წიგნის ფესტივალზე გასეირნების შედეგები
წიგნის ფესტივალის გახსნის დღიდან მე და დედა ვგეგმავთ გასვლას. მე არაფრის ყიდვას არ ვაპირებდი, დედას უნდოდა ნინისთვის და ქეთისთვის ეყიდა წიგნები…ხოდა როგორც იქნა დღეს გავედით. თავიდანვე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან მივედით, იქ ეგულებოდა ბავშვებისთვის საჭირო რამეები.სანამ ის ზღაპრებს და რაღაც საბავშვო საგანმანათლებლო წიგნებს ათვალიერებდა, მე თვალში მომხვდა გემრიელი წიგნები:D უფრო სწორად, ჯერ ყდები და მერე სათაურები. სამი ცალი იყო- საუზმე მარტივად, სადილი მარტივად, ვახშამი მარტივად. ვინ აქცევდა დანარჩენს ყურადღებას, მთავარია, რომ მარტივად! :D მეთქი დედა, მე ეს მჭირდება:))დავითანხმე ადვილად და მიყიდა.
მერე ამასობაში თვალი მოვკარი წიგნს “დიდი წიგნი ცხობისათვის”. სლოგანით- აცხვეთ მთელი ოჯახისათვის :D ცხობასთან მე ხომ განსაკუთრებული კრძალვა მაქვს, ვერ ვბედავ და სულ მინდოდა რამე ნამეტანი დაღეჭილ-ახსნილი. 
რაღაცა უცნაურობა იყო, რაც მააგრად არ მომეწონა- ტურტუნიები და კექსუნიები WTF, მაგრამ არ შევიმჩნევ ან მარკერით გადავხაზავ და ახლიდან დავაწერ ნორმალურად :D
და აი, გამოვზიდეთ ბავშვებისთვის საჩუქარ-წიგნები, ჩემთვის სამზარეულოური წიგნები და ვეცადეთ სხვა სტენდებიც დაგვეთვალიერებინა…ხან სად მრჩებოდა თვალები, ხან სად, მაგრამ ისე არა, რომ რამეზე გადავრეულიყავი.
მაგრამო ნათქვამია… ერთგან ვტრიალებდი, საინტერესოდ გამოყურებადი წიგნები იყო. მოკლედ, დიდხანს ვიტრიალე იმ ადგილას და უკვე გადანაცვლებას რომ ვაპირებდი თაროდან შემომხედა მან!!! და მე ჩამოვდნი :D არა, ერთიც ვნახე მაგის გარდა, მაგრამ რუსულად, პატარა მოცულობის, ყველანაირი გაფორმების გარეშე და ამ ყველაფერთან შედარებით ძვირი- 28 ლარი. ამიტომ არც მიფიქრია ყიდვა, გავეცალე.. ხოდა თაროდან მიყურებდა ის!!!
ცოტა რომ დავოკდი (გამიკვირდა მართლა აქ ასეთი წიგნის ხილვა), ფასი ვიკითხე და უჰჰ, 49 ლარიო. აქ მეტკინა გული! :D მაგრამ არ შევდრკი, რას ნიშნავს თვის ბოლოს ხელფასის იმედი რომ გაქვს ადამიანს რა… დედას დავუწყე ხვეწნა, მაგრამ ძალიან ძვირი ეჩვენებოდა. ეჩვენებოდა რა, ძვირია :D კინაღამ გამაცურა- მოიცა, ერთ წამს იქეთ გავიდეთ და მოვბრუნდეთო, მაგრამ ღრმად დავერჭე შემთხვევის ადგილას და არ გავყვევი, შენ წადი და დაგელოდები მეთქი. ჩაბღუჯული მქონდა და ვათვალიერებდი. თან თავისთავად წამოძახილები- “ვაიმე bad-ის პერიოდი, ოი, scream-ის დროს რა ლამაზი იყო, this is it-იც არის… “ამასობაში იქვე პროსპეროს ერთი წარმომადგენელი მომიახლოვდა, თურმე კითხვები აწუხებდა ჯექსონთან დაკავშირებით და მკითხა- ყველაფერი იცი მის შესახებო? მეთქი რავიცი, წესით კი…და დამიწყო კითხვები:
_ბავშვი რატომ გადმოკიდა აივნდიდან?
_ფანებს აჩვენებდა და შემთხვევით რა სპეციალურად, თვითონაც კინაღამ გული გაუსკდა…
























: ))))))))))))) ეჰ მე ვიყავი ვიარე ვიარე ვიარე ვიარე და წამოვედი : ) მე ვერასოდეს განვსაზღვრავ ეგეთ ადგილას რა უნდა ვიყიდო და რაშI ჯობია ფული დავხარჯო იმიტომ რომ წიგნებში ფული არ მენანება კი არა ვერ ვზომავ და ძალიან კარგი ვქენი თურმე რომ ჯიბეში მხოლოდ 10 ლარით მივედი ფესტივალზე და არა 100ით მაგალითად : ))))
ვაიმე რომ გამოვდიოდით დედაჩემი გიჟს გავდა,ეს რა ვქენით,რამდენი დავხარჯეთო :D
და ჯექსონის ეგეთი სიყვარული ილიას დამსახურებაა თუ მისი სიკვდილის?
ვაიმე მოდი ერთხელ და სამუდამოდ განვმარტავ რა,”იესლი ჩესტნა” უკვე ყელში ამოვიდა ამ ძალით ჯექსონზე გადარეული ხალხის გამო დანარჩენების ჩაგვრა :D ისეთ მოდაშია, ვეღარ მითქვამს შიშით რომ ვუსმენ…
ავატარებად არც ადრე მეყენა მისი სურათები და ყოველ წუთს არ ვაშეარებდი ჯექსონის სიმღერებს ან ვიდეოებს და არც ახლა, მას შემდეგ რაც ასეთი აქტუალური გახდა,ესე იგი ან მისი სიკვდილის გამო უნდა შემყვარებოდა, ან ილიას გამო (ამ მიზეზზე საერთოდ ვფრიკავ o_O ). რამდენჯერმე ვახსენე და ვსოო, წამოვიდა მოსწერვო კომენტარები. დარწმუნებული ვარ აქამდე რომ მეხსენებინა, რეაქცია არ ექნებოდა არავის და ახლა უკვე დავიღალე :D
მესმის, ძალაინ ჩანს ჩემს გარშემო ბოლო დროს ჯექსონი იმიტომ, რომ ილიასთან ვმეგობრობ :D მესმის, რომ ძალიან ჩანს იმიტომ, რომ ილიასგან მემატებიან ვიღაცეები და მერე მტაგავენ ათიათას სურათში (რაც მე ძალიან არ მომწონს), მაგრამ რახან აქამდე მაგდენი თინეიჯერი არ მყავდა დამატებული და არ მტაგავდნენ და არსად არ ჩანდა, ახლა ნუ მომდგებით მაგის გამო :D :ავღელდი:
მე გადავირიე ერთხელ ეგრე ძაღლების ენციკლოპედიაზე. მაგრამ 40 ლარი ღირდა და ხელი ჩავიქნიე. ჰოდა, ახალ წელს მაჩუქა <3 გავგიჟდი სიხარულისგან :) ასე რომ, კარგად მესმის მაიკლით გამოწვეული ბედნიერება.
რაც შეეხება სამზარეულოს წიგნებს, მეც მაქვს მაგდაგვარი და დიდად აღფრთოვანებული არ ვარ
რამდენიმემ მითხრა უკვე ისე,რაღაცა არ მომწონსო ეს წიგნებიო :( ნეტა რაარის ამისთანა,დავიწყო მალე ათვისება :D
ვაიმე, ვაიმე, მაგ “დიდ წიგნს ცხობისათვის” იმედია ქართულ პროდუქტად არ ასაღებენ
http://ecx.images-amazon.com/images/I/5186JHN63FL._SL500_AA300_.jpg
ეს წიგნია და უმაგრესი რეცეპტებია. იმედია, იგივე რეცეპტები არის, ოღონდ ქართულად ნათარგმნი.
GU-გამომცემლობა უშვებს გერმანიაში და ეგეთი არის მეორე:
http://images.buch.de/images-adb/36/bb/36bb3bb1-0933-4fea-ace3-b3de5694862d.jpg
უმაგრესი რეცეპტებით.
არა,არ ასაღებენ. აწერია: published originally under the title: Das grosse GU Familien Backbuch და ჩამოთვლილიც არის ავტორები ))
good luck
სადილი მარტივად მეც მაქვს და რამდენიმე მართლა ძაან სასაცილო წერია მაგალითად: ”არტიშოკის წვნიანი”, ”ცხვრის ხორცის რაგუ” ან ”ვირთევზა ყველით” :D შეიძლება მარტო ჩემთვისაა მსგავსი ტერმინოლოგია უცხო, მაგრამ რამდენიმეზე მართლა ვიხალისე.
საქართველოში თუ შეიძლებოდა MJ-ზე რამის ყიდვა არც კი მეგონა, თუმცა ამ ბოლო ხანებში მართლა ძაან აქტუალური გახდა და გუშინ ერთ გოგოს ზედაზე ჯექსონი ეხატა (ოღონდ ბანძი იყო, ჩემი ჯობდა :D )ეს ძალით ფანობა რა მოდაში შემოვიდა?! :|
ერთი კაი წიგნი უნდა ვიყიდო რამე, თორემ სულ გადავჯიშდი. თინი, ეს ტორტების წიგნი რამ გაყიდინა? ინერნეტში კულინარული საიტების მეტი რა არის.
“დიდი წიგნი ცხობისთვის” მეც მაქვს : ) ნუ კაი რაგაცაა რა .. მე სუულ ბოლოში უუფრო მომეწონა რჩევები . :D