Untitled

ესეც ჩემი პირველი ვიდეო პოსტი. ფაქტიურად პირველი, ორი ვიდეო პოსტიც მაქვს ამის გარდა, ოღონდ პიკოსთან ერთადაა ერთი და მეორე პიკოსთან და სვითისთან ერთად. ვიდეო პოსტში ვამბობ, რომ მაგ პოსტებს დავლინკავ მეთქი, მაგრამ ახლა ვუყურე და ერთში ისე საოცრად მაქვს თმა და წარბები, რომ გული გამისკდა:D

ამ ვიდეო პოსტს რაც შეეხება:

ვიცი, რომ:

  • განათება არ ვარგა
  • უთემატიკობა sucks
  • ავღანეთის ხმებიც sucks :D
  • ვიბოდიალე უზადოდ
  • გადაღების ალაგი sucks, მაგრამ განათების ძებნაში უკეთესი ვერ მოვნახე.
  • ელექტროსკამზე მჯდომს ვგავარ და ხელებს ზედმეტად ვამოძრავებ
  • Untitled- ქვია, უცებ ვეღარ გავითვალისწინე
  • და ა.შ. (თქვენი კრიტიკის ალაგი იქნება ამ ა.შ.-ში :D)

მოკლედ, რაც არის არის. იმდენად მუღამი მქონდა ვიდეო პოსტის, რომ დავიკიდე ყველაფერი და ვდებ.

http://vimeo.com/8499405

50 Responses to “Untitled”

  • Marr:

    მეღირსააააა. ჩასაფრებული ვიყავი. პირველმა მე ვნახე :))))

    • Tiny:

      :user:
      მერე? უჟას ხო? :user: მეტს აღარ ვიზამ,გპირდებით :D

      • Marr:

        არა უჟას არ არის, მარა ხმა რომ ამეწია იცი როგორი შთაბეჭდილება იყო? ცელქი მოსწავლე რომ დირექტორთან ყავთ შეყვანილი და თავს რომ იმართლებს. მიეჩვევი და თანდათან უფრო კაი გამოგივა. :)

  • რა ბოდიშებს იხდი : ))
    გილოცავ და თევზის გამო ვწუხვარ : ))
    ისე, გუშინ სტუმრად ვიყავი, ჰოდა იქ ყავდათ პატარა ლეკვი და თუთიყუში. ბათქა-ბუთქი რომ ატყდა ორივეს მაგრად შეეშინდა. თუთიყუში სხვა ოთახში გავიყვანეთ და ძაღლი კიდევ პატრონს ჩაუხტა მუხლებში.
    თურმე შარშან ამათ 2 თუთიყუშს გახეთქვია გული ამ ხლაპუშკების გამო.

  • არა, თინ, კაი პოსტიაა! :* ნუ ხარ ასეტი თვითკრიტიკული მართლა! მე მომეწონა ძალიან! ^^ და გულით გთხოვ ჩაწერე ხოლმე :) :* გკოცნიი!

  • ტუტორიალები არ გაწყენდა :)

  • თინი, მაგარი ვიდეოა! :* მე ძალიან მომეწონა, ძალიან! გააგრძელე ჩაწერა! დამიჯერე ყველას ძალიან მოეწონება! :*

    • Tiny:

      არა,ასეთი მაგარიც არ არის:))მადლობა:*
      გავაგრძელებ,ოღონდ შემდეგ ვიდეოს ისე არ დავდებ,თუ 100%-იანად გამართული არ იქნება:D

  • : )))))))))))))))))))))))))))))))
    ხელები : )))))))))))))))))))))))))))))))))))))

    http://www.myvideo.ge/?video_id=701869

  • შე სათუთოოოო!!!
    (თან გარედან ბათქა-ბუთქი რომ ისმის…)

    ვიზიარებ თევზის სიკვდილს… ვაიმე, გოგო, მართლა როგორ განგიცდია :(

    ეს ვიდეოპოსტი იყო: საშინელებათა ფილმი იმის შესახებ, როგორ ჰყვება “შოტლანდკიანი” გოგო თევზის აგონიურ სიკვდილზე :ლოლ:

    თინ, კიდევ სცადე და ჩაწერე, ოღონდ სკამზე აღარ დაჯდე და ბოლოს, ასე რეზკად აღარ ადგე :D

    • Tiny:

      ბათქა-ბუთქზე კიდე კაი თავს ვიკავებდი და არ ვხტებოდი :D ომში მეგონა თავი:D

      ისე საშინლად მოკვდა, სულ რომ ობობა ყოფილიყო და ასე მომკვდარიყო,მაინც განვიცდიდი(ვერ ვიტან ობობებს:D)

      ხო,ასეთი აღარ იქნება სხვა ვიდეო პოსტი თუ ჩავწერე :D

  • Tiny:

    @ : )))

    რავი,მე მგონია,რომ კი. ეგ ის სმაილია მე რომ მომეწონა ხო?:Dთსუ-ს ფორუმზე:user: თუუ არასწორად მგონიხარ კიდევ მეტი ვერსია არ მაქვს და ვიჯდები ისევ ესე ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილებელი:D

  • Kate:

    გოგო, მშვენიერია.
    რისფექთი შენ იმის გამო, რომ ხარ თვითკრიტიკული. ეგეთი უნდა იყო.
    ხოდა მართლა კარგია.
    ამ ასაფეთქებლებმა მეც ბოლო მომიღეს ეს დღეები, მაგრამ მორჩა იმედია.
    ხო, კიდევ რა.
    მეც მინდა ვიდეო პოსტი, მაგრამ ვებკამერა არ მაქვს :მო:
    განათება მართლა მისახედია.
    და განწყობაც.
    აა…
    და კიდევ ის…
    კიარადა ნუ ნერვიულობ.
    ალბათ მეც ვინერვიულებ, მაგრამ მაინც გეუბნები.

    • Tiny:

      დიდი მადლობა :*

      ასაფეთქებლები კიდე ძველით ახალ წლამდე არ მორჩება სამწუხაროდ:(

      ჰოდა შემდეგ ვიდეო პოსტში აღარ ვინერვიულებ. პროსტა ისეთ ადგილას ვიჯექი, თან სკამზე, რომ განწყობა მექმნებოდა სანერვიულო :D

      შენ როცა მოგინდეს გადაღება მიხმე და ჩემი ციფრულიანად გავჩნდები შენს გადასაღებად :)))

  • ჩემი დაბნეული :D :D :D
    Marr-ის კომენტარი იყო მისწრება: დასჯილი ბავშვივით ლაპარაკობდი, მაგრამ ძაალლლლიან ძალლიან საყვარელი ხარრ :))
    კიდევ ერთხელ გისამძიმრებ თევზის გარდაცვალებას :(
    ჰოდა კიდევ ბევრი ასეთი პოსტი ჩაგეწეროს. იმიტომ, რომ მე ეს ბოდიალა პოსტიც მომეწონა. ვოტ :P

    • Tiny:

      ზუურიუს, ძაან დიდი მადლობა :*
      <3

    • აუ, გაკაიფო: ქუთაისში კომპიუტერში ქართული შრიფტი არ მაქვს და convert.ge-ზე შესვლა და იქ წვალებაც მეზარება მაგრად. ჰოდა შენს კომენტარების ადგილს ვიყენებ პოსტის დასაწერად. ანუ შენი კომენტარების ზოლში იქმნება ჩემი ბოლოდროინდელი პოსტები. ხედავ, რას მოესწარი? :)))))

  • სიმყუდროვისა რა მოგახსენო და ყავას ქე დალევდა კაცი. აბა, აქანე, ქუთაისში რაის ყავა იციან? მოგიდუღებენ რაცხა ტყლაპოს და გიმტკიცებენ, რომ ყავაა :D
    მომენატრე, შე ჩახუტებამდე გასაჭეჭყო კი არა და გაჭეჭყვამდე ჩასახუტებელო :D

    • Tiny:

      =)))))))
      რომ ჩამოხვალ აქ მოგართმევ მჭადს და ყავას,ხომ მიირთმევ :D

      :hug:

      • მჭადი აქაც მაქვს. რაიმე ვაკური ძუბაგი ორცხობილა მომენატრა. აი, ძალიან თრლარძი (ამ სიტყვის შენეული ინტერპრეტაცია მოახდინე) გემო და მაღალი ფასი რომ აქვს :D

  • აუ ეხლა დავფიქრდი ისე, ბლოგი რაღაცით შინაურ ცხოველს არ გავს? :უსერ:

  • Head:

    კარგია, რომ ვიდეო პოსტის ჩაწერა გადაწყვიტე; ხალხს კითხვა ეზარება.

    თევზე არ ინერვიულო, 4 მომიკვდა ერთ დღეს მე. :P – მომიკვდა რა, საჭმელს არავინ არ აჭმევდა და აბა რა მოუვიდოდათ?!

  • ვაი, თინი, რა საყვარელი ხარ, გაბუსხული რომ ზიხარ :love:

  • Marr:

    ხო, მართლა ძაან საყვარელი ხარ. ეგ დამავიწყდა რომ მეთქვა :D

  • დჯ-გურო:

    სათუთი. :) ლედიქროუ, შენ თევზზე წავიკითხე ანუ თევზს გული გაუსკდაო და მოკვდაო? :) მე მეგონა თებზი არ იყო ეგეთი მგრძნობიარე.

    ხმა ისმის ხმადაბლა, ასე რომ შემდეგზე განათებას ნაკლები ყურადღება მიაქციე, მარა ხმა.. ხმა საჭიროა. იმიტომ რომ ლაპარაკობ და წარმოდგენას არ უჩვენებ.

    ია ტაკ დუმაიუ.

  • Tiny:

    @ Head

    როგორ გაიმეტე თევზები შიმშილისთვის :user:

    @Natalia
    @Marr

    მადლობა გოგოებო :love:

    @დჯ-გურო

    რაღა დროს ჩემი ლედიქროუობაა:vik: :D
    ხო,მართლა გული გაუსკდა,ისეთი ხმა იყო, მე რომ გადავრჩი ცოცხალი ეგ მიკვირს :D
    ხოდა გავითვალისწინებ შენს რჩევას და შემდეგ ვიდეო პოსტში ჩემს ხმას ავუწევ :P

  • ვაიმე, ამ ავატარის დაინსტალირება ხო ვერ ვისწავლე.
    ტაკ(ს), რადგან მეც გიბიძგე იმისკენ, რო ვიდეოპოსტი ჩაგეწერა, მგონი ახლა მეც უნდა ვიბოდიალო.

    ფორუმზეც ვთქვი, რო ყველა ვიდეო პოსტი ძირითადად ბოდიალია-მეთქი (ნუ მე რაც მინახავს) და ესეც ბოდიალი გამოვიდა.

    მარა დედასვფიცავარ რულზ!

    ეხა ავხსნი რატო :)

    ვინც არ გიცნობს, ვ სმისლე ლაივში და რამე და ნანახი აქვს მარტო Fოტკები და ნუ პოსტები აქვს წაკითხული და Fეისბუქზე შენი ფეთი ჰყავს ნანახი და მოკლედ, ჩემნაირი მასტებისთვის მაგარი ინწირესნია :)

    ჯერ ხმის ამბავში :D (ხმებზე გართულება მაქვს), ხმა გაქვს სხვანაირი და გაბუსუნებული და ცვეტში საყვარელი, მევასება მოკლედ და გამისწორდა :D არ მევასება გოგოებს რო გოგოური ხმები აქვთ :D ტოესწ, სხვა გზა არ მაქვს, არ უნდა მევასებოდეს, თორე რო მევასებოდეს, მაშინ უნდა მშურდესც, იმიტო რო ბოხი ხმა მაქვს :D.

    ხმაზე ბოდიალს მოვრჩი. ეს ერთი +.

    დალშე. ნუ ხარ ასეთი დაძაბული კაცო, აი ავღანეთზე ვიცინე, იმაზე კიარა რო იხუმრე, იმაზე რო თვითონ გაგეცინა და თან დაძაბულს :)))

    პოსტში ნამდვილად ბნელა, ცოტა, შენს ადგილზე მივუახლოვდებოდი კამერას (ნუ თუ მაინცდამაინც შოტლანკა არ გინდა რო გამოჩნდეს :D თუმცა შენი ნებაა :*).
    ხმაც ხო. ცუდად ისმის და ჩემს კომპში ყველგან ყველაფერს ავუწიე, რომ გამეგო.

    მოკლედ, ტექნიკური ამბები გამოსწორებადია.
    საერთო ჯამში, პოსტი არც ძალიან ბოდიალაა, იმიტო რო მალე მთავრდება და ვერ მოასწრებდი ძალიან ბოდიალს, თუმცა ცუდი არ არის.

    რაც შეეხება თევზს და ძაღლს, პირიქით. აუცილებლად უნდა იყიდო თევზიც და იყოლიო ძაღლიც, თუ გინდა! ჯერ ერთი იმიტო, რო ცხოველს ვერცერთი ადამიანი ვერ შეგიცვლის. მეგობარს უყვარს თევზები და ბოლო წლის განმავლობაში 5 თევზი მოუკვდა, აქედან ერთმა თავი მოიკლა, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა და კიდევ იყიდა ხუთი თევზი :) ხოდა ახლა ჰყავს და არიან მშვენივრად. თან ამბობენ, რომ თევზი ადამიანს ამშვიდებს (ნუ ვისაც უყვარს თევზი, იმას ამშვიდებს, თორე ვისაც არ ევასება, რა თქმა უნდა, ნერვებს მოუშლის, თან წარმოიდგინე მუნჯი მასტი დაცურავს, გაშტერდება, დაცურავს, გაშტერდება, დაცურავს გაშტერდება… ).

    ხოდა იმ მიზეზით რო არ იყოლიო, რო შეიძლება მოგიკვდეს… მაშინ ადამიანებთანაც უნდა გაწყვიტო ურთიერთობა, იმიტო რო ნებისმიერი შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს. სისულელეა ეგ.

    მე შენს ადგილზე ხვალვე წავიდოდი კოსტავაზე და ბუხუნა და საყვარელი თევზი რო იყიდება, აი ძაან ნაჭამს რო ჰგავს, იმას ვიყიდდი და დებილს დავარქმევდი.

    ხოდა ესე.

    აბა ეხა მე უფრო ვიბოდიალე, თუ შენ? ;)

    პ.ს. მეც მომინდა ვიდეო პოსტის ჩაწერა :D

    • Tiny:

      აუ <3 <3 <3
      აესე კომენტარი არ დამვასებია მემგონი :D
      ჩემი ხმის არადა სულ მეშინია ხოლმე,რაღაცა სტრანნია თითქოს, მობოხო და გამისწორდა რომ მითხარი კარგიაო, მაგის კომპლექსიც მქონდა ჩაწერისას:D

      ტექნიკურ რამეებს გამოვასწორებ :P

      თევზები მეც მამშვიდებს. შაბათ-კვირას,სახლში რომ ვარ ხოლმე..ხოდა დილაობით ვიჯექი და ვუყურებდი პროსტა როგორ დაცურავდა. თან რომ დამინახავდა მოდიოდა ჩემსკენ და მინას ეკრობოდა რამის ცხვირით, რომ საჭმელი მიმეცა :user: და აი ვწყნარდებოდი რასაც ქვია.. და ალბათ დიდხანს ვერც გავძლებ უთევზოდ და ურაღაცამდაგვაროდ :))))

      პ.ს.-ზედ,წარმოიდგინე, რომ მუხლებზე დამხობილი გევედრები ვიდეო პოსტის ჩაწერას :D

      და ჩემი პ.ს. თავი როგორ მოიკლა თევზმა, ვიფიქრე და ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე :user:

    • აი, ამ ადამიანს აქვს მტკიცებისა და დაჯერებილობინობის კი არა დაა, დამაჯერებლობის საოცარი დაა თან საყვარელი უნარი. მოუსმინეთ ბუსხს და… კარქათ იქნებით :D :D
      მიყვარხარ ბუსხ!

  • როგორ მოიკლა და აკვარიუმიდან გადმოხტა :( მეგობარი ამტკიცებს ოჯახური კონფლიქტი ჰქონდაო, დედალ-მამალი იყვნენ, ოქროს თევზები, ხოდა ერთერთმა მოიკლა :(

    ვიდეო თვალი არ მაქსვ :| ციფრულით რო ჩავწერო და მერე ატვირთვიზაცია ვქნა, გამოვა? :| თუ დიდი იქნება და კონვერტირება მომიწევს :|
    რა ფორმატშია შენი ვიდეო :|

    • Tiny:

      აუ,ჩემიც ორჯერ გადმოხტა აკვარიუმიდან,როცა შეეშინდა:(ძლივს დავიჭირეთ და ჩავსვით,რაღაც მარლა გადავაფარეთ მერე,რომ ვეღარ ამომხტარიყო.. :|

      ვიდეო თვალი არც მე არ მაქვს,ციფრულით მაქვს გაკეთებული. არც ისე დიდი ხანი მოუნდა,თავიდან-ბოლომდე ატვირთვიან-კონვერტირებიდან მგონი ორ საათში მზად იყო:P

      8 მეგაპიქსელიანი ციფრულია.

  • უიმე, რა ამბავია ორი საათი :|
    ემზარება, ემრე ვიზამ, არდადეგებზე :))))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)