ვებერი და ნაღვლის ბუშტი

ვერ ვიტან ასეთ “დილებს”, ყველაფერი რომ ცუდადაა, ან გეჩვენება, რომ ცუდადაა და გინდა ეგ დღე კომპიუტერთან, ფილმების ყურებაში გაატარო, ამ დროს კიდევ უნდა ადგე ადრე, სახლი მიალაგ-მოალაგო [დედა მთელი დღე ბავშვების ხელში ისეთ დღეშია, რომ არ დავალაგო სინდისი არ უნდა მქონდეს :D], გაემზადო და უნივერსიტეტში წახვიდე კარგი გამომეტყველებით..

დაკავებული დღეები ძალიან მღლის, გუშინდელი დღე კოშმარი იყო! ყველა ხუთშაბათი კოშმარია საერთოდ- დილის 9 საათიდან ლექციები 3 საათამდე. მერე 7-ის ნახევრამდე უადგილო თავისუფალი დრო. 7-ის ნახევარზე მამასთან ერთად ვესწრები ხოლმე ემზარ ჯგერენაიას ლექციებს რელიგიის სოციოლოგიაში. ეს ხუთშაბათის ერთადერთი ნათელი წერტილია მგონი. მამა ხომ მაგისტრატურაში სწავლობს და ერთ-ერთი საგანი ეს აქვთ, ხომ იცის სოციოლოგია რომ მაინტერესებს, თან ემზარ ჯგერენაია მიყვარს ძალიან და მითხრა იარე ხოლმეო. ხოდა მეც დიდი მაგისტრანტივით ვზივარ და რაც არ უნდა დაღლილ-დაწყვეტილი ვიყო მაინც ყურადღებით ვისმენ ხოლმე. ეს ის მომენტებია, როცა ხვდები, რომ ეს შენი საქმეა! შენი საქმეა იფიქრო ვებერზე, ნიცშეზე, ფროიდზე..

9-ის ნახევრიდან ორმოც წუთიანი გზა სახლამდე და თითქმის მკვდარ მდგომარეობაში მოსწავლესთან მიფორთხება! აი ეს უკვე დასასრულია- ბოლო ენერგიებს ვხარჯავ ხოლმე. გუშინ 9 საათზე მივედი და საყვედურიანი თვალებით რომ შემომიბღვირა- სად იყავი აქამდეო,[მგონი მაგის საყვარელი გადაცემის ჟამს მივედი და] იმდენად გავბრაზდი, იმ წამს მზად ვიყავი რაც ხელში მომხვდებოდა დამელეწა :D

სახლში ამოვედი და რომ ვიფიქრე, აი სინათლე გვირაბის ბოლოს მეთქი, ჩემი სინათლე კი, რა თქმა უნდა, ინტერნეტია, გათიშული დამხვდა!!! და აესეთი საწყლად დავჯექი და პროფილს ვუყურე :| წარმოიდგინეთ რა სასოწარკვეთილი უნდა ვყოფილიყავი, რომ ვუყურებდი პროფილს იმის შესახებ, თუ როგორ ემესიჯებოდა ჯაბა ქარსელაძე ნინი ბადურაშვილს სამი თვე :D

გადაღლილზე ვიცი ხოლმე- ძნელად მეძინება. ფილმი ჩავრთე the proposal-მიყვარს ასეთი ფილმები ძალიან- ცრემლები, რომანტიკები, ქორწილი..

DSC05594ცუდ ხასიათზე მგონი ჩემი იძულებითი დიეტა მოქმედებს. ნაღვლის ბუშტის გადამკიდე, საყვარელ საჭმელებს ვერ ვჭამ. საყვარელს ვინ ჩივის- ცხიმიანი, შემწვარი, რძის ნაწარმი, მაიონეზი, ნიგვზიანი და ა.შ. კიდე ყველაფერ გემრიელის ჭამა აკრძალული მაქვს :| გუშინ დილით ვერ მოვასწარი ჭამა და გარეთ მიწევდა. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი რა შემეჭამა და პირველად გავოცდი იმ ადამიანების ნებისყოფით, ვინც დიეტაზეა- მე თქვენ გაღიარებთ, როგორც უძლიერეს ადამიანებს. ბოლოს მოვიფიქრე- ახალი გუდვილი რომ გაიხსნა ვაკეში, იქ წავედი და წიწიბურა და პიურე ვიყიდე :| ისეთი რაღაცეები ეწყო მაგათ გვერდით, კინაღამ დავივიწყე ნაღვლის ბუშტი. წავედი ორი ცალი კოლოფით, გუდ ფუდში ჩაი ავიღე [ყავაც არ შეიძლება!] და დავიწყე ამ “საკენკის” კენკვა :D ჯგუფელები დამცინოდნენ, სამუზეუმო ექსპონატივით სურათებს მიღებდნენ, მე კიდე ვცდილობდი არ შემემჩნია საყვარელი კარტოფილის ჩხირების სუნი : ((

წინა დეპრსიულ პერიოდში, დეპრესიისგან გადასარჩენად ყოველთვის თმების შეჭრა მინდოდა ხოლმე. თან ახლა ნამდვილად შესაჭრელი მქონდა. რამდენიმე თვეა არ შემიჭრია და სქელი თმა რომ მაქვს, ბოლოები “სძალავდა” და ზემოთ დატკეპნილივით მქონდა- კოშმარია. ხოდა 3-დან 7-ის ნახევრამდე შუალედში ავედი ნანასთან და “ქალ დევემსგავსე” :D

29102009330

8 Responses to “ვებერი და ნაღვლის ბუშტი”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)