TV25 და ა.შ.
ისეთ დროს, როცა წვიმს, ანუ იძულებული ხარ სახლში იჯდე და ნერვიულად ელოდებოდე მზეს, რა უნდა აკეთო, თუ არა ტელევიზორის ყურება. ერთ ასეთ საღამოს, სახლში მარტო მჯდომი პულტით ხელში, დაუსრულებლად ვრთავდი არხიდან არხზე. არადა მინიმუმ 7 არხია აქ. ხოდა წავაწყდი ერთ-ერთ არხს, სახელად “25″. ნიუსების მთელი სიმდიდრე ბათუმის ახალი ამბებია. დიდხანს ვერ ვუყურე, მაგრამ ერთ-ერთი სიუჟეტის დროს, სადაც ერთ გოგოსთან ინტერვიუს დროს კადრში ფონზე ჩანდა ქალი ბავშვით ხელში და ძუძუს აწოვებდა :D FAIL!
ტელევიზიის პოლიტიკური კურსი- ოპოზიციური :drug: ამ დილას ,ერთ-ერთ გადაცემაში ისხდნენ და ჭკვიანური სახეებით ამბობდნენ, რომ არც ჯორჯ ბუშის და არც ჯო ბაიდენის ვიზიტებისთვის ამხელა პომპეზურობა არ იყო საჭიროვო :D ეგ კიდევ რაფერი, ბაიდენის გამოსვლებში ოპოზიციური ფესვებიც იპოვნეს როგორღაც o_O აქვე გული არ მითმენს არ აღვნიშნო ამ გადაცემის ფონი [ბეევრი ხალხის თავები ჩანს, რომელიღაც აქციაზეა ალბათ გადაღებული, ამ სურათში ფოტოშოპითაა მგონი გაკეთებული, მაგათ ვებ გვერდზე ვიპოვნე. სინამდვილეში გაშეშებული ფონია და მარტო თავები ჩანს]
კარგი, ეს ყველაფერი ჯანდაბას.. ერთი ნორმალური სერიალი გავჩითე ამ არხზე [რუსულად], პარანორმალურ მოვლენებზეა რაღაც მოკლედ. ხოდა ვუყურებ ინტერესით და უცებ, სრულიად უცერემონიოდ ეკრანზე ჩნდება შავ-თეთრი სურათი და “ლ”-ებიანი წამყვანის ხმა: “მეუღლე, შვილები, ძმა და რძალი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა..” ასე გაგრძელდა ნახევარი საათი დაახლოებით. დავიგრუზე :D
ნუ რეკლამებს რაც შეეხება, მგონი მხოლოდ ერთი მაგალითის მოყვანა იქნება საკმარისი- რაღააც მანქანის სახელოსნოს რეკლამა იყო და რეკლამაში ამბობენ: “ეგრედ წოდებული რაზვალის გასწორება” :D მოკლედ, ბლომად გასართობია..
ახლა რასა ვიქმ:
რასა ვიქმ და მცივა! წვიმს..ეგ კიარადა გუშინწინ დავრწმუნდი “რა პატარაა საქართველო” [ან ბათუმი] და კიდე “რაღაცა არსებობს” :D აი ვისაც არ ველოდი ყველა ვნახე, მათ შორის თვით ყვავაც :D ნუ ყვავა იმდენჯერ და ისეთ მოულოდნელ ადგილებში ვნახე, რომ უკვე “რაღაცა არსებობს”-ის კატეგორიაში გადაინაცვლა :lol:
გუშინ მარტო გავედი პლაჟზე. ხოდა ერთი სიმპატიური მაშველი [თავის აღჭურვილობით, რომელიც სამაშველო ატრიბუტიკის კარდა მომწვანო თვალებს, წითელ გაბუშტულ ტუჩებს და მოგრძო თმას მოიცავდა] დიიდი ტალღებიდან ამოიმართა და ჩემსკენ გამოემართა :D ნუ გაცნობის მეთოდებზე აღარ ვილაპარაკებ ["ასეთ ლამაზ გოგოს აქ მარტოს რა უნდა", "რატომ არ ცურავ, გინდა გასწავლო?" ]. მოკლედ მომიჯდა და აღარ წავიდა. მეც მეტი გასართობი რომ არ მქონდა ველაპარაკებოდი- ხო არ შემჭამს მეთქი :D ხოდა შევცდი.. მობილურის ნომერი “დამტყუა” [ნამდვილად არ დავჟმოტავდი, იმიტომ, რომ ასე უფრო ადვილი მეგონა თავიდან მოშორება] და გუშინ და დღეს ტვინი წაიღო მნახეო :D მოდი და აუხსენი ახლა, რომ საზაფხულო რომანებზე უარს აცხადებ :lol: ხო, მართლა.. დიდი მოყვარული არც არასდროს ვიყავი, იმდღესაც ველაპარაკებოდი ლანდიშას, მეუბნებოდა “ზაფხული ხო სიყვარულის კვარტალია”-ო :D ხოდა გუშინ ვკითხე, როგორ არის შენი საზაფხულო რომანების ამბავითქო და ამოთქვა, შენ მყავხარ და რაში მჭირდება რომანებიო :user:
ერთი სული მაქვს როდის ჩავალ თბილისში:/
პ.ს. კიდევ ერთი ბლოგერი ეწვია ლაჟვარდოვან [თითქმის ლაჟვარდოვან] სანაპიროს- ქრისტინე. ოღონდ ქობულეთშია. სანამ მე წავალ იმედია მოახერხებს ბათუმში წამოსვლას და ვნახავ : )) თუ ხვალ არ გამოვიქეცი კვირამდე აქ დავრჩები და..
პ.პ.ს. მთავარი მოვლენა- სკეიტზე დგომა ვისწავლე :D გუშინ დავიპყარი ბულვარი. ნიჭიერი ვყოფილვარ სხვათაშორის, ნახევარ საათში უკვე ავუღე ალღო და ფრიად კარგად დავსრიალებდი. ა, რაც მთავარია დავანგრიე მითი, რომ სკეიტზე მდგომი ქალი არ არის სექსუალური. მაღალ ქუსლებზე შემხტარი და ძაალიან მოკლე კაბით ფრიად კარგად გამოვიყურებოდი სკეიტზე მდგომი :D













შეხვდი, გოგო :P ნუ ჟმოტაობ! :D სკეიტზე დგახარ და კიდევ აქ გინდა? დაეტიე მანდ და გაერთე, კაკ ვაზმოჟნა :ქის:
უი სჰენ იკავი ის გუსჰინ სკეიტიტ რო ტავპირს იმტვრევდა ბულვარსჰი?: :P :P :P
აუუუ, ბათუმში წვიმა რა ტრაკობააა. ესეიგი უარეს რომ ვერ ინატრებ აი ისეთი ტრაკობა!
სკეიტი მაგარიაა. ქალის სექსულაურიცაა და სპორტულიც და მაგარი, ზოგადად მიყვარს ქალი რომ რამე სპოტს მისდევს :)
მე ერთხელ ვცადე დადგომა, ჰაერში ავტრიალდი და ზურგზე ისეთი დავეფენთხე ფეხზე ვერ ავდექი, მას შემდეგ მივხვდი რომ ეგ ჩემი სპორტი არაა :D :D ჩემი წყლის “სკეიტი” მირჩევნია :D დაცემა მაინც არაა მტკივნეული :D
მე არ ვიცი შენ რომელ ბათუმში ხარ, მაგრამ მე რაც ვნახე, არ წვიმდა მანდ, უბრალოდ სექსუალურად იყო მოღრუბლული, აი რომ არც დაგცხება და არც შეგცივდება, მასე…
ქუსლებზე- სკეიტზე
ომგ ნუ ი დურა!!
ეხლა ისე ქენი ფეხიც მოიტეხო და ეგაა მლია!!
ბათუმში წვიმაა კაი აბა მზე ვის რა ფეხად უნდა მხოლოდ იმ გოიმებს ზაგარზე რომ ხამდებიან :თვალებისტრიალისსმაილი:
ქობულეთში კი არა კვარიათში ვარ გოგო :D