თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი (გამოკითხვის ლინკს პირდაპირ იმიტომ არ ვდებ, რომ აუცილებლად თსუ-ს სტუდენტმა უნდა შეავსოს.. ). ძალიან მარტივი გამოკითხვაა, მოკლე, გუგლის გამოკითხვაში გაკეთებული.
საქმე რაშია და :
თსუ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ სტუდენტთა მომსახურების ხარისხის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ტარდება მოკლევადიანი კვლევა. სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში (სტუდენტის ბაზაში) არის დამატებული შეფასების კითხვარის ბმული. მოცემულ კვლევაში მონაწილეობის მიღების და კითხვარის შევსების შედეგად თქვენ მოგეცემათ საშუალება, სტუდენტურ მომსახურებასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ მოსაზრებები ამ სისტემის გასაუმჯობესებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ანონიმურობა დაცულია და გულწრფელი პასუხები გასცეთ კითხვებს!
სტუდენტთა მომსახურების კვლევასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები და შენიშვნები გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: nino.revishvili@tsu.ge
ვოტ.. მე კიდევ წავალ, ცოტასაც დავიძინებ და მერე დავწერ პოსტს. რა ცუდი რამეა არდადეგები, რაც მეტი დრო გაქვს, მით ნაკლებ რამეს ასწრებ! დრო უნდა გავანაწილო სწორად :(
პ.ს. ლ’ომი.. 24 საათი თმას ვეჯაჯგურები :D















ისა @tsu.ge ზე მაილი როგორ უნდა გავაკეთო? :)