“მახინჯი” სიმართლე

The Ugly Truth-ს ვუყურე. კაკო ყაჩაღი ფილმია. მომეწონა. მიყვარს ფილმები სადაც მიმზიდველი წყვილია მთავარ როლში და სიუჟეტი ზედმეტად ბანალურად, სამაგიეროდ სასაცილოდ ვითარდება. პლიუს საკმაოდ ბევრი მახვილგონივრული მომენტია, რომლითაც როგორც ქალების ასევე კაცების მოდგმას დასცინის რეჟისორი.
რა სურთ გოგოებს/ქალებს? თუ ამას თავად მათ ვკითხვათ მივიღებთ პასუხს – ჭკვიანი, განათლებული ბიჭი, კარგი მანერებითა და სათნო ბუნებით. ფიზიკურობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შიგნიდან ანათებდეს. სასურველია ჩაცმას ყურადღებას აქცევდეს, ნუ თუ არადა მაგის გადატანა შეიძლება. მატერიალურ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს, სიყვარულით არჩენენ ოჯახს და ერთად გადადგამენ ნაბიჯებს კარიერაში. მნიშვნელოვანია მხოლოდ ისაა, რომ მიზანდასახული და პერსპექტიული ახალგაზრდა იყოს, სხვა თუ არაფერი წლების შემდეგ იმას მიანც იტყვი “მომავალს”(მომავალი – საქართველოში ქურდის შემდეგ ყველაზე დიდი წოდება. კარგ მოცურავეზედ იტყვიან კიდევ ეს “მომავალი” ფელპსი არისო. ავტ.შენიშჳნა) გავყევიო. ეს პასუხი სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე ხშირ შემთხვევაში რა სიხშირითაც მას იყენებენ გოგოები სასურველი მამაკაცის დასახასიათებლად. საოცარია რატომ არავინ არ ფიქრობს სექსზე? ეგზომ კეთილშობილ მამაკაცს იქნებ საერთოდ არ ძალუძს სარცხვენალით მანიპულირება?! ხშირ შემთხვევაში ცუდი მანერები და საზიზღარი ხასითები უფრო მიმზიდველია ვიდრე პირიქით. ფიზიკურობას ყურადღებას ყველა აქცევს და არამგონია მაგ ზღაპრის ვინმეს სჯეროდეს საერთოდ, რადგან ფიზიკურობას ისევ სექსთან მივყავართ და რამდენიც უნდა ვიძახოთ სექსი მნიშჳნელოვანი არ არისო, სწორედაც რომ ისაა ნომერ პირველი თუ არა “ტროიკაში” ნაღდად შემავალი.

რა სურთ ბიჭებს/მამაკაცებს? - აქ ცოტა სხვა კუთხით მივუდგები საქმეს. “მიყვარს” როდესაც ბიჭი ცივსისხლიან მაჩოს(მაჩო - ჯეობართან ასოცირებული სიტყვა, სხვა მნიშვნელობით ტახტზედ ჟიმაობას ნიშნავს. ავტ.შენიშვნა) თამაშობს ხოლმე, “მე მარტო სექსი” მაქვს ტიპია და სერიოზულ ურთიერთობებზე ეცინება. იდეაში გოგოებს იყენებს და ერთობა მხოლოდ, მერე მოდის დრო მოჰყავს ცოლი და იჩენს საყვარელს, რომელიც ცოლთან შედარებით იასირ არაფარტს ჰგავს. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მრავალი სექსუალური პარტნიორი, ეს ყველაფერი მაინც ერთი “მთავარის” ძებნაა, როდესაც ამ მთავარს/ერთადერთს იპოვი ჩერდები. უკან სასიამოვნო წლები გაქვს რომელსაც მოიგონებ, წინ კი საყვარელ ადმაიანთან ერთად ჩაბერება გელოდება და თუ ამას აღწევ მაშჲნ მართლა ცხოვრობ. ანუ მამაკაცებს უყვარდებათ და მერე როგორ : D
ეს პოსტი ორიოდე დღის წინ უნდა დამეწერა, უბრალოდ ჩემმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა და სუფრებს ვაზანზარებდი :დ ლევანის და თამუნას რომ ვუყურებ ვგრძნობ რომ მათ მართლა უყვართ ერთმანეთი და მიხარია. რაღაც სხვაზეც გადმოდის ეს გრძნობა და სადაც არიან სუპერ ატმოსფერო იქმნება ხოლმე.
უიჰ მე საერთოდ ლეონარდ შელბი ვარ და მოწვეული ავტორის სტატუს ვატარებ. ჩემი პახმელიის(პახმელია – დღე როდესაც იხსენებ წინა დღეს ჩადენილ გმირობებს. სასურველია რწყევა, ჩხუბი, მეზობელ ელგუჯასთან ზასაობა, ინდირა განდის სადღეგრძელოს თქმა და ბავშობის სიყვარულთან გაშვებული ზარი გაგახსენდეს. ავტ.შენიშვნა) გადამკიდე თინი მაპატიებს, რომ პოსტი მოკლეა და თან ქალ-ვაჟის ურთიერთობაზეა :დ. მომავალში თუ კიდევ მიბოძებ ნებას დავწერ რამე “საზარელს”, დიდსა და ფილოსოფიურს.

©ნიკა ესებუა(Leonard Shelby/Leito)

6 Responses to ““მახინჯი” სიმართლე”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)