უჯრა

პოსტის სათაურზე მეთვითონ მეცინება o_O

ალბათ ყველასთვის საინტერესო არ იქნება ეს პოსტი, ყველასთვის რა- კაცებისთვის. საქმე ჩემს კოსმეტიკურ უჯრას ეხება :D

მთლიანობაში ის ასე გამოიყურება:


საათების, ვერცხლების და ეპილატორის გარდა, ყველაფერი ჩვენი ოჯახის მეგობრის ნაჩუქარია, რომელიც სულ ზრუნავს ჩემს მომარაგებაზე:))თან ივ როშეს გერმანიის ფილიალთან აქვს კონტრაქტივით რაღაც, როგორც მუდმივ კლიენტს, ფასდაკლებები ეკუთვნის ხოლმე.
ჩემი კოსმეტიკის უმეტესობა ives rocher-ის ნაწარმია.  ფრანგულია,  საქართველოშიც არის მაღაზიები.

მართლა ძალიან ხარისხიანია. განსაკუთრებით მომწონს ერთი დღის კრემი, რომელიც სპეციალურად ზამთრისთვის არის. დუშ გელების სერიაც jardins du monde, მე მგონი ყველა არომატის მქონდა უკვე :D ყველაზე მეტად მაინც ყავის და ლოტოსის მომეწონა. ახლა ფორთოხლისას ვიყენებ, გემრიელი სუნი აქვს:P

ჩემი უჯრიდან მიყვარს აი ეს ნაკრები:

თუმცა გაითვალისწინეთ რჩევა და თუ სახლში ორი პატარა კოსმეტიკის მოყვარული და გყავთ, თქვენი უჯრისთვის ცოტა მიუწვდომელი ადგილი შეარჩიეთ, თორემ  ის მოუვა თქვენს ნანატრ და ნაფერებ კოსმეტიკას, რაც ამის პომადებს მოუვიდათ :D

ის ორი პატარა შუშაში ჩასხმული სუნამოც ივ როშესია, ვაშლის და ფორთოხლის არომატით. საერთოდ, მძაფრი სუნამოები უფრო მიყვარს, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა “გავტკბილდი”. ამჟამად მძაფრი სუნებიდან მხოლოდ აი ის ცისფერ ყუთში რომ არის, ის შემომრჩა. ზუსტად მასეთივე სექტემბერში დაბადების დღეზეც მივიღე, ოღონდ ვარდისფერი:

ასევე ტკბილ სუნიანია ჩემი naomi campbell, რომელსაც ისეთი ფუმფულა და რბილი რაღაც აქვს (რითაც ეხსნება რა,სახელი არ ვიცი:D), რომ სულ მინდა გავხსნა-დავკეტო ხოლმე. ჩემს გადაღებულზე კარგად არ ჩანს და აი ასე გამოიყურება:

მომდევნო სუნამო, რომელსაც ჯერჯერობით იშვიათად ვიყენებ ხოლმე, არის avril lavigne-ს black star-ი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შემოიტანა ici paris-მა საქართველოში. მე საჩუქრად მივიღე ჯერ კიდევ სექტემბერში გერმანიიდან და გაბრწყინებული დავდიოდი :D

ვეერი მიმზიდველ სუნ : ))

კიდევ რა დარჩა..

ა, კიდევ ერთი ფავორიტი ბრენდი,  ნაკლებად ცნობილია- rival de loop-ი. ეს გერმანულია.  მაქვს დღის კრემი, beauty energy. მაგრამ კრემებს ძალიან იშვიათად ვიყენებ ისე, ჯერ ახალგაზრდა ვარ მაინც და .. :D

კიდევ რამდენიმე მანიკური, ჩემი საყვარელი დამხმარეთურთ, რომელიც ჩემს ფრჩხილებს სულ ფორმაში ამყოფებს :D

ასე გამოიყურება, ოღონდ თეთრია. არაჩვეულებრივია ისეთი მანიკურის გაკეთების დროს, რომელიც ერთ ზედმეტ ნაკლსაც ვერ იტანს. აცეტონიანი წვრილი წვერი და ყველაფერი წესრიგშია! ამავე ბრენდის მაქვს  ეს ორნაირი ფერის წენები, რომლებიც ჯერ არ გამომიყენებია.ხარისხისთვის ბოდიში, მაგრამ “უვსპიშკოდ” გადავიღე და იმიტომ არის.ვსპიშკით ფერები არ ჩანდა და :D

კიდევ უჯრაში განისვენებს ჩემი თმის უთო, “სადუშე” რამეები (მასაჟორითურთ), საფულეები, რომელიც ძალიან მიყვარს. საათები, რომლებიც მართალია ბრენდები არ არის, მაგრამ მევასება ბევრნაირი, ე.წ. “შკატულკა”, რომელშიც ჩემი ვერცხლის ბეჭდების და რაღაცეების კოლექცია ბინადრობს და ა.შ.

Lancaster-ის პატარა კოსმეტიჩკა :))

ჩემი ორი საყვარელი საფულე

ჩინური საათები :D

დაღლილი და დასტრესილი ფეხებისთვის :))

ვარდის სურნელიანი დუშგელი და იმავე სურნელის ტანის ლოსიონი,რომელიც ოდნავ ბზინავს და ზაგარზეა უუგემრიელესი!

არ შემიძლია ამ პოსტს არ დავურთო თაა-ს კონკურსის შესახებ ცნობები. მოკლედ:
taa.ge წარმოგიდგენთ (დავაკოპირებ)

შინაარსი – ჩემს ემეილზე (taa@taa.ge) მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელმა, რომელსაც გსურთ მიიღოთ პრიზი, უნდა გამოაგზავნოთ სურათები ახალი წლის დღეებიდან. კონკრეტულად კი თუ როგორ გამოიყურებოდით ამა თუ იმ დღეს. 31 ღამიდან დაწყებული 7 იანვრით დასრულებული. როდესაც იგრძნობთ რომ რაღაც კარგად და მომხიბლავად გამოიყურებით, ან სამოსი გაცვიათ განსაკუთრებული, ან თმა გაქვთ გამორჩეულად, ან მაკიაჟი გაქვთ გამორჩეული — სასწრაფოდ გაქანდით და გადაიღეთ სურათები. გამომიგზავნეთ მეილზე და გაიმარჯვეთ …აქვე მინდა ჩემს მამრობით მკითხველებს შევთავაზო – მათაც მიიღონ მონაწილეობა ჩემს კონკურსში, საჩუქარს მათთვისაც მოვიპოვებ რამეს

პრიზი რა იქნება, იხილეთ პოსტში. დღეს მითხრა თაამ,  მიიღე მონაწილეობაო, მაგრამ ჯერ არ ვიცი მოვასწრებ, თუ არა,  მე ისევ ლექციები მაქვს ჯერ :|

22 Responses to “უჯრა”

  • თინჩეგ, “სპიშკა” კი არა “ვსპიშკა”.. ან უფრო სწორად вспышка )ქართული სახელი არ ვიცი :D

  • ხო და ისა.. ივ როშას ის ჩრდილების და პომადების ნაკრები რა დაგიჯდა? :)

    • Tiny:

      მეე არაფერი არ დამიჯდა, გერმანიიდან გამომიგზავნეს ესეც საჩუქრად და არ ვიცი ამიტომ:( ფასი მაინტერესებდა, მაგრამ მომერიდა კითხვა :D
      თუ მოვხვდები მაღაზიაში ვნახავ თუ იქნა ასეთი და და გეტყვი :P

  • ავრილ ლავინის სუნამო მეც მაქვს :) დიდი არაფერია :)) ავრილისგან მეტს ველოდი მე :P

    • Tiny:

      შეფუთვა და რეკლამა რაც არის,იმასთან შედარებით ნაკლებია ჰო:P მაგრამ ნორმალურია რავი:))
      ისე ხშირად არ ვიყენებ და არც დავკვირვებივარ რამდენ ხანს ძლებს სუნი,ხვალ ვცდი ერთი,მაინტერესებს:D

  • aku:

    ოდე ლა მური მომეჩვენა თუ იყო მანდ სადღაც???
    ჩემი უსაყვარლესი სუნამოოოო
    :( :(
    :(

  • მადლობა საყვარელო
    ველოდები შენს სურათს და იქნებ კიდევ ერთი მშვენიერი ფლაკონი დაამატო შენს უჯრას
    ძალიან მაგარი პოსტია, მიყვარს ეგეთი გოგოშკური პოსტები

  • Marr:

    ერთი მანახა რა უჯრაში ეტევა ამდენი რამე :D

  • აუ მე ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს ლანკასტერის მაკიაჟის მოსაშორებელი
    უკვე 2ჯერ შევიძინე და სახის კრემიც კარგია

    აი ივ როშეზე კიდე ალერგია მაქვს
    გუდვილში აქვთ მაგათ მაღაზია
    2ჯერ ვიყიდე სხვადასხვა ავტოზაგარი, ორივე იყო მაგავი, მთლიანი ფლაკონები მიდევს სახლში :(
    და ადრე მქონდა კიდევ დუშ გელი ისიც არ მომწონდა

    • Tiny:

      გუდვილში-ც, თორემ ისე ცალკე მაღაზიები აქვთ, მარჯანიშვილზეც არის ერთ-ერთი..
      ავტოზაგარი არ მიცდია და არ ვიცი.
      დაა რაც აქამდე მიცდია ყველაფერი მომწონს,რა ვიცი :P

  • აუ აუ აუ,.,.

    რამდენი საათი გაქვს..

    :უსერ:

    ჩემი სისუსტეა საათები.. :)

  • aku:

    ar ici ra girs??? me machuqes orjer da mesmet me tviton unda viyido.. ;)

  • აუუუუ როგორ მიყვარს ეგ თავის მოვლის რაღაცეები იცი?
    მოსათხუპნი მასალა ნაკლებად, მაგრამ კრემები, ლოსიონები, მასკები… ვგიჟდები :)))

    • Tiny:

      მოსათხუპნ მასალას მეც ძაან ლაითად ვიყენებ, მარტო წენებს. ტონალურებს და მსგავს რამეებს არ ვისმევ.
      მაგ წენებზეც, ფერზე ვიცი გადაკიდება და ერთს ვხმარობ ხოლმე კარგა ხანს :დ
      მაგიტომაც არის სულ ახალივით რომ გამოიყურება ის ჩრდილების და პომადების ნაკრები,არადა დიდი ხანია რაც მაქვს.

  • ives rocher-ის ნაწარმი მეც ძალიან მომწონს. განსაკუთრებით კრემები და ლოტიონები აქვთ კარგი..

  • ოჰო! რამდენი კოსმეტიკა გქონია :D შემშურდა პირდაპირ ^_^

    ეგ “დამხმარე” მეც მინდა, სად იყიდე? მაგარი რამეა!

  • ივ როშეზე ვგიჟდები მეც.. ყველაფერი მაქვს. აქ სანამ გაიხსნებოდა მანამდე ვყიდულობდი გერმანიაში <3

    პეკინზეც არი ივ როშეს მაღაზია.

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)