წინა საგამოცდო…

“ხრფჯაფჯსუპ”- ამ ხმით მოვხვრიპე პომიდვრის შიგთავსი  და იმით გაოცებულმა, რომ ამხელა ხმის გამოცემის შესახებ პროტესტი არავის გამოუთქვამს, მხრები ავიჩეჩე და გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა. არა, გული არ გაგისკდეთ, იმაზე არ დავწერ როგორ მიყვარს პომიდვრის ამ ხერხით ჭამა :D
მეც, ისევე როგორც საბლოგეთის და საბლოგეთის მკითხველის ძალიან დიდ ნაწილს, მძიმე ჟამი გვიდგას. ჟამი, როცა ფრაზაში  “სწავლის ძირი მწარე არის”, სიტყვა “მწარე” მისი ყველაზე აღმატებითი ხარისხითაა გამოყენებული და  “კენწერო” ისე შორსაა, ეჭვიც კი გეპარება მის არსებობაში.
ან როგორ არ შემეპაროს, 54 საკითხი მქონდა სასწავლი და ის ის იყო ფსიქოლოგიური შიში დავძლიე და ვთქვი, რომ გავუმკლავდები მეთქი, კიდევ 15 დაუმატებია ლექტორს (გულუხვი რომ იქნები ადამიანი…)
მოკლედ, ვცდილობ ვისწავლო, მაგრამ იმდენად დამთრგუნველია ის აზრი, რომ ეს ყველაფერი 16 ივნისამდე უნდა მოასწრო და თანაც ეს ყველაფერი არ არის, მერე ეგრევე დანარჩენ 3 გამოცდაზე უნდა იფიქრო, უკვე ოოო…
როგორც წესი, რა ხდება ხოლმე ამ პერიოდში:
  • შემიძლია 24 საათი ვიწუწუნო.
  • ვჭამ ოთხმაგად მეტს. ხანდახან მგონია იმიტომ ვჭამ ამდენს, რომ ის დრო, რომელსაც მეცადინეობაში არ ვატარებ,რაღაცით გავამართლო საკუთარ თავთან :D
  • 24 საათი იმ დროზე ვოცნებობ, როცა ბოლო გამოცდიდან გამოვადგამ ფეხს…ორივე ფეხს და მეცოდინება, რომ შემიძლია მინიმუმ ერთი თვე არ მახსოვდეს კვირის რა დღეა, რომელი საათია და სად ვარ.
  • და 24 საათი მგონია, რომ ვერც ერთ გამოცდას ვერ ჩავაბარებ. მერე ნებისყოფა არ მეყოფა გადასაბარებლად და წავალ ვიტირებ :D
  • მაინცდამაინც ამ პერიოდში მომდის ათასობით იდეა, რომელის განხორციელების ხასიათზე ვარ და ნერვები მეშლება, რომ დრო არ მაქვს.
მოკლედ, ფაქტობრივად პარალიზებურ მდგომარეობაში ვარსებობ. დავიღალე :( თან იმდენ რამეს “ვმაზავ” ამასობაში :D
ყველა და ყველაფერი მენატრება :(

12 Responses to “წინა საგამოცდო…”

  • T.ale.N.ted.:

    ვაიმე,არადა რა ხანია მაწუხებდა კითხვა,რატომ შეანლე დაპოსტვა… როგორ ვერ მივხვდი რა ხდებოდა :( მე ჯერ წინ მაქვს ეგ უბედურება(ვიმედოვნებ :D ),მაგრამ არც ახლა ვარ ნაკლებ დღეში:დილით 6-ზე გავდივარ სახლიდან და 10-ზე ვბრუნდები,მანამდე რეპეტიტორიდან რეპეტიტორამდე გრძელ და მტანჯველ გზებს გავდივარ,საერთოდ ვერ ვისვენებ :( მაგრამ ნერვებს ის მიშლის,რომ ამას იმისთვის ვაკეთებ,რო საბოლოოდ მეც მაგ მდგომარეობაში აღმოვჩნდე… რა სისასტიკეა :@
    ხო ხედავ,მესმის შენი,მაგრამ კიდევ ამხელა ინტერვალს ახალ პოსტამდე,ვერ გადავიტან იცოდე :):***

  • OoO:

    “ხრფჯაფჯსუპ” ძაან მომეწონა :D:D
    იმედია ჩააბარებ გამოცდებს და არ იფიქრებ იმაზე,რო ვერ ჩააბარებ.
    დამთავრდება და მართლა რო დაგავიწყდება კვირის რა დღე და რა რიცხვია ეგ ყველაზე მაგარია.
    გისურვებ წარმატებებს (ეგ ყველაფერი “ჯერ” ჩემგან შორსაა)
    იფიქრე რო ჩააბარებ :))))

  • ო ღმერთო, ეგ პუნქტები აშკარად ჩემი დაწერილია, ან ჩემი ნაფიქრი :D

    16 ივნისს მაქვს ზუსტად გამოცდა და ჩემი ტვინი მობილიზებულია მაქსიმალურად :D

    წარმატებები შენც და მეც :*

  • მედგრად დადექ თინათინ!!!
    ყველაფერი წინაა და თან მაინც შენი გასაკეთებელია!!

  • “კიდევ 15 დაუმატებია ლექტორს (გულუხვი რომ იქნები ადამიანი…” და დასაწყისი მომეწონა ფრიად :) ჰოდა, მერე ამ “ფრიადზე” გამახსენდა, რომ გამოცდების იგივე ეპითეტით დამთავრება გისურვო :P

    ბედნიერი ვარ, რომ მე მხოლოდ ერთი გამოცდა დამრჩა :დახარბების სმაილი:

  • ჯერ ცოტა ხანს კიდევ ვიკავებ თავს წუწუნისგან და დაძაბულობისგან.
    ნუ გეშინია თინი, არც ისე შორსაა კენწერო. სამაგიეროდ მიასიკვდილებ იმ გამოცდებს და მერე ხანგრძლივი დასვენება გელის. მე ასე ვიმშვიდებ ხოლმე თავს. თან მარტო ის რად ღირს რომ გამოცდების დროს ლექციებზე ჯდომა აღარ მოგიწევს. განცხრომაა ფაქტიურად :D

  • მეც ზუსტად შენნაირად ვარ, ზუსტად :| 22 მდე გრძელდება ეს ნახევრად ცხოვრება :(

  • თიკო ვაკუნა:

    იცი ხრფჯაფჯსუპ ზე რა გამახსენდაა:ანეგნოტი პამიდორმა ეგრე იცისოოო,
    ნუ გეშინია თინი იმათ იდარდონ თავში რომ არაფერი აქვთ, შენ გაქაჩავ გარანტიას გაძლეევ:):)

  • T.ale.N.ted:

    როგორც იქნა შემოვაღწიე შენს ბლოგზე…რა ხდებოდა,რა იყო ის ,ჰა? :)

  • ანა გოცირიძე:

    თინის ბლოგი მიყვარს …. და თინი უპირველესააააააააად

  • ელენე:

    ”კენწერო” ისე შორსაა, ეჭვიც კი გეპარება მის არსებობაში.”
    ძალიან მომწონს შენი წერის მანერა და ეს სიტყვა მოსწრებულობა!!!! ინტერესით ვკითხულობ და პირი ყურებამდე მაქვს ღია ისეთი კმაყოფილი ვარ- ხოლმე…..

  • Tiny:

    მადლობა გოგოებო <3

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)