე:
ვაი, იმ ხელთათმანზე უნდა გითხრათ აუცილებლად, კადრში რომ ნახევრად ჩანს:
საერთოდ ხომ ჩექმა არის ხოლმე ჩამოკიდებული და უცებ დავიბენი- ხელთათმანიც შეიძლება მეთქი? არადა ნამდვილად საახალწლოა და თან ჩამოსაკიდიან-მისამაგრებელიანი. მეთქი იქნება შემეშალა და სამზარეულოსია? :D მოკლედ, ასე ვიმტვრიე თავი და ბოლოს დავგუგლე და აჰა:
ის მაინც არსებობს!!! :D მერე რა, რომ ჩექმებს კიდებენ ხოლმე, სანამ იმას ვიყიდი ეკიდოს ხელთათმანი, ისე მომწონს..
კიდევ ერთი აქსესუარი მომეწონა ძალიან და ეგეც ფარდაზე ჩამოვკიდე :
აი ეს კიდევ, წესით რომ კარებზე უნდა იყოს ხოლმე, მაგრამ კარებზე რომ დავკიდო, დილით რომ გამოვაღებ შეიძლება ბუნდღაც აღარ დამხვდეს მეზობლის ბავშვების ხელში. ავდექი და ამითაც ფარდა შევამკე :D
კიდევ ერთი დეტალი- მინაზე ასაკრავი მოსართავები. ჩემი ფავორიტი:
ნაძვის ხის ძირის გასალამაზებლად ეეხლა რა მოვიფიქრე: რაღაც ყუთები, აი მობილურების, ციფრულების, ავიღე და შევფუთე საახალწლო საჩუქრებივით და დავაწყე. კიდევ რაღაცეები მივამატ-მოვამატე და ლამაზი ძირი გამოუვიდა :D აუ, სანთლებით გადავჭედე კიდე სახლი ^_^ ისრები ნახეთ, ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემს დას დაუმშვენებია გადასაფარებელი რამე საჭმლით სავარაუდოდ, გასარეცხი გახდა უფფ :|
აუ, კიდევ ჭურჭლის ტილო აღმოვაჩინე ერთ-ერთი კარადის არქეოლოგიური გათხრებისას. რა მაგარი რამეა, აღარ მახსოვდა თუ გვქონდა :D
მოკლედ.. მგონი სულ ეს იყო : )) რა თქმა უნდა, სრულ ეფექტს სურათებით ვერ აღიქვამთ, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ- საკუთარი ნამუშევარი იშვიათად მომწონს ხოლმე და ეხლა თვითკმაყოფილი ვარ ნამდვილად :D თან ოჯახის წევრების დიიდი მოწონება დაიმსახურა, ქეთიმ, ნინიმ და ლევანიმ [ჩემმა დამ, მეორე დამ და ძმამ, ანუ კომისიის მთავარმა წევრებმა] აღნიშნეს, რომ ასე კარგად ჯერ არ ყოფილა ჩვენი სახლი მორთულიო და გამისწორდა :D ეს მარტო სასტუმრო ოთახი მოვრთე, დანარჩენ ოთახებს ამ დღეებში შემოვესევი.
ისე, fb-ზე დავწერე, რომ სახლი მოვრთე მეთქი და ჯერ რა დროსიაო ყველამ ეგ მითხრა. თბილისი მორთულია- ჩემი სახლი რით არის ნაკლები თბილისზე? :D რა ვქნა, ვერ მოვითმინე :sun:




















ჩექმაა იგი თუ წინდა? o_O
სურათები კი ძალიან მაგარია!!!
ხელთათმანი :D
:D ნაძვისხე მაგარია და შენი მესმის რომ ააწყვე, იმიტომ რომ ბავშვები გყავთ ოჯახში. ახლა იქნებ გამაგებინო ჩემ ქმარს რად უნდა ნაძვის ხე? :D :D მეჩიჩინება ვიყიდოთო. (არადა მაქვს პატარა ცოცხალი ტყიდან ამოვთხარე რამოდენიმე თვის წინ, მაგრამ არ მოსწონს პატარაოო) :D
იყიდე იყიდე!!!
რამდენიმე თვის წინანდელი ახლა კარგ მდგომარეობაშია? :O
რამდენს იღებ სახლის მორთვაში? :))) ჰონორარს ანუ :)) და სხვის სახლებსაც თუ მორთავ, რამე როიყოს :))
ვაიმე, დღეს ისე კარგად გავერთე, რომ სულ უჰონორაროდ მოვრთავ :D
გამარჯობა თინის ნაძვის ხევ, შენს პატრონს ვერ დაველაპარაკები,ალბათ ვერც გამიხსნებს, მრცხვენია :უსერ: გადაეც…კაი იყოს არაფერი არ გადასცე..
:2010უსერ:
ახსოვხართ და უყვარხართ ნაძვის ხის პატრონს :X
გამარჯობა!საინტერესო ბლოგი გაქვს.ეს პოსტი განსაკუთრებით მომეწონა,რადგან
ძალიან მიყვარს ნაძვის ხის მორთვა(წინა წელს როგორც იქნა ახალი ნაძვის ხე ვიყიდე…დაახლოებით 100ლარამდე ღირდა.თან ისეთი,,ფუმფულა”და საყვარელია,რომ მოსართავების გარეშეც მშვენიერია;)ჯერ არ მომირთავს,მაგრამ ალბათ მალე მოვრთავ.სახლში ჩემი დიშვილი წლინახევრის არის და მეშინია ნაძვის ხე არ ,,იმსხვერპლოს”:)მოკლედ შენი ნაძვის ხეც მომეწონა და სახლის საახალწლო ,,მორთულობაც”.
დიდი მადლობა :))
აუ ბავშვთან ნამდვილად საშიშია. კიდევ კარგი ჩემი დები და ძმა დიდები არიან..გუშინ მეზობლის ბავშვი ამოვიდა, წლინახევრის ზუსტად და აბჯარ ასხმული დავდექი ნაძვის ხესთან, კინაღამ ჩამომიგდო :|
lamazia : )
რა დრო იყო მეც რომ მეხალისებოდა სახლის მორთვააა
კარგია, უმცროსი და -ძმა რომ გყავს, მე ვის მოუვურთო-ყველაზე პატარა მე ვარ სახლში :D
ყველაზე მეტად ნაძვისხის აწყობა მეზარება ხოლმე :)
•მესწავლა “ქართული არქიტექტურა უძველესი დროიდან დღემდე”-ს სილაბუსის მიხედვით ის სემინარები, რომელიც გამოვტოვე.
არქიტექტურას სწავლობ?
ესე იგი ჩვენი მომავალი კლიენტი ხარ :)
სურათები მომეწონა :)
რა კაია საახალწლო განწყობა,მაგრამ ნაძვის ხის მორთვა საშინლად არ მიყვარს ხოლმე:)ფანჯრის მინებზე რო იციან განათებების გაკეთება იმასაც ხო არ აპირებ?:)
რა პროფესიონალურად არის მორთული :wub:
მე გუშინ გამეთიშა ინტერნეტი და ისეთი მივვარდი ბანკში გადასახდელად, რიგშიც არ ჩავდექი :)))))
აუ ნაძვის ხის მორთვა მაგრად მეზარება. 30-მდე არც დავდგამ.
ჰეჰე, რა პატარააა :))
მე უკვე იმდენი სათამაშო დამიგროვდა, რომ წელს თუ არა, გაისად აუცილებლად უნდა ვიყიდო უზარმაზარი ნაძვისხე და ერთ 10 წელს უნდა ვიკმარო. გამიჭირდება, მარა მაინც :))
მხოლოდ ერთხელმ მოვრთე ნაძვის ხე ნამეტანი ადრე და ისე მომბეზრდა და ყელში ამომივიდა, იმის შემდეგ ახალ წლამდე 2 საათით ადრე ვრთავ სულ :)))
ნაადრევი სიკვდილის გარდა ყველაფერი კაია.
მეტს მოასწრებ. ;)
ისე ადამიანური კალენდრით ნიკოლოზობაც 6-შია.
გასასამართლებელი საბუთი მომეწონა… პრინციპში მართალი ხარ… ევროპულ სტილზე გადავედით :D
[...] თინისაგან განსხვავებით ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს. ეხლა რომ დავდგა, ახალ წლამდე უკვე მობეზრებული მექნება. [...]
[...] თინისაგან განსხვავებით ნაძვის ხე ჯერ არ დამიდგამს. ეხლა რომ დავდგა, ახალ წლამდე უკვე მობეზრებული მექნება. [...]