ველასკესი და გოზინაყი
არც დრო არის ახლა პოსტის დაწერის, არც შნო და არც სხვა მსგავსი პოსტის საწერიად საჭირო მონაცემები, მაგრამ დღის ბოლოს უკანასკნელი გაფართხალების რანგში მაინც ვწერ- განტვირთვა მჭირდება.
ბოლო დღეს რომ მიყვარს ხოლმე საქმეების მიყვანა, ეგ უკვე გავითავისე და წინა დღეებში აღარც კი განვიცდი ამ ამბავს, ვიცი, რომ მაინც ბოლო დღეს გავაკეთებ. ხოდა ამის გამო მომიხდა ორი კოლოქვიუმის გამზადება და ხვალინდელი შემაჯამებელი სემინარისთვის თავის დახლა- რბილად რომ ვთქვათ..
ძალიან გაღიზიანებული ვარ და ტირილის ხასიათზე, ბოღმისგან მეტირება- 30 დეკემბერია, ერთი დღეღა დარჩა ახალ წლამდე, მე კიდევ ქსეროქსების კარავში ვზივარ ფაქტიურად. თავზეც მაყრია, ასე მგონია, ერთ ხელზე კალამი და მეორე ხელზე ქსეროქსი ამომივიდა :D
30 დეკემბერია და მე ჯერ კიდევ არ დამიწერია წლის შემაჯამებელი პოსტი. ხო, 31-ში უნდა დაიწეროს წესით, მაგრამ სახლში 3 საათზე მოვალ ალბათ ხვალ და ეგრევე დედას მიხმარება მომიწევს. მომიწევს არა- მინდა! ჯანდაბა, მემგონი ასე არასდროს არ ვყოფილვარ, წელს მომინდა, რომ საახალწლო სუფრაზე ჩემი შემოქმედება ყოფილიყო :D თან რაღაც ახალი რეცეპტები მქონდა თავში და იმათი მომზადება მინდოდა- ბლოგზე დადებითურთ. მაგას ვინ ჩივის და ამხელა ქალმა გოზინაყის გაკეთება არ უნდა ვიცოდე? :D
წეღან რამის ცრემლები წამომცვივდა ტომუშკამ რომ თავისი გოზინაყის სურათი დადო facebook-ზე. ასე გამოიყურება:
მართალია თავად შემქნელმა მითხრა- ლიმონი ხო გაქვს სახლში? ერთი ნაჭერი რომ მოჭრა და ტაფაში ამოაწო ეგ გემო აქვს-ო, მაგრამ სულ რომ მუტანტი გოზინაყი გამომსვლოდა, იმ მომენტში ისე მომინდა მეც გამეკეთებინა რამე, რომ აი ვერ აღვწერ:D ტომუშკას გარდა იმდენი წერს თავისი მზარეულობის შესახებ, გეგონება ჩემს ჯიბრზეაო ყველაფერი : ((
მოკლედ, სრულიად განადგურებულად გამოვიყურები. დეპრესიული სახით ვზივარ და თითქმის ბოლომდე წარკვეთილი სასოთი ვწერ პიკასოს შემოქმედების შესახებ თემას.
ამას ემატება ის, რომ სავსე მთვარე და მგონი მთვარის დაბნელებაც არის ხვალ და მე ხომ ამინდის ცვალებადობის მიხედვით ცვალებადი ვარ :D ხოდა დღეს დილიდან რომ თავბრუ მეხვეოდა მეთქი რა ხდება.. გავიზომე წნევა და 80 მქონდა 40-ზე, პულსი 100 o_O ეხლა რაღაცეები დავლიე და ხელ-ფეხი აღარ მიკანკალებს და აღარც კედელ-კედელ დავბანცალებ :D
ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ველასკესის დაგუგვლისას აღმოჩენილი ბლოგი:
http://psiqea.wordpress.com/
სამწუხაროდ, 9 სექტემბრის მერე პოსტი აღარ არის დაწერილი, მაგრამ უკარგესი ბლოგია. ველასკესზე ისეთი სიყვარულით იყო დაწერილი რაღაცეები, უსერ სახით შევყურებდი : ))
რა კარგი იქნებოდა ახლა დამატებითი ერთი დღე, თვით მოხარშული სტაფილოს და კარტოფილის დაფრცქვანაც კი არ დამეზარებოდა :user:













მაინც გამონახე დრო ხო პოსტისთვის? :*
აუ, საახალწლო საჭმელების მომზადებაზე მეც ეგრევე მოხარშული კარტოფილის, სტაფილოს, კვერცხის [და ვინეგრეტის სხვა ინგრედიენტების] დაჭრა მახსენდება, იმიტომ რომ ძირითადად ამ საქმით ვარ ხოლმე დაკავებული :D
მე კი შემაჯამებელი პოსტის მუზა არ მომდის და სხვა პოსტი დავწერე ჯიბრზე :D
ხო,პოსტისთვის დროს სულ ვპოულობ :D
მაინც შევეკვეხე სამზარეულოში და ვინეგრეტის მასალები დავჭერი :yeee:
შენ შემაჯამებელ პოსტს როგორ ველოდებოდი არადა, ხვალ მაინც დაწერე რა :user: :*
აუ შევალ მაგ ბლოგზე მეც არაფერი გამიკეტებია ხვალისტვის ველასკესზე
მარ ერტნაირები ტუ გვექნა სენ ნახე მერე ხოშტარიას ისინი :D
გოგო შენ რუბენსზე გააკეთე, თორე დაგხოცავ o_O ან რემბრანდტზე. თორემ წინა კოლოქვიუმზე ხო ნახე რა ამბები დაიწია :D
მე კაკალი დავამტვრიე გუშინ და დავჭერი. დამეგლიჯა ხელები. ისევ პოსტების მოფიქრება ჯობია მაგას :D
უი,დამტვრევა უჟას : )) მამენტ დაჭრაც, თუ დაფერფვლა ქვია,აი გოზინაყისთვის თხლად რომ უნდა დაჭრა, ეგ :D მაგის კეთების დროს ცერა თითი სულ დასერილი მაქვს ხოლმე დანით :))))
მერე გა(მა)გვასინჯე :P :D :D :*
აუცილებლად :D
შენ არ იდარდო :)
გოზინაყის რეცეპტის თავისი სურათებით უკვე დავწერე და დღეს დაიდება ბლოგზე :)
ისწავლი ხელათ :)
ოხო, ეგ კაი რამე მითხარი,წავიკითხავ ^_^ და ძველით ახალი წელიც ხომ არის აქ, მეორე ახალ წელს მაინც გავაკეთებ :lol:
შენს გახარებას, ველასკესის ერთი სურათი მაინც დაგედო აქ :))) მაგალითად, ამ დაცენტრილი პრინცესასი :))
მოკლედ, ბევრი ვეწვალე და ვერ დავდე. რამდენნნნნაირი კოდი არ ჩავსვი და, ვიდნა ნეტ სუძბააა ვიდნა ნეტ სუძბააა, ვიდნაა ნეტ ლუბვიიი ვიდნა ნეტ ლუბვიი :))))
მადლობა საყვარელო ჩემი ბლოგის შექებისათვის… ველასკესი მართლაც ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ მცირე დრო მაქვს რომ რაიმე ახალი დავწერო, მაგრამ ახლა დავწერ… და სიამოვნებით… მინდა ისეთი დეტალები ვიპოვო, რაც შეიძლება ყველასათვის ნაცნობი არ არის.
მართალია ეს ძველი პოსტია, მაგრამ სურვილი გამიღვიძა ველასკესი ისევ გავიხსენო… :)
გამიხარდება, თუ დაუბრუნდები ბლოგს, არაფრის :)