USA2GEORGIA

online შოპინგის  “მსხვერპლი”, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანია. გოგოებს განსაკუთრებით გვიყვარს სხვადასხვა ონლაინ  მაღაზიებში ათასი წვრილმან-მსხვილმანის თვალიერება. თუმცა მე ყოველთვის რაღაცნაირად ვერიდებოდი ხოლმე ინტერნეტით რამის ყიდვას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრანსპორტირება არის რთული. არადა შენ გარანტიები გჭირდება, რომ შენი გამოწერილი პროდუქტი თავის დროზე, თავის ადგილას და მისაღები ფასით ჩამოგივა.

იმის გათვალისწინებით, რომ მე სტუნდენტი ვარ  და საკუთარი შემოსავალიც ძალიან მცირეა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ოჯახი დამატებითი ხარჯებით დავამძიმო.

რამდენიმე დღის წინ, დავიწყე ძებნა გამართული სატრანსპორტო კომპანიისა. ასეთ დროს, რეკლამებზე და თვითონ იმ კომპანიების საიტებზე დაწერილ ინფორმაციებზე მეტად, მეგობრების კონსულტაცია გაინტერესებს. სანდო და პირველწყაროა, სხვა თუ არაფერი:) შესაბამისად, მეც ვკითხე რამდენიმეს.

ყველაზე გამოცდილი ამ საქმეში ვინ არის? sweety, რა თქმა უნდა. სვითი ლოჯიქსის მომსახურებით სარგებლობდა, მაგრამ ალბათ ყველას ახსოვს მისი და ლოჯიქსის კონფლიქტი http://sweet.ge/lojiqsi-mekaifeba/ ამ პოსტის წაკითხვისთანავე, ყველანაირი სურვილი გამიქრა მათთან თანამშრომლობის :D

ლოჯიქსის გარდა, იყენებენ ხოლმე ბარამს. ამ შემთხვევაში კარგად მახსოვდა ნანუკას გაბრაზებული პოსტი მათ შესახებ. იქ ეწერა usa2georgia-ს და baram-ის შედარება ექსპერიმენტის საფუძველზე. შეგიძლიათ ნახოთ ეს პოსტი და ნამდვილად ვიცი, წითლად დაწერილი ბარამის მომსახურეობის “ღირსებები” ნამდვილად არ მოგეწონებათ.

სწორედ ამ პოსტით მივაქციე ყურადღება usa2georgia-ს, რომლის შესახებაც გაგონილი მქონდა, მაგრამ პირადად შეხება არ მქონია. თუმცა იმ ეტაპისთვის, ის ერთადერთი იყო, რომლის შესახებაც კონტრ არგუმენტები არ მქონდა. შემდეგი კონსულტაცია ზვიადისგან გავიარე  :))

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასე უფასოდ თუ შეიძლებოდა არაჩვეულებრივი რეკლამის გაკეთება :D

დაწვრილებით ამიხსნა usa2georgia-ს მომსახურების  სისტემა:

რეგისტრაციის ფორმა

უფასო რეგისტრაციის შემდეგ გეძლევა ამერიკული საფოსტო მისამართი. რომ შეუკვეთავთ რამეს, მოგცემთ ამერიკულ მისამართს. მაგალითად:

GGT c/o [სახელი-გვარი]
2440 Enterprise Drive, Suite U****(თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომრით, მაგ: U121212)
Mendota Heights, MN 55120, USA

ჰაჰ, რა მაგარია, რეგისტრაცია გავიარე მე და საკუთარი ამერიკული საფოსტო მისამართი მაქვს:))

როგორც კი ამანათს მიიღებ იმ მისამართზე, e-mail-ით მოგდის შეტყობინება. ასევე ამანათის თრექინგ კოდი აისახება ვებ-გვერდზე, ამანათების მართვის პანელში.

მართვის პანელი

ყოველ კვირას აგზავნიან ამანათს საქართველოში. ტრანსპორტირების ვადა საშუალოდ 1 კვირაა. ამანათის ჩამოსვლისთანავე კურიერს უფასოდ მოაქვს მითითებულ მისამართზე, ან შეგიძლიათ ოფისში უნდა მიხვიდეთ.

ზვიადი მიყვებოდა, რომ ოფისში მისვლა ჯობიაო, ოღონდ მარტო იმიტომ, რომ იქაურობა ნახოო. მომიყვა- ოფისში რომ მიხვალ,  ეტყვი შენი ოთახის ნომერს (მისამართშია)ჰოდა ამანათი ავტომატურად გამოდის ” ფორთოჩკიდან”. ხელს აწერ “თაჩპედზე” ელექტრონულად, ოპერატორი სისტემაში რომ ნახულობს, შენი ოთახის ნომერი ქსელით გადაეცემა საწყობში დამოტაჟებულ დიდ ეკრანს და იქ იწერება რომ ესა და ეს ამანათი ამ ფანჯარაში და იქ თანამშრომლები ზიან და მოაქვთ შესაბამისი ამანათიო. ნანუკასაც ეწერა ამაზე თავის პოსტში, მომსახურება ძალიან კარგიაო.
ხოდა გადავწყვიტე, რომ სწორედ usa2georgia-თი ვისარგებლო. რამდენიმე დღეში გამოვიწერ სასურველ ნივთს და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნობთ დეტალებს- როდის წამოვა ამერიკიდან, აქ როდის მოვა, ოფისში როგორი იქნება და ა.შ.

რამდენიმე დღეში, თითოეულ ნაბიჯს შევამოწმებ და შედეგებს აუცილებლად გაიგებთ. იქამდე კიდევ, გაიარეთ რეგისტრაცია:

https://www.usa2georgia.com/

აქვე არის ამათივე მაღაზია: http://amazon.usa2georgia.com/

მაქედან ჩემი ვიშლისტი:

კაბა, საყურეების საკიდი, სამკაულების ხე [:D] და საიუველირო ნაწარმის მწმენდავი. ალბათ ყველას ერთად ვერ გავწვდები, მაგრამ ნელ-ნელა ვიყიდი :)

მოკლედ, დაველოდოთ ჩემი შოპინგის შედეგებს, ალბათ იქეთა კვირაში დავიწყებ.. პირველი დამოუკიდებელი შოპინგი იქნება ეს! არადა იმდენი წვრილმანი რამეები მინდება ხოლმე და მეშინია სულ გამოწერა. ეს “ონლაინ ნაშოპინგარი” ქლიბი ჩამომივიდა, სვითიმ რომ მიყიდა, მე მგავს ხო? : )) რომ ყიდულობდა მკითხა, რომელი გგავსო და  ბოლოს თვითონ აირჩია ეს. ძალიან მომწონს <3


44 Responses to “USA2GEORGIA”

  • სწორს იზამ.
    მეც კაი ხანია უკვე უ2ჯ ვსარგებლობ…. ისე, მთლად უპრობლემო არვინაა, მაგრამ კლიენტ ფრენდლი ფირმაა.

    • Tiny:

      კი, ნანუკას ეწერა ზუსტად ეგ, რომ ძაან კლიენტ ფრინდლიაო- მაილებს ყოველთვის იწერებიან, ყველას აქცევენ ყურადღებას, ვისაც რამე პრეტენზია ექნება და ა.შ.
      ეგ ძაან მნიშვნელოვანია :P

  • შენ გაიხარე. დიდი ხანი დავტრიალებდი ონლაინ მაღაზიებს, მაგრამ ვერაფრის გამოწერა ვერ გავრისკე. ეხლა ვცდი.

    • Tiny:

      ცადე აუცილებლად:Pერთი სული მაქვს როდის გამოვიწერ, იმდენი რამე მაქვს არჩეული, კარგა ხანს ვერ ამოვწურავ სურვილებს :))))

  • მე უსა2ჯორჯიას ვიყენებ კარგა ხანია (ონექსს ვიყენებდი მანამდე) და ზუსტად ის მომწონს, რომ ყველაფრის საქმის კურსში ხარ, სადაა შენი ამანათი, როდის წამოვიდა, როდის ჩამოვიდა, საერთოდ რეისი ჩამოდის თუ რა სჭირს. ასევე სახლიდან გასვლა პრაქტიკულად არ გჭირდება, თუ მოუთმენელი არ ხარ და შენთითონ არ გინდა ამანათის აღება მალე (ოფისიდან გაცემა უფრო მალე იწყება, ვიდრე კურიერის მიერ დარიგება)

  • ოღონდ 300 ლარს ზემოთ საქონელი არ ჩამოაქვთ.

    აჰა ახალბედა ონლაინ-შოფოჰოლიკებს ცოტა უფრო გამოცდილისგან :)
    http://wp.me/pBTza-ei
    http://wp.me/pBTza-lg

    • Tiny:

      ვ ა,აბა ის ლინკი რა არის, თუ 300-ს ზემოთ გინდა ჩვენი სხვა ვებ გვერდით ისარგებლეთო? :?

      შენი კომენტარი სპამში ქონდა ჩაგდებული ლინკების გამო,ახლა განვსპამე :))
      10x, კარგი რჩევებია :P

      • ჰო ეგ მაგათივე კომპანიაა, იურიდიული პირებისთვის მაგრამ ახლა ფიზიკურსაც ემსახურება, მაგრამ იქ ცალკე უნდა დარეგისტრირდე და 300 ლარს ზემოთ მაგ მისამართზე გამოიწერო.
        მერე 18% და 50 ლარამდე ემატება საბაჟოზე და გაგიბაჟებენ.
        თუმცა, მე არ მიცდია. :)

        ეგ 300 ლარი მსპობს რა. მაგრად მიშლის ნერვებს.
        რიდერის ყიდვა მინდა და გავიჭედე.

  • ნეტა დროზე ჩამოვიდეს და სახლიდან გასვლას რაღა უნდა :D

  • 300 ლარზე მეტი ღირებულებისას აღარ ჩამოგიტანთო დამიმაილეს :P

  • Tiny:

    @ZviAnGi

    ხო,შენ ისე აღწერე ოფისი, ნაღდად არ დამეზარება გასვლა :D

    @მარი

    განრიგიც წერია ამანათების მართვის პანელში. საშუალოდ, ერთი კვირა უნდა რა ))

    @ძველი მეგობარი

    ჩემთან წერია: შეტყობინებები
    300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლეთ ჩვენი მეორე ვებ-გვერდით http://www.gls.ge

    • მე ეგრე გადავედი http://www.gls.ge და თუ ვინმე აპირებთ

      მეილზ მიწერეთ usa2georgia ყველა მონაცემი და თქვენი პირადობის ნომერი

      გრძელი როა ის :D

      და ორივე ექაუნთი გექნება

  • nika:

    უ2გ ვარ ძალიან ქმაყოფილი მიუხედავად იმისა რომ მილიონ უაზრო შეკითხვას უგზავნი კონსულტაციის პონტში ყურადღებას მაინც მაქცევენ და პოსუხ მწერენ : ))

  • ექაუნთი მეც მაქ, მარა რა ხეირი… ვყიდულობდე მაინც რამეს.. : ))
    ეხ ამ უფულობას რა ვუთხარი თორე…
    რა გახდა ერთი ნივთი ამერიკიდან ? : ))

  • მეც დავრეგისტრირდი უ2გ-ზე, მაგრამ სხვა პრობლემაა. გამოწერა არვიცი თვითონ. იქ ათასი რამეა შესავსები და მეშინია რამე არ ავურიო..
    ისე რომ გამოიწერ, თუ არ დაგეზარება, არა მარტო ამ კომპანიის მოსმახურებაზე, თვითონ გამოწერის პროცედურაზეც დაწერე რა ტუტორიალი ;;) :*

  • სულ ტყუილად დაიწუნე ლოჯიქსი :) პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ :) არასდროს არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და ა.შ.
    ერთადერთი ის ტეხავს, რომ არ ამრგვალებენ წონას :| ანუ ორასგრამიან ამანათში ერთი კილოს ფასი, ანუ ცხრა დოლარი გადავიხადე :( თუკი რომელიმე გადამზიდს დამრგვალების სერვისი აქვს, მათი ვარ :))

  • ჟერლე:

    დენე გენაძვალოზ ჯემე დავე,მეძ დაენდერეზებულე ვარ უეზეედუჯორჯეადე.ღოდა გამოძერეზ ბროძედურა გაგვაძანე ჯერემე :”>

  • Tiny:

    მეც არ ვიცი გამოწერა, სვითის ვთხოვე და ამ დღეებში დაწერს ტუტორიალს და დაგილინკავთ :P

    @Head

    თვითონ ვინც იყიდის და ჩვენთან გაგზავნის, მერე ჩამოტანა არანაირი პრობლემა არ არისო:) ნახე, მაგ საიტს ქვემოთ აწერია Amazon Payments. ანუ ყიდვისას შეუძლია ადამიანს ამაზონის აქაუნთით იყიდოს და ამაზონი ძალიან ლოიალურია ქართულ პლასტიკურ ბარათებზე :)

  • თათუკ:

    არადა, ლოჯიქსი ყველას სჯობს :user:

  • Kate:

    რა ჯორჯია, რის ბარამი…

    დაილოცოს ლოჯიქსი…
    არასოდეს არაფერი პრობლემა არ მქონია.

    ნახევარი საათის წინ ერთი ლეპტოპი შევუკვეთე, გუშინწინ კი მეორე.
    ამას პლუს facebook-შიც რომ მიდევს გამოწერილი რაღაცეები, სულ ლოჯიქსია.

  • Kate:

    კიდევ მილიონი რამ, რისი სურათიც არ მიდევს.

  • გავერთიანდეთ ლოჯიქსელები :) ისე, რომელიმე გადამზიდის ავკარგიანობა რომ შეამოწმო, მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა გქოდენს ყველადან გამოწერილი. ამიტომ, ვჩუმდები-ლოჯიქსი, ჯერჯერობით, ერთადერთია.

  • Tiny:

    ლოჯიქსის გარდა თუ არაფერი გიცდიათ, ტყუილა ნუ ლაპარაკობთ :sun: ამ დღეებში გამოვიწერ და დეტალურად დავწერ როგორ ჩამოდის, გზაში რა ხდება და ა.შ. :sun:

  • მაგდა:

    ლოჯიქსის ერთგული ვარ მეც
    <3

  • Kate:

    გამოიწერე ლოჯიქსით და მერე ნახე შენ.

  • Tiny:

    ოჰ,კარგით რა..ასეთ “არა კლიენტ ფრენდლ” კომპანიასთან არ შემიძლია თანამშრომლობა!
    და პახოდუ გადაფუთვა მოსულა უსა2ჯორჯიაში და კიდევ ბევრი “პახოდუ” არსებობს,რომლებსაც გზადაგზა დავწერ როგორც კი ვიყიდი რამეს :P

  • მაგდა:

    გადაფუთვა ლოჯიქსშიც მოსულა და ძალიანაც მეგობრული ხალხია, ხუმრობა არ ნიშნავს უზრდელობას.

    :P :P

  • უსა2ჯორჟიასნაირად მაინც არავის არა აქვს აწყობილი პროცესი, დარეკვის და კითხვების გარეშე იგებ ყველაფერს თავის დროზე. და ამერიკაში არ უზით ნაქირავებ პადვალში კაცი, რომელიც მთელი დღე ამანათებს ელოდება. სერიოზულ გადამზიდავ კომპანიასთან აქვთ საქმე, რომელსაც სასაწყობე მეურნეობა და მომზადებული სტაფი ჰყავს..

    აგერ ეს: http://maps.google.com/maps?f=…..mp;iwloc=A

  • ნათია:

    ძალიან მაგარი მომსახურება აქვს ლოჯიქს.. 10 ჯერ მაინც ვისარგებლე მათი მომსახურებით და უკმაყოფილესი დავრჩი :) ერთხელ, ფეხსაცმელები დიდი წონის გამოდიოდა და თვითონვე შემომთავაზეს გადავფუთავთო…

  • კობა:

    ფეხსაცმელები ავიღე პარასკევს. ფოსტის ყუთებიდან ამოუღიათ და მარტო ფეხსაცმელების ყუთი დამხვდა დასკოჩილი, რო მოცულობა ნაკლები გამოვიდესო. მაგრა გამიხარდა ნაკლები გადავიხადე.

  • USA2Georgia-ს 500 გრამიდან ეწყება დამრგვალება ასე რომ ვისაც გამოცდილება არ გაქვთ, გაჩუმდით და აცალეთ ონლაინ შოპინგის დედებს წარმატებული ფულის ხარჯვა! <3

    და კიდევ – ყველა ნაბიჯზე ავტომატიზირებული იმეილი მომდის! ეგეთი სერვისი საქართველოში არავის აქვს… გაოცებული ვარ… მეორედ ვიწერ უკვე…

  • კობა:

    გეთანხმები ეგეთი დონის ავტომატიზება არ მინახია არც მე. თუმცა მთავარია იაფი იყოს და ეს გადაფუთვის სერვისი ასევე დატოვონ

  • tiny dzaalian gtxov chem imeilze –> nanukakishmisha@yahoo.com -ze ra tu ici sakartvelos zip kodi an rogor sheidzleba saqartvelos sxvadasxva kalakebis kodis naxva :(:(:(

  • მოკლედ ქართველების ეროვნული წესია – დაიყონ “ისტებად” და დაცხონ ერთმანეთს :) ახლა ლოჯიქსელებისა და უსა2ჯორჯიელების ბატალიები იწყება?

    მე პირადად usa2geo დავიწყე ჩამოტანა და კარგი რომ იყო სხვა აღარ მიცდია. 40 კილოს გადავცდი უკვე (ტექნიკა, წიგნები და ეგეთი მძიმეწონოსნები არ შემომიტანია) ასე რომ კარგი გამოცდილება დამიგროვდა და 9 ქულას ვუწერ 10-დან.

    @N A N U K A
    საქართველოს ზიპ-კოდი არ აქვს. სადაც ზიპის ჩაწერას გთხოვს, უნდა აირჩიო non -US და აღარ მოგთხოვს.

    თუ ჩვეულებრივი საფოსტო ინდექსი გაინტერესებს – ეგ “საქართველოს ფოსტის” საიტზე ყველა ქალაქის ინდექსია.

  • [...] მეთქი. გადმომზიდ კომპანიად usa2georgia ავირჩიე. იმ პოსტს, რომელიც ჩემს [...]

  • აუ მითხარით რა ბოლოში აი აქ http://s40.radikal.ru/i089/1101/de/722128b80fc3.jpg მითხარრით რავქნა…

  • gift cardi rom ar maqvs boloshi rom mtxovs ra chavwero?

    • ნინო:

      არაფერი არ ჩაწერო, გამოტოვე და და ბლა ცჰამოდი დადაბლა ყვითელს დააჭირე, დამავიწყდა რა აწერია,, მგონი SUBMIT

  • მარიკა:

    მე პირადად შოკირებული ვარ,რომ საქართველოსში არსებობს ასეთი დონის მომსახურება როგორიც usa2georgia აქვს.ადრე ფოსტით ვუკვეთავდი და 50% დავკარგე.არავისგან არანაირი პასუხი.მეტიც ყოველთვის ისეთი ნივთები მეკარგება რომელიც ღირებულია.

  • This is a really good read for me, Must admit that you are one of the best bloggers I ever saw.Thanks for posting this informative article.

  • ერთი 30-40კერ მაქ რაგაცეები გამოწერილი პეხსაცმილიტ დაწყებული საათით დამთავრებული და Yველაპერი ზუსტად დროზე ჩამოდის უ2ჯ ძალია მაგარი კომპანიაა გირჩევსტ ისარგებლოთ

  • Mikheil:

    გამარჯობა. ნოუთბუქის გამოწერა მინდა და პროცედურები და განბაჯების პირობები მაინტერესებს თავისი გადასახადებით და ა.შ. ვთქვათ 300-350 დოლარის ფარგლებსჰი რომ იკოს ნოუთბუქი

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)