“წ” და მშობელთა კრება
ეს დღეები დედა ცოტა ცუდად გრძნობს თავს და ქეთის სკოლაში წაყვანა ხშირად მიწევს ხოლმე. დღეს მშობელთა კრებაზეც მომიწია დასწრება. საათი შეცდომით ვიცოდი თურმე და ერთი გაკვეთილით ადრე მივედი, სახლში წამოსვლა კიდევ დამეზარა- მეეთქი რა მოხდა, ერთი გაკვეთილი ვეღარ გამიძლია სკოლაში?!
დავჯექი მერხთან ამ მესამე კლასელების გარემოცვაში და იმ წუთიდან მოყოლებული, ახლაც მეცინება ბავშვებზე :D
რომ დავჯექი, თავიდან ყველა ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს ჩემსკენ. მერე გადაუჩურჩულებდნენ ერთმანეთს, გასწორდებოდნენ ისევ. შემისწავლეს მოკლედ თავიდან ბოლომდე..
ნუ საკლასო ოთახები ნაცნობი გარემო იყო- რუკა, ანბანი, ა ე ი ო უ, საკლები-მაკლები-სხვაობა.. კედლებზე ჩამოკიდებული აბრები: “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა” (oO)და ა.შ.
ჩემი დის მასწავლებელი ძალიან მიყვარს, კარგი ვინმეა:) ჩემს ორივე დას მაგაზე ამოსდით მზე და მთვარე :D გაკვეთილზე რამდენჯერმე თქვა, რომ არ მინდა უცხოსთან ერთად გეჩხუბოთო და ჭკვიანადო და მგონი უფრო დაინტერესდნენ ჩემით.. მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი..
დაიწყო ტესტების განხილვა და მასწავლებელი სიმწრისგან ყვიროდა, რამდენჯერ უნდა აგიხსნათ რამდენი თვეა წელიწადის დროშიო.. ამას მოაყოლა, სირცხვილი და გაწითლება თქვენო და უცებ ისმის რომელიღაც ბავშვის ხარხარი- მას, მას, რეზიკო მართლა გაწითლდაო :D
სხვა საკითხი იყო ტესტში დასმული კითხვების პასუხები
1.რა არის კონტინენტი?
ერთ-ერთი ბავშვის პასუხი- ადამიანი :D
2. რისგან შედგება მთა? – (სწორი პასუხია წვერო, კალთა და ძირი, რაც მე სულაც არ მახსოვდა:D)
ბავშვის პასუხი იყო- ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია!
გარდა ასეთი კითხვებისა, აქვთ ხოლმე კითხვები ზოგადი უნარების მაგვარი.. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ჩემს დას ქონდა მიცემული დავალებად, უნდა ამოეხსნა ეს:
წამში ერთხელაა, წუთშიც ერთხელ.. დღეში, კვირაში და თვეში არც ერთხელ. წელიწადში ორჯერ. რა არის?
ეჭვი მაქვს სადმე მქონდა ან ნასწავლი, ან ადრე ამოხსნილი,ან გონება გამინათდა უცებ, რომ დავხედე მაშინვე მივხვდი, რომ საქმე იყო “წ”-ში, მაგრამ ბავშვები ვერაფრით ვერ მიხვდნენ.. ბავშვები კიარა,ვერც თვითონ მასწავლებელი :P
ხოდა ამ ავბედით ტესტში იყო მსგავსი შეკითხვა- რა არის მთასა და ბარს შორის? დიახ, ეს არის “და” კავშირი. თუმცა ზოგს ეწერა ოკეანეო, ზღვებიო..
განსაკუთრებული პასუხი- მთასა და ბარს შორის არის თბილისი!
როგორც იქნა, მოვიდა დასვენების ჟამი და უცებ აყვირდა მასწავლებელი- “ტუალეტში ჯგუფ-ჯგუფად გასული არ დაგინახოთ!!!” :D და კიდევ რა დავამუღამე- მასწავლებელმა ერთ მოსწავლეს უთხრა, სკაიპში ინვისიბლეს რომ დაიყენებ ხოლმე, განა მე არ ვიცი რომ სინამდვილეში რომ იქ ხარ და გაკვეთილებს არ სწავლობო, ლოლ :D
მოკლედ, მაგრად გავერთე, მაგრამ თან თავიც ამტკივდა, ხმაურიანები არიან ძალიან ბავშვები. ვერასდროს ვერ შევძლებ მე მასწავლებლობას ამდენ ბავშვებში, ჩემი ერთი მოსწავლეც მღლის ხოლმე ხანდახან და :D
ისე,რამდენჯერაც სკოლაში მივალ, მელანქოლია მეწყება.. თან დღეს ჩემი პირველი მასწავლებელი ვნახე და ცრემლი მომერია ლამის :user: ძაან საყვარელია <3 დერეფნებში რომ გავიარე, სულ მახსენდებოდა სკოლის პერიოდი და მოგონებების მოძალების ნიადაგზე რაღაცნაირ ხასიათზე დავდექი. კარგი იყო: ))
მშობელთა კრებას რაც შეეხება, ძალიან მშვენივრად გამოვიყურებოდი მშობლის როლში:D
ცოტ-ცოტა სურათები ჩემი ძვირფასი სკოლის, რომელიც მაინცდამაინც მაშინ შეღებეს სალათისფრად, როცა მე უკვე დამთავრება მიწევდა:D















აუ რა მაგრები არიან ბავშვები. მეც მომენატრა სკოლა ეხლა ვემზადები ამ დღეებში კლასელებთან შესახვედრად ზოგიერთი მათგანი უკვე 5 წელია არ მინახავს :D
haaha 117-e ლოლ ცჰემი დზველი სკოლა დაწყებიტებსჰი მანდ ვსწავლობდი . ტან დედაცჰემი ფიზიკას ასწავლიდა მანდ , ვერ ვიფიქრებდი სადმე ტუ წავაწყდებოდი :))))ზალიან გამიხარდა.. რაგაცნაირად :u:
ვაა,რა ქვია დედაშენს? შეიზლება ვიცოდე ვინაა:)) რა მაგარია,მეც გამიხარდა:უსერ:
აუუ ქეტო, მომენატრა ეგ ქალი და საერტოდ ყველაფერი მანდ.. :)))))
დედაჩემს ანა ქვია , ანა ნებულიშვილი Fიზიკას ასწავლიდა :p
ძალიან მეცნობა სახელი და გვარი:u:სახეს ვერ ვიხსენებ პროსტა,პატარა ვიქნებოდი:))
გენატრება და წამოდი ერთხელაც და დავიაროთ სკოლა:)))
ჰო მე ალბატ მეეექვსეში ან მეშვიდეში ვიყავი რომ წამოვიდა სკოლიდან.
დირექტორი რამაზი აგარაა ჰო ? :D
უნდა მოვიდე ერტხელ მარტლა :D
აუ მე მაქვს დაგეგმილი ჩემს სკოლაში მისვლა თანაც ძველი სახელი დაუბრუნეს და აღარ მაქვს ცუდი შეგრძNებები <3
“დაიწყო ტესტების განხილვა და მასწავლებელი სიმწრისგან ყვიროდა,” – მდააა! რა ვთქვა ამის მერე. ასეთი ნერვული მასწავლებლები ჰყავთ საწყალ ბავშვებს და წელიწადის თვეებს კი არა, საკუთარ სახელებს როგორ იმახსოვრებენ :|
აარა სოფ,არაა ნერვიული,თორემ არ დამევასებოდა:Dძაან საყვარელი ქალია:))
აააააააააა, ძალიან მაგარი პოსტია.
ყოჩაღ თინ.
“სკაიპში ინვისიბლეს რომ დაიყენებ ხოლმე, განა მე არ ვიცი რომ სინამდვილეში რომ იქ ხარ და გაკვეთილებს არ სწავლობო, ლოლ :D”
ა, მოვკვდი :D :D
თან მე-3 კლასელს სკაიპი და ამბავი.
ვაიმე, ჩემი სკოლის დერეფანს როგორ ჰგავს. :მო:
მომენატრა მეც ჩემი.
ამ პოსტის კომენტარები როგორ გამოვიწერო???
დიიდი მადლობა <3:*
ვაიმე,რა გაუმართავი ბლოგი მაქვს, მგონი კომენტარების გამოწერა არ მაქვს:|
პოსტი მომეწონა… რაღაც კაი ხასიათზე დამაყენა… მეც გამახსენდა სკოლის პერიოდი… 117 სკოლა დაამთავრა მამაჩემმა.. ეს ისე :D :D :D
ზოგიერთი მასწავლებელი ისე აუწყობს ფეხს ინტერნეტ განვითარების ნაბიჯებს რომ მალე სკაიპში მოაწყობს მშობელთა კრებას :D
ლოოოლ,მშობელთა კრება სკაიპში : )))))))
117-ში დაიბუდა ჩემმა ოჯახმა :D ჯერ მე შევედი, მერე მამაჩემი ასწავლიდა მანდ. მერე ჩემი ძმა შევიდა, ახლა ჩემი და და ჩემი პატარა დაც მანდ მივა ორ წელიწადში:)))
ქეთო კიდევ არის მანდ?? კარებსჰი რომ იდგა ხოლმე? )
ისე მამაჩემმაც ეგ დაამტავრა :D
აუ კიი,ქეთო ისევ არის:))))ძაან მაგარი ქალია,ყველა მოსწავლის ასავალ-დასავალი იცის, თავის მეზობლებიანად:D ისეთ რამეებს მკითხავდა ხოლმე მეზობლებზე,მე რომ აზრზე არ ვიყავი:D
მე ამ ყველაფერზე გამდნარი გუდრონის სუნი გამახსენდა. ჯონდო მასწავლებელი ამით აწებებდა იატაკიდან ამოცვენილ პარკეტებს :))
:)) ქეთევან ოსეფაშვილზე რა თქვეს, როგორ სწავლობსო? დედა ნათელას რა დაემართა?!… :))
ქეთი კარგი გოგოა:))
უი,არ იცი რო ცუდად იყო?რავი,წნევები..
სკაიპზე გულიანად გამეცინა :D
და საერთოდ, საყვარელი პოსტი იყო, ნოსტალგია შემომაწვა [ლოლ, 'შემომაწვა'] :უსერ:
ჩემი სკოლაც სწორედ მაშინ გადაღებეს სალათისფრად, როცა მე დავამთავრე. ეხლა რომ ჩავუვლი ხოლმე, გული მწყდება :(
მასწავლებელმა ერთ მოსწავლეს უთხრა, სკაიპში ინვისიბლეს რომ დაიყენებ ხოლმე, განა მე არ ვიცი რომ სინამდვილეში რომ იქ ხარ და გაკვეთილებს არ სწავლობო///
ვახ, სამამდე მივიდა ტექნიკა :))
მაგარი პოსტია გავმხიარულდი))) მეც ხშირად დავდივარ ხოლმე ჩემ ძმასთან სკოლაში ამიტომ ნაცნობი სიტუაციებია)))
აუ რა მაგარი პოსტია :)ჩემს სკოლაში მისვლა მომინდა.მაგრამ ვისთან მივიდე, პატარა და ან ძმა მაინც მყვდეს..
@Natalia
<3
@დათო
აბაა,მეც ეგ გავიფიქრე:
@ჯუნა
მადლობა:))
@მარი
:*
ისე წადი:)მე ბავშვების გარეშეც მივსულვარ,პროსტა სანახავად სკოლის და მასწავლებლების :პ მიუხედავად იმისა, რომ ძაალიან დიდი სკოლაა და ბევრ ბავშვიანი, მაინც რაღაც შინაურულია და მაგიტომ მიყვარს:უსერ:
@solaris
არა,აღარაა რამაზი:( როგორ მიყვარდაა..იმასაც ვუყვარდი მამენტ:u: ზაან გული დამწყდა რომ წავიდა, ცოტა არ იყოს უწესრიგობაა იმის მერე სკოლაში:|
აჰა,მოდი მოდი :PP ოღონდ არ გამომაპარო მე :u:
ჰო მეც მიყვარდა რამაზი ტან მაგისი შვილი ჩემი დის კლასელი იყო და მოკლედ მაგრად ვიყავი მაგასტან და რავიცი ყველასტან მარტლა ოჯახივიტ იყო მტელი სკოლა :u: არა არ გამოგაპარებ :DD
ძალიან კარხი პოსტია :ფეხზეწამოდგომა:
ბუნდოვნად მახსოვს ……….
:)))))
პრიკოლია ბავშვების გაკვეთილებზე დასწრება :)))
ცოტა ნერვებმომთხრელები არიან,მაგრამ არაუშავს..
სკოლაში მეექვსე და მეხუთე კლასებს ვუტარებ გაკვეტილებს, როცა რამე უცდებათ..
რომ შევალ ხან ჩიფსს შემომთავაზებენ, ხან მიწისთხილს, ხან სუხარიკებს და ა.შ :D :D
ზოგი როგორი გაწრიპულია ხოლმე ^_^
@ბუსხ
დიდად გმადლობთ :იგივე: : )))
@vulkani
რაღა ბუნდოვნად,მანდ დავბერდით :D
@piccolina
ნამდვილად :D
@Clown^^
ვაიმეე ვგიჟდები გაწრიპულ ბალღებზე:))
სასიამოვნო პოსტი იყო, მომეწონააა.. :))
მეც ხშირად მიწევდა ჩემი ძმის კრებებზე/გაკვეთილებზე სიარული. ოღონდ იმიტომ რომ მანდვე ხარ და ბარემ აიარეოო. ხმაურიანებს ვინ ჩივის მეტიჩრები და ჭორიკნები არიან კიდე. ნუ ჩემს კლასსში. იქიდან კაი ზასიათზე არასოდეს გამოვსულვარ =))
მაგარი პოსტია.. ეხლაც რო ავუვლი ხოლმე სკოლას და ეს ხშირად ხდება (1 სკოლა დავამთავრე) სულ მახსენდება რაღაც რაღაცეები :))
მომეწონა კაი პოსტია, წ განსაკუთრებით :D
მშობელთა კრებაზე დასწრება მინდა ძალიან:))
ჩემი სკოლაც დაანავაროტკეს, რა თქა უნდა, ჩემი დამთავრების მერე:))
მაგრამ არ მინდა წასვლა და ნახვა :| არც მასწავლებლების და არც არავის.
:უჯიშომოსწავლე:
ვაიმეეეეეე, მე 108-ე დავამთავრე, რა ახლოს ყოფილხარ :))))))
ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით ტესტის შედეგებით “გამწარებულ” მასწავლებელზე და ჩემი თავი წარმოვიდგინე,მეც მიწევს ხოლმე ხანდახან ყვირილი…თან ახლა მეც მესამე კლასს ვასწავლი და სწორედ ეგ საკითხები გავიარეთ..მაგარია!!!სკაიპს რა უშავს, “ოდნოებს”ვერ ანებებენ თავს…
აუ არადა როგორ საჭიროა :|
ყველა იმ კომენტარს ვიწერ ხოლმე, რომელ პოსტზეც ვტოვებ კომენტარს.
:|
ახლა აღარ მახსოვდა, რომ აქ უნდა შემოვსულიყავი.
რა დრო იყო 117-ში, 117-ელებთან ერთად ვვარჯიშობდი :)) თუმცა, 182-ე დავამთავრე :)
წ-ზე ყველას ვკიხთე და ვერავინ ვერ გამოიცნო :D:D