უჟასები
სიტყვა- “უჟასები”, იწვევს ბავშვობის ასოციაციას, როცა ჩემზე უფროსები მაშინებდნენ ხოლმე და მიყვებოდნენ როგორ უყურეს “მააგარ უჟასს” გუშინ ღამე! :D
გუშინ დასაძინებლად რომ განვთავსდი, ძილის წინ, რა თქმა უნდა, ტელეარხების ჩამოვლის რიტუალი ჩავატარე. უაზროდ გადავათვალიერებ ხოლმე ყველა ტელევიზიას და მერე ვთიშავ. წუხელაც ასე ჩამოვლისას გავჩერდი იმედზე, სადაც რაღაც საშინელებათა ფილმი იწყებოდა, რომლის რეკლამასაც რამდენიმე დღის წინ მოვკარი თვალი.
სევენის ნათქვამი გამახსენდა, ბოლო დროს საშინელებათა ფილმებში ბავშვების გამოყენება დაამუღამეს და მაგრად ამართლებსო.
ვინაიდან მართლა არასდროს არ მინახავს საშინელებათა ფილმი თავიდან ბოლომდე, გადავწყვიტე მეყურებინა. განწყობის ბრალია ალბათ- როგორც კი ფრაზა “საშინელებათა ფილმი” მესმის, მაშინვე შიშის ჟრუანტელი მივლის. თან მსიამოვნებს რაღაცნაირად, თან მაგრად მეშინია და დაძაბული ვარ. ეს სიამოვნება ძალიან ცოტა ხანს გამდევს ხოლმე და ბოლომდე ვერასოდეს ვერ ვუძლებ მიუხედავად იმისა, რომ სურვილი დიდია.
ხოდა წუხელ ჩემს თავს ვუთხარი- თინათინ, გაიზარდე! როგორ ვერ უნდა მოახერხო და გაუმკლავდე ამ ჭკვიანი რეჟისორების ხრიკებს და სპეცეფექტების ძალას?! :D
მარტო ოთახში, მთელი სახლი ჩაბნელებული და გარეთ ვარკეთილური ქარი (ეს უკანასკნელი გამოირჩევა სივერაგით)- მშვენიერი განწყობა საშინელებათა ფილმის სანახავად. იმდენად მისტიურად აღვიქვამ ხოლმე ამ ყველაფერს, რომ აი ძაან ჩვეულებრივი, კოცნის კადრის დროსაც კი შეიძლება მთლიანად დაძაბული ვიჯდე ადრენალინ მომარჯვებული. ხოდა გუშინაც ასე დამემართა- ისეთი ბავშვი იყო როლში, იმედია არ ეწყინება და წინასწარ შემეშინდა. ანუ, განწყობა ხომ არსებობს წინასაფილმო და იმ განწყობას სრულად რომ ესადაგება გმირის გარეგნობა, აღარაფერი გიკლია სრულ ნეტარებამდე. ფილმს ქვია GODSEND

თავიდან ბევრი არაფერი.. მაგრამ მაინც ძალიან დაძაბული ვიყავი. რომ მომბეზრდებოდა ეს დაძაბულობა და მოვეშვებოდი, ზუსტად მაშინ მოუნდებოდათ საშინელი კადრი :D ხოდა ბოლოს ავფეთქდი, მე ამას ვეღარ გავუძლებ მეთქი და ასეთი კადრის დროს (საშინელი, ანუ ისეთი, რაღაც რომ უნდა მოხდეს :D ) თვალებდახუჭულმა მივუშვირე პულტი ტელევიზორს და გამოვრთე. რამდენიმე წუთში ახლიდან ჩავრთე- იდეაში უნდა დამეძლია შიშები, მაგრამ იასნა ვერ გავძელი და გამოვრთე.
მოკლედ, არაა ეს საშინელებათა ფილმები ჩემი საქმე. არადა ძალიან მინდა, ერთხელ მაინც შევძლო და ბოლომდე ვუყურო. ოღონდ მარტომ, შეშინებული ვინმეს რომ ჩავეხუტო ეგრე არ მინდა :D უბრალოდ მაინტერესებს, თორემ ისე- ჩემს რომანტიულ უწი-პუწი ფილმებს არაფერი ჯობია :P
ფილმებზე გამახსენდა და.. ძალიან გული დამწყდა brittany murphy რომ გარდაიცვალა :( just married ჩემი საყვარელი ფილმია, რომელსაც ხანდახან თვეში ორჯერაც კი ვუყურებ ხოლმე. ულამაზესი იყო, უსაყვარლესი ხმით და უსაყვარლესი სიცილით :(

პ.ს. ძალიან ნი კწემუ, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო. დღეს მესამე კორპუსში ვიყავი და უცებ მოვიდა ჩემთან ერთი საყვარელი გოგო, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველია :user: აუ ისე დავიბენი, რომ მერე ორი საათი ვნერვიულობდი, რაღაცა ცივად ხომ არ შევხვდი მეთქი, მაგრამ ისეთი გახარებული ვიყავი, რომ არ ვიცი! სრულიად უცხო ადამიანი ესე რომ მოდის და გეუბნება შენი მკითხველი ვარო ააა! მაგარი შეგრძნებაა :user: მართალია სრულიად უცხო არ არის, მეც მაქვს ბლოგიო მითხრა მერე და თურმე იასამნისფერი ყოფილა, ვკითხულობ ხშირად : )) ხოდა, იასამნისფერო ქალბატონო, ძალიან გამახარე რომ მოხვედი: )













მმმ მეც არ მიყვარს საშინელებათა ფილმები და შენგან განსხვავებით არც ვიტანჯავ თავს , ახლა კიდე ახალი ფობიები ამკიდე, თითქოს ძველები არ მყოფნიდეს :D
ჰაჰ :*
ისე კწემუ : )) იმიტომ რომ ვგიჟდები საშინელებათა ფილმების მარტო ყურებაზე… ღამე, ყველას რომ ძინავს = )))
უჟასწიკები რულზ :D
მთელი ზაფხული ძილის წინ ჩავრთავდი ხოლმე და სადღაც შუაში უკვე მშვიდად მეძინა <3
ვაიმეე ბრიტანი მერფი გარდაიცვალაა? : ((( აა
მართლა?
მე ვგიჟდები საშინელებათა ფილმებზე :D <3 <3
საწყალი მერფი :(((
აუ რითი გარდაიცვალა : ( როგორ მიყვარდა ეგ გოგო.. საყვარელი <3
გულის უკმარისობით :(
თავშესაფარი ნახე.
გილიერმო დელ ტოროს ნაპროდუსერალია.
მმ, ვცდი აბა :P
ვაიმე რამ გაყურებინა… მასეთ რამეს რომ ვუყურო, ერთი კვირა ვალერიანი უნდა ვსვა :)) “მუმიაზე” საშინელი ფილმი არ მაქვს ნანახი :))
აუ მუმია მიყვარს, არაა ეგ საშინელებათა ფილმი :D
სასაცილოა თან და იმიტომ
ვერ ვიტან საშინელებათა ფილმებს :\
მრჩება შთაბეჭდიელბა რო შენ შეძლებ ,,უჟასტიკების” მაყურებელი გახდე :D პოტენციალს ვგრძნობ :) შენ გჭირდება საუკეთესო ფილმის 6-ვე ნაწილის ნახვა და ყველაფერი კარგად იქნება!!! რა ფილმია? რა და ,,ხერხიიი”… (inlove) არც ისე საშინელებაა :) ეს ინტელექტიააა…
აუ ხერხი საზიზღრობაა :s აი მე როგორ უჟასებზეც ვამბობ, ეგ არის ფსიქოლოგიური და ეგ იმენა საზიზღრობაა. სისხლებია ხო ბევრი? :D სისხლის დანახვაზე გული მიმდის :s მირჩევნია ისევ ფსიქოლოგიურად დავითრგუნო :D
სისხლები კია ხანდახან, ოღონდ ხშირია ეგ ,,ხანდახანი” :) მარა მართლა მაგარია და საზიზღრობა არააა! სერიოზული, ლოგიუკურია ყველაფერი და არა მანიაკური! უდიდესი ინტელექტუალია კრამერი და სიამოვნებაა მაგ ფილმის ყურება რა!!! ერთხელ ცადე, თუნდაც მარტო არა, ისე უყურე რო შეშინებული ვინმეს ჩაეხუტო, ოღონდ უყურე :)
კარგი, გპირდები ვნახავ :user:
თუ გინდა დაძლიო შიში აიხილილე თვალი და მიხვდი რომ ეს ტყუილია რადგან უჟასები არ არსებობენ ის მხოლოდ ეშმაკია და ეშმაკი მხოლოდ შენს გონიერებაში სახლდება და ცუდ აზრს გეუბნება და შენ ფიქრობ გავაკეთო თუ არა თუ მას გაყვები მას გაუხარდება და კეთილი ანგელოზი წავა.მე ძალიან დიდი ოპერაცია გადავიტანე და დავრწმუნდი რომ ეს საშიშია