უშუქობა

მოგესალმებით ყველას მე  Andy ვარ იაპონური ბლოგიდან. თინიმ დამპატიჟა თავის ბლოგში სტუმრად.

პოსტის დაწერა მომინდა , რახან ჩემი ბლოგი ჟანრობრივად არ მაძლევს საშუალებას პოსტის გამომზიურების , თინიმ თავის ბლოგში მომიპატიჟა.

დღეს დილით ჩემს Facebook – ის გვერდზე დამხვდა  zurriuss - ის წერილი. წერილში ზურიუსი მე და დანარჩენ მის მეგობრებს წერდა :

27 მარტს, 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე, გამოვრთოთ ყველაფერი, რისი ჩართვაც არ წარმოადგენს აუცილებლობას. 60 წუთით თავი შევიკავოთ კომპიუტერისა და ზედმეტი განათებისაგან.
ვაჩუოქთ ერთი საათი დედამიწას!

ვფიქრობ კარგი იდეაა, რომ საქართველოშიც თუნდაც რამდენიმე ოჯახში ერთ საათი ჩაქრეს შუქი და ეს პერიოდი ვაჩუქოთ  დედამიწას. მითუმეტეს თუ მთელი მსოფლიო ამ წამოწყებაში დიდი ხანია  იღებს მონაწილეობას.

პირადად ჩემთვის სინათლის  ჩაქრობა სახლში პრობლემას არ წარმოადგენს.  დენის  ე.წ წასვლა  შეიძლება ითქვას უცხო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.  არ ვიცი ეს მთავრობის ბრალია თუ „უკვე 21 საუკუნეა და რაღა დროს უშუქობაა“   თუმცა მაინც გამჯდარი გვაქვს ის მოქმედეები რაც დენის წასვლას ახლავს თან.

შუქი თუ წავიდა პირადპირ ფანჯარასთან მივდივართ , ამით ვიგებთ თუ რატომ არის ჩაბნელებული ჩვენი უბანი და  გაბრდღვიალებული  ნუცუბიძის პლატო. შემდეგ ქავთარაძისკენ ვიხედებით და წყნეთისკენ , ამით თავს ვიმშვიდებთ რადგან უკუნეთი სიბნელეა ამ მხარეს და მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. თუ მთელი არემარე ჩაბნელებულია  ესეიგი რაღაც სერიოზულად არის საქმე.

თუ  დაუკვირდებით  დენი რომ მიდის , მთლიანად ჩუმდება სახლი , კომპიუტერისგან , ტელევიზორისგან , მაცივარისგან და ათეულობით ნათურისგან. ვიწყებთ  ჩაბნელებულ ოთახში სანთლის მოძებნას  ,  შემდეგ ასანთის პოვნას  და ბოლოს სახლის განათება სანთლით.  თუ ვინმეს ნავთის ლამპა აქვს კიდევ , ცალკე უნდა დაარეგულიროს ცეცხლის მდგომარეობა.  თინი მწერდა – სინათლე  რომ ქვრება , ვანთებთ სანთელს , მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით ,  ვჯდებით  და ვსაუბრობთ .  ვიხსენებთ დავიწყებულ და ნოსტალგიურ ამბებს.

ბოლავს დაუწიე ! :)

ანალოგიურად ჩვენთანაც , ვჯდებით სავარძლებში და ვსაუბრობთ  ისეთ თემებზე რომლებზეც დენით განათებულ ატმოსფეროში ვერ ვისაუბრებთ.  პოლიტიკაზე , ჩვენს ცხოვრებაზე და ათას რამეზე. საინტერესოა არაა ? უშუქობის დროს იღვიძებს ადამიანებში ერთმანეთთან საუბრის ჟინი. როცა თავისუფლად შეიძლება უსასრულოდ ილაპარაკონ დენით განათებულ ოთახში.  უშუქობის დროს უმრავლესობა ალბათ წიგნებს კითხულობს.  ჩემის აზრით ამ კუთხით უშუქობის პერიოდიც ძალიან კარგი იყო. განათლების დონეც უფრო მაღალი იყო.  რამდენ ჩვენგანს უმეცადინია სანთლის შუქზე სკოლის საშინაო დავალებები ?

უცბად დენი მოვიდა ….

ყველა დაიშალა და  თავიანთ საქმეებს მიაშურეს ,  ტელევიზორი ჩაირთო , კომპიუტერის  ქულერი ამუშავდა , მაცივარი დაიქოქა , სიჩუმე და წყვიადი მოიცვა სინათლემ და ხმაურმა. არ ვიცი   ნოსტალგია მომაწვა თუ რა არის უბრალოდ მენატრება  უშუქობის პერიოდი. უფრო მეტი  სითბო და სიყვარული იყო :user:

25 Responses to “უშუქობა”

  • Tiny:

    პირველ რიგში- ძალიან კარგი პოსტია <3
    მეორე რიგში- ნოსტალიგებ მოწოლილი ვზივარ,ვკითხულობ და აი ის პერიოდი მახსენდება,შუქი მარტო “პა პრაზდნიკამ” რომ გვქონდა:D
    მართალია დიდი ხნით ვერ ვძლებ ხოლმე ახლა,შუქი როცა არ არის და მალევე ვიწყებ წუწუნს თუ მოხდა სასწაული და რამდენიმე საათით გაითიშა,მაგრამ საერთოდ,გულის სიღრმეში მიხარია ხოლმე.
    ლამპა აღარ მოგვეპოვება ოჯახში, სამაგიეროდ სანთლები გვაქვს ბლომად:D ავანთებთ ხოლმე და ყველა სანთლის გარშემო “გაერთიანებულები” ვიხსენებთ ძველ ამბებს.თუნდაც ახალ ამბებზე ვლაპარაკობთ..მოკლედ,რაც მთავარია ერთად ვართ.
    შენი თქმის არ იყოს, შუქი მოდის თუ არა, ყველა ვიშლებით- ყველა თავის საქმეში რგავს ცხვირს :D
    მოკლედ, იდეა მაქვს- დღეში ერთი საათით მაინც საღამოობით ჩაგვიქრონ შუქი! :D

    დედამიწის საათს რაც შეეხება, 8-ის ნახევრიდან 9-ის ნახევრამდე ჩავაბნელებ დღეს ოჯახს <3

  • სიმყუდროვე … :შ

    ხოდა საქართველოში დენის წასვლა მოსული ამბავია :D

  • “უცბად დენი მოვიდა ….
    ყველა დაიშალა და თავიანთ საქმეებს მიაშურეს , ტელევიზორი ჩაირთო , კომპიუტერის ქულერი ამუშავდა , მაცივარი დაიქოქა , სიჩუმე და წყვიადი მოიცვა სინათლემ და ხმაურმა. არ ვიცი ნოსტალგია მომაწვა თუ რა არის უბრალოდ მენატრება უშუქობის პერიოდი. უფრო მეტი სითბო და სიყვარული იყო :user:”
    ბარემ ეს იყოს ჩემი კომენტარიც. მალადეც, ენდი ;)

  • აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს?
    პასუხი: რამოდენიმე საათით მწყობრიდან გამოვიდა მთელი ამერიკის ენერგოსისტემა, რის შედეგადაც ამერიკა მთელი ღამე სიბნელეში იჯდა…
    P.S. იქნებ, საქართველოსაც გაუმართლოს ამაღამ, 4 მილიონი კაცი, ფაქტობრივად, არაფერია. :-D

  • :)

    მართლა კარგი იყო, მამაჩემ მშვენიერ ზღაპრებს გვიყვებოდა მე და ჩემს ძმას და ყველაზე მაგარი რაც იყო, შეგვეძლო თავად გაგვეგრძელებინა ზღაპარი..

    აუ, მართლა კარგი იყო..

    შუქი არა, მაგრამ თბილი ბავშვობა კი გვქონდა;..

  • ნინო:

    ოღონდ შუქი მქონდეს და სულ არ ჩავრთავ კომპს და ტელევიზორს. ერთი ამბავი გამახსენდა. აქ რა მოსატანია მაგრამ…. ჩვენთან რომ ბნელეთის ეპოქა სუფევდა, საზაფხულო არდადეგებზე ბებიასთან წავედით ქალაქ ორჯონიკიძეში. რა დამავიწყებს, რომ დაბნელდებოდა და მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბებოდით, ოთახში შუქის ანთება გვავიწყდებოდა, ვისხედით სიბნელეში და იმდენად ვიყავით ამ მდგომარეობას მიჩვეული,ვერც ვამჩნევდით, სანამ ბიძაჩემი ან ბებიაჩემი არ მოვიდოდნენ და გაკვირვებული სახეებით არ გვკითხავდნენ, თუ რატომ არ იყო სინათლე ჩართული.არ დამიჯერებთ და იქ ყოფნის პერიოდში თითქმის ყოველდღე მეორდებოდა ეს ამბავი. დღემდე ცუდად ვხდები თუ სადმე ნავთის ლამპას მოვკრავ თვალს.

  • ეს კი კარგია მართლა,ოჯახური სიმყუდროვე, საუბრები და ბევრი თბილი რამ…
    მაგრამ ვაი ეს თუ ჩვენ მთავრობამ ნახა, ეს ყოველ საღამოს შუქის გათიშვის სურვილი, მერე ნახეთ :D:D

    მე შუქის ჩაქრობის მომენტი მიყვარდა მხოლოდ ერთი რამის გულისთვის, რომ როცა მოდიოდა ყველა ვყვიროდიით ურაააააააა, გარეთ ბიჭები შტვენას იწყებდნენ, ქაჩაში ბავშვები ყვიროდნენ და მოკლედ მაგარი იყო მხოლოდ ეგ ოღონდ, თორე ეს მობილურით რო ინათებ გზას და ეძებ სანთლებს, მერე ძლივს ანთებ და იწყებ ლაპარაკ აუ რა მოხდა ნეტა? რა დროს შუქის გათიშვა იყო ეხლა? აუ ხო გააწყალეს გული, როცა ყველაზე მეტად გჭორდება მაშინ ქვრება (არადა ყველაზე მეტად სულაც არ გჭირდება, მაგრამ ფრაზა მოგადგება ხოლმე რა)

  • მართლა საშინელი პერიოდი იყო და ახლა ადვილია გახსენება, როცა უკვე 1 დღით და რამდენიმე საათით წარსულში დაბრუნება გარკვეული რომანტიკის შემცველიცაა.

    ისე, ლამპა და სანთელი რომ არა, ალბათ ვერასოდეს ჩავაბარებდი უნივერსიტეტში:D, სრულად ვახერხებდი წიგნის და რვეულის გარშემო მობილიზებას, 50 სმ რადიუსში მაინც ვეღარაფერს ვხედავდი, კომპიუტერიც არ მქონდა და სხვა რა გზა იყო :)))

  • საკურა:

    მე ერთი მეგობარი მყავს,რომელიც შუქის ფულს დაგვიანებით იხდის იმისთვის რომ 3დღე მაინც დაისვენოს ყველაფრისგან…და როგორც თვითონ გვიყვება,ეს დღეები ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს:)))))))სიმართლე რომ გითხრათ მე არ მხიბლავს შუქის ჩაქრობის იდეა:)და ის პერიოდი როცა კუნაპეტ სიბნელეში გავატარეთ სასიამოვნოდ კი არა და კოშმარად მახსენდება…მახსოვს ერთადერთი რაც გარესამყაროს გვაკავშირებდა რადიო იყო და რადიო105 ერთადერთი ნათელი წერტილი უსამართლო ქვეყანაში…105-ის იმ დროინდელ ხუმრობებზე ახლაც გულიანად მეცინება:DDDDDDD

    • Tiny:

      აუუ რადიო 105 <3
      იმდღეს ვიხსენებდით მე და ილია მაგას :))))
      და კიდე იმას,პასტით გადახვეულ კასეტებს :D

  • საკურა:

    :DDDDDDDხოო გათლილი პასტა ახვევდა ყველაზე კარგად:))))))

    • Tiny:

      მანიკურით დაწებებული კასეტის ლენტებიც რა კარგი იყო ხოლმე :))))))

      ისე,ნოსტალგიის დონეზე კარგია,მაგრამ ისევ ისე რომ იყოს ვერ გადავიტანდი :D

  • მახსოვს მეც უშუქობის პერიოდი. მაგრამ არასდროს მხიბლავდა არც სანთლის ძებნა და არც მერე იმ წვეთების მოფეკა. ყოველთვის ვჯუჟღუნებდი და ეხლაც მასე ვარ. შუქი ძალიან მიყვარს. ოღონდ იყოს და თუნდაც ჩამქვრალი :D
    მე მახსოვს შუქო რომ წავიდოდა ხოლმე ვირობანას ვთამაშობდით. ანუ სიტყვა რომ ნდა გააგრძელო და შენზე რომ არ უნდა დამთავრდეს. მიყვარდა ეგ თამაში მაგრამ წაგება და მერე აივანზე ყვირილი ვირი ვარ და ვყირივარ ყოველთვის მაღიზიანებდა. ხო კიდევ ის მიყვარდა მე ჩემი და ჩემი ძმა რომ ვჩხუბობდით სანთელს ვინ ჩააქრობდა როცა დენი მოვიდოდა…
    არასდროს ვმეცადინეობდი სანთლის შუქზე. ჯერ ერთი იმიტომ რომ მამა მიშლიდა თვალები გაგიფუჭდებაო და მერე იმიტომ რომ უკვე მე ვიმიზეზებდი თვალები გამიფუჭებათქო

  • Taa:

    კარგი პოსტია ენდი :)

    მე ვიყავი შაბათს დედამიწისადმი მიძღვნილ ამ ღონისძიებაზე შერატონში და დავწერე კიდეც მის შესახებ ჩემს ბლოგზე
    მაგრამ დედამიწას მხოლოდ სინათლის ჩაქრობით ვერ ვუშველით სამწუხაროდ :(

  • მაგარი დრო იყო სკოლის დავალებები თითქმის სულ სანთლის შუქზე მიწევდა რომ შემესრულებინა :) ისე მართალი ხარ უშუქობისას ბევრასდ უფრო ადამიანურები ვხდებით ხოლმე.

  • Kate:

    როგორც ნასტასიამ დაწერა http://donshakal.blogspot.com/2010/03/earth-hour.html <<<< აქ :"ჩვენ ზომაზე დიდხანს ვიყავით უშუქოდ და მოხდილი გვაქვს ჩვენი ვალი :)"

  • კონჭო:

    შუქი როდესაც ჩაქრება ჩემი ოჯახიც და მეც ასე ვშვრებით მაგრამ ძალიან კარგია როდესაც ამ დროს შენს საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ არასდროს აქ მქონია ასეთი შემთხვევა მაგრამ მინდა რო მოხდეს

  • შენ აშკარად სადღაც ჩემთან ახლსო ცხოვრობ

  • აუ რა კარგი პოსტი იყო. მეც გამახსენდა შევარდნაძის დრო. იმ დროს უშუქობა დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმას ახდენდა ჩემზე. სიბნელე სიბნელე სიბნელე… საშინელება იყო. ჩვენც მაშინ მთელი ოჯახი ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით. მშობლები ახალგაზრდობას იხსენებდნენ, შვილები მომავალზე ვსაუბრობდით. ხანაც ვმღეროდით მე და ჩემი დედამიშვილები. როცა შუქი 1 საათით ქვრება ვისვენებ, მართლა ვისვენებ. მაგრამ იმის გახსენება ნამდვილად აღარ მინდა რაც 90-იან წლებში გამოვიარეთ.

  • ვააა მშვენიერი პოსტია…რა კარგად მახსოვს ის დრო…სანთლები ბლომად მქონდა ხოლმე.შუქი რომ ქვრებოდა პირველი ემოციები იყო: წყევლა და გინება…მერე როგორღაც კისრის ტეხვით სანთელის და ასანთის მიგნება..ანთება და ერთი საათი სასანთლეში ჩარჭობა :D სულ ვარდებოდა ეს ოხერი..შუქის ჩაქრობა რადგან ჩვეულებრივი მოვლენა იყო,ხშირად დედაჩემი პიანინოზეც უკრავდა…ძალიან გვიყვარდა ყველას…ცოტა რომ წამოვიზარდე და ლამპიონები არ იყო გარეთ,ბავშვებს გვიყვარდა გარეთ ცეცხლის დანთება და კოცონთან ჯდომა…ან რამის თამაში,ან მოყოლა და რავიცი ათასი რამ…ბევრჯერ მომიწია დავალებების გაკეთება სანთლის შუქზე…ლამპაც მქონდა :D და გამეცინა ავტორმა რომ აღნიშნა ” დაუწიე ბოლავსო”…ადრე იმდენად მიჩვეული ვიყავი შუქის ჩაქრობას,როგორც ეხლა ვარ მიუჩვეველი..ძალიან ვწუხდები შუქი რომ არაა..თუმცა ის დროც კარგი იყო,ბევრი მოგონება მაკავშირებს იმ დროსთან და ხშირად ვიხსენებ.მადლობა ავტოორს.ნოსტალგია…მშვენიერი რამეა

  • თაამოო ...:

    აუ რაა საყვარელი პოსტიააა <3<3<3 მეც გამახსენდა შუქი რომ ქრებოდა ხოლმე როგორ ვიკრიბებოდით ოჯახის ყველა წევრი ერთად .. მაგარია ძაალიან <3

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)