ტრანსპორტში..
მოგეხსენებათ, სტუდენტები ბევრს მგზავრობენ საერთოდ :D რა შუაშია და, დღეს დავფიქრდი, რამდენი “წიკი” მჭირს მგზავრობისას.
1. პირველი და მთავარი- მგზავრობამდე, მგზავრობის დროს, მგზავრობის შემდეგ, სულ ვამოწმებ ფული მაქვს, თუ არა.
პარანოიაა ეს სერიოზული :D სულ მგონია, რომ სადმე დავკარგე და მგზავრობის ფულს ვერ გადავიხდი და რაღაც ესეთები. ალბათ იმიტომ, რომ ერთხელ მართლა დავკარგე და ჩასვლის წინ აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა. იმ წამს მერჩივნა მიწა გამხეთქვოდა :D მაგის მერე, ჩანთის და საფულის გარდა, ყველა ჯიბეში მიდევს ფული- ერთი თუ დაიკარგება, მეორე ხო იქნება? მეორეც თუ დაიკარგება მესამე და ა.შ..
2. ალბათ ბევრჯერ მიხსენებია, ავტობუსებში ყოველთვის ლაპარაკობენ. ლაპარაკის სამი სახეობა, რომელიც ნერვებს მიშლის:
- ერთმანეთში, პირადულ თემებზე
- პოლიტიკაზე
- ტელეფონზე ხმამაღალი ლაპარაკი
ხშირად ამოდიან თინეიჯერი გოგოები, რომლებიც უკიდურესად მაღალ ხმაზე გაჰკივიან ხოლმე როგორ დაუმესიჯა ბექამ ნინიიიის :D ვიცი, არ უნდა ვღიზიანდებოდე იმიტომ, რომ შეიძლება დაქალებთან ერთად მეც რომ ამიშვა ავტობუსში კარგ ხასიათზე, მეც ვერ მოვზომო და ხმამაღლა ვილაპარაკო. ამიტომ ნერვებს ვთოკავ ხოლმე და ვცდილობ ან დავინტერესდე და ვუსმინო, ან სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, თუ საშინელ ხასიათზე ვარ :D
თუ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ და “რას გვიშვრება ეს მთავრობა”- ს გაიძახიან, ნერვები უკიდურესად მეძაბება. ვერასოდეს ვერ ჩავერევი ასეთ ლაპარაკში, რაც არ უნდა საშინელება თქვან.. და იასნა თავის შეკავება ყურებიდან ბოლს მაშვებინებს :D
ტელეფონზე ლაპარაკი დიდი პრობლემაა მართლა. ზოგი იმხელა ხმაზე ლაპარაკობს ხოლმე, ტრანპორტის ერთი ბოლოდან მეორეში ისმის :| ცოტა ხნის წინ, ჩემს უკან ავტობუსში ვიღაც იჯდა და მთელი გზა ლაპარაკობდა აი რაც შეიძლება მაღალ ხმაზე. მე ნამძინარევი, ახალ გაღვიძებული, თავ ატკიებული, აი ყველანაირად გასაცოდავებული ვიჯექი და რამდენჯერმე მივუტრიალდი ხმას რომ უფრო აუწია. პროსტა მივტრიალდი და შევხედე, მეთქი იქნება მიხვდეს რამეს, მაგრამ სანამ არ ჩავიდა მაინც მასე ლაპარაკობდა : (
3. მგზავრობისას თავს ვირთობ ყოველთვის.
საუკეთესო გასართობია მუსიკის მოსმენა, მაგრამ თუ ჩემსავით სწრაფად ანადგურებთ ყურსასმენებს- ვერ გიშველით :D მეორე გასართობი ფიქრია- მაგას მგზავრობის გარეშეც 24 საათის მანძილზე ვაკეთებ, მაგრამ მგზავრობისას განსაკუთრებით გამოსადეგია. მესამე და ჩემთვის მთავარი:
ყველა ადგილთან, რომელსაც ყოველ დღე გავდივარ, რაღაც მოგონება ხომ მაკავშირებს. ხან იმას ვიხსენებ, ხან იმას.. მაგალითისთვის, შერატონთან მახსენდება, როგორ მომიყვა ჩემმა მეზობელმა, რომ მისი კლასელი ქორწილის პირველ ღამეს აქ იყო :lol:
4. მეტროს რაც შეეხება-
ძალიან მიყვარს მეტროს სუნი,ვგიჟდები. ხარბად ვსუნთქავ ხოლმე. მეტროში ძირითადად ხალხს ვაკვირდები. ა, ავტობუსებშიც და მეტროებშიც ხელებს ვუყურებ იასნა განსაკუთრებით :D
მეტროში გაზეთებსაც ვკითხულობ ხოლმე..სხვა მგზავრების გაზეთებს რა თქმა უნდა. მე თუ ვდგავარ და მჯდომს გაზეთი უჭირავს აშენებული ვარ ფაქტიურად :lol:
5. მგზავრობის დროს ჩანთა ყოველთვის თვალწინ მაქვს
თუნდაც არაფერი არ მედოს. ტელეფონი სულ ხელში მიჭირავს, ან თუ ჯიბეში მიდევს, ხელიც ჯიბეში მიდევს :D ეს იმის ბრალია, რომ ერთხელ გამძარცვეს :user: ჩანთა გამიჭრეს და მობილური ამომაცალეს :D გგგ
6. ხშირად ვიცი, რომ საშიშად მივიჩნევ ხოლმე რომელიმე მგზავრს
ან მანიაკი მგონია ან რაღაც ესეთი :D იმიტომ, რომ ზოგმა მართლა ისეთი საშინელი ყურება იცის, რომ გული გაგისკდება :| შიშით ვაჩერებ ხოლმე ჩემს გაჩერებაზე ტრანსპორტს, იმ იმედით, რომ არ ჩამომყვება ის ვინმე :D
7. სახლს რომ ვუახლოვდები, სულ მიჩნდება სურვილი, ბოლომდე გაჩერებამდე გავყვე.
გძეტა სამგორთან ვითენთები და ადგომა მეზარება. თან სულ ვამბობ, რა მოხდება ერთხელ მაინც ბოლომდე გავყვე და ჩამოვყვე მერე, მაგრამ ბოლო წამებში ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას და ჩავდივარ. აი არც ერთი მგზავრობა არ მახსოვს მაგ მოთენთვის გარეშე. თან იმენა სამგორთან ვითენთები :D
8. და ბოლო და მთავარი:
წიკს ნამდვილად ვერ დავარქმევ იმას, რომ ბილეთის გარეშე ავტობუსიდან ჩამოსვლა მძაგს, მაგრამ :

ავტობუსის ბილეთების "კოლექცია" ლოლ :D
ნუთუ ეს წიკი არ არის? სურათზე სისქეში არ ჩანს რამდენია :D არადა ოქტომრბის ბოლოს დავიწყე შეგროვება მგონი..













თბილისის მერია მადლობას გიხდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირი და კეთილსინდისიერი მგზავრობსთვის :D
ბიუჯეტში შეტანილი წვლილისთვისაც ხო? :D
“მგზავრობამდე, მგზავრობის დროს, მგზავრობის შემდეგ, სულ ვამოწმებ ფული მაქვს, თუ არა.” – ეს მეც მჭირს! ერთხელ საფულე დამრჩა და რაც მე მაშინ გადავიტანე, გამეორების სურვილი აღარ მაქვს! :)
ვაუ რამდენ რაღაცაში ჩემი თავი აღმოვაჩინე : )))
მობილური მეც სუ ხელში მიჭირავს, რადგან ადრე ვიღაც კაცმა დამიპირა ამოცვლა ჯიბიდან და ნახევრად რო ამომაცალა ვიგრძენი საბედნიეროდ და დავუღრიალე : D მართალია შემეშინდა მეთვითონ მაგრამ ტავი ვერ შევიკავე უცებ, ახალი ნაყიდი მქონდა, უცებ შეხტა კაცი : D მაგრამ ღირსი იყო…. თან იმხელა კაცს მე პატარა რო ვუღრიალებდი სასაცილო ვიყავი ალბათ : ))))
ამისწინათაც მომივიდა ეგეთი რაღაც, ვიჯექი ავტობუსში და უკან ვიღაცა კაცი მომიჯდა და ჩანთა უკან გაქაჩა რო ამოეცალა, თან ტანსაცმელების საყიდლად მივდიოდი, მთელი ფული შიგ მედო, კიდე კაი დავინახე და შევურიალდი ბლაბლა : ))
კიდე საფულე ამომაცალეს ერთხელ :ს მოკლედ ამ მხრივ საშინელი ბედი მაქვს : ს სუ მერჩიან : ს
+ ისე მგზავრობა მეც მიყვარს, მართალია ესეც სუ ვფიქრობ მაგრამ ავტობუსში უკეტესად გამომდის ფიქრი, და სხვათაშორის ფეხით თუ ვმგზავრობ მაშინაც : ))
არ მიყვასრ საზოგად, ტრანსპორტი, მარა მიწევს, სხვა რა გზაა
და წიკები არ ვიცი, იმდენია,მრავალფეროვნებას არ ვუჩივი, ხან რომლები აქტიურდებიან, ხან რომლები :(
რა კაი პოსტი იყო :D
ერთადერთი, ბილეთების აღება მძააააააააააააააააააგს :D :D :D
და კიდე ტელეფონზე ლაპარაკი . ჩაირთვებიან ხოლმე ეს გოგოები (ან ბიჭები) და ფუ, რა საზიზღობა იყო იმ დღეს, რომ ავედი უკვე იჯდა ის გოგო და ლაპარაკობდა და მერე მაღლივამდე სანამ მივიდა სულ ვიღაც ბიჭს ელაქუცებოდა :|
საზიზღრობაა თქვენი შორით დაგვა შორით ალვა ფლირტის მოსმენა ხალხნოოო :|
იმენა მთელი გზა ლაპარაკობდა :| ან ის ბიჭი რა უბედურება იყო, დილა უთენია რომ დაურეკა :|
ჩემი სახლიდან მაღლივამდე მარშუტკას უნდა 45 წუთი. გუშინ რომ ავედი, გოგო იჯდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ვაჟაზე ჩავიდა, კიდე ლაპარაკობდა. 1 წუთი არ გაჩერებულა. თავი მაინც არ ასტკივდა ნეტავ? :D :D
ჰეჰ, მაგარი პოსტია.. :) ისეთი, აი, ისეთი, ყველას რომ გადახდენია, კითხულობ და თითქოს შენ დაწერე… ^^
აუ, ფულზე მეც მჭირს წიკები.. ხშირად ვკარგავდი ხოლმე, ჯიიბიდან მივარდებოდა :D
შენ ტრანსპორტში გიშლის ტელეფონზე ხმამაღლა ლაპარაკი ნერვებს და წარმოიდგინე ეხლა ჩვენთან შოურუმში, ვინმე მყიდველი ბოლო ხმაზე რომ აგვარებს ხოლმე თავის საქმეებს.
მართლა მინდა გავუვარდე და მოვაკეტინო ხოლმე
აუ, მაგარია რა! :P
მეც მაქვს ეგ წიკები>. :)
ანუ, ფულს გამუდმებით ვამოწმებ, ბილეთებს კი ჩანთაში ვინახავ, რომლის დასუფთავებასაც თვეში ერთხელ ვეწევი.. :)
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არ დამიკარგავს ფული და არც მობილური ამოუცლიათ, მაინც ყოველ 5 წუთში ვამოწმებ ხოლმე :D
მეც რამდენიმე ჯიბეში ვიდებ ფულს :D
ბილეთებს ვყრი ხოლმე ეგრევე, თორე მეც მაგდენი მექნებოდა ალბათ :პატიოსანიგადამხდელი: :user:
ვა რა კარგია ბილეთების შეგროვება, მერე დათვლი რამდენია და უუF ფეხით რომ წავსულიყავი და ეს ფული შემეგროვებინა ახლა რამდენი მექნებოდაოო :D ვბოდავ
ბოლო გაჩერებამდე წაყოლის სურვილი მეც ხშირად მიჩნდება ხოლმე სახლში რომ ვბრუნდები. აბა უნივერსიტეტში ისედაც ბოლო გაჩერებაზე ჩამოვდივარ :D :D და მარშუტკაში ისე არ ავალ თუ ხურდა არ მიჭირავს ხელში. სულ მგონია რომ საფულე დამეკარგება. სხვის ლაპარაკს არ ვუსმენ, რადგან მუსიკას ვუსმენ ხოლმე. ძირითადან სულ ერთსა და იმავეს.
პირველი მეც მჭირდა მასეთი… მარა გადამიარა… :D
მეორე შემთხვევაში ვცდილობ ვიკაიფო ხოლმე მასეთი გოგოების საუაბრზე : ))
მარა ხმამაღლა საუბარს რაც შეეხება, ერთხელ ერთი დედა მოტყნული სწერვა გოგო ამოვიდა მარშუტკაში პავლოვზე და ჩემ უბნამდე ტელეფონზე თავის ბფ-ს ელაპარაკებოდა.. თან ისეთი საუაბრი ჰქონდა.. ვითომ გოგომ დაადო რა : ))
ყოველ წუთას ურეკავდა ის ბიჭი და აუ ჩემი დამღალაა ამან და ვითომ ლაპარაკი არ უნდოდა რა :))
იმენა მთელი მარშუტკა შეგვაღონა : ))
მეტროზე რაც თქვი მართალია? :|
ისე ავტობუსის ბილეთების შემგროვებელს რა ჰვია? : )) რამე ფილატელისტის პონტში დავარქვათ რამე სახელი თინის : ))
2 წელზე მეტი მოსწავლის ბილეთით ვიარე – სტუდენტმა, ეხლაც მაქვს მაგრამ ბოლო დროს რაღაც ნამუსებმა შემაწუხესავით და სტუდენტურით დავდივარ… შეიძლება იმის ბრალიცაა რო ცოტა არ იყოს წვერით დავდივარ და მოსწავლეს აღარ ვგავარ :D მაგრამ მგონია რო მაინც ,,ნამუსების” ბრალია და აღარ ვივლი მოსწავლის ბილეთით… :)
მეც დავიწყე ბიუჯეტის გამდიდრება… Yes…
მუსიკის მოსმენის დროს თან ვფიქრობ ხოლმე და ამ ფიქრში ხშირად აღმოვაჩენ, რო რომელიღაც კარგი სიმღერა გამომეპარა :D
ავტობუსში არა, მარა ქსეროქსის რიგში ვიდექი და გოგო ნახევარი საათი უმეორებდა ვიღაც ბიჭს, არ მსიამოვნებს შენთან ლაპარაკიო :D გაღიმებული სახით :D
მე მაქვს ავტობუსის ბილეტები, შვიდასამდე :D
მაგრამ აგარ ვაგროვებ :შ
რა ამბავია 700 მაგდუ o_O
რატომ აღარ აგროვებ :უ: მოიცა დაგეწევი და მერე ისევ გააგრძელე :D
პირველი პარანოია მეც მაწუხებს :D
ვაიმეე მეც ავტობუსის ბილეთებს ვაგროვებ და ყველას უკვირს მაგრაამმ მაინც ვაგროვებ ოთხი მოსწავლის ბარათი მაქ და რო ავდივარ ავტობუსში ოთხივეს ვატარებ ხოლმე :)):)):))
ძაან მომწოონს შენი ბლოგი <3
მე პირველი და მეშვიდე წიკი მახასიათებს
ხო ბილეთესბ მეც ვაგროვებ მაგრამ არა ყველა ბილეთს
ისეთ განსაკუთრებული ხასიათის….
აი როცა წარმატებული და სავსე დღე მაქვს იმ დღის ავტობუსის ბილეთს ვინახავ ხოლმე
:D
შენახული მაქვს ამ წლის პირველი დღის პირველი ბილეთი
და ვაპირებ შევინახო წლის ბოლო დღის ბოლო ბილეთი
და მერე დავფიქრდე რამდენი რამე მოხდა ამ ორ ბილეთს შორის
:D :წიკიანი:
კურსელები მიგროვებდნენ შარშან, ცნობილი ვიყავი როგორც “ავტობუსის ბილეთების შემგროვებელი” ლოლ :D :))))
მაგდა შენ ხარ? :)) ასათაინთან რო მოქონდათ ბავშვებს ბილეთები :))
კიი, კიი მე ვარ ნატაა, გიცანი :P
ნუცა მადლობა :*
ჰექს
ააჰაჰ, გუდ აიდეა :D
მაგდუ
კურსელები არ მყავს ჩართული მაგ საკითხში, მე მარტო ჩემს ბილეთებს ვაგროვებ:უ: “ბილეთების შემგროვებელი” :lol:
ლოლ
მეც ვაგროვებ ბილეთებს. ხალხი მეკაიფება ხოლმე :P
ამ მომენტისთვის ზუსტად 190 ბილეთი მაქვს. ყველაზე ძველი #25 ავტობუსისაა და 2009 წლის 11 თებერვლით თარიღდება :)
ყველაზე მეტი ბილეთი კი #88 ავტობუსის მაქვს _ 54 ცალი.
ძალიან მგავხარ თუ მეჩვენება? :D :)
[1]” მგზავრობამდე, მგზავრობის დროს, მგზავრობის შემდეგ, სულ ვამოწმებ ფული მაქვს, თუ არა.”
[2]“საუკეთესო გასართობია მუსიკის მოსმენა, მაგრამ თუ ჩემსავით სწრაფად ანადგურებთ ყურსასმენებს- ვერ გიშველით :D მეორე გასართობი ფიქრია”
.. მე ყურსასნემებიი არა მაგრად ტელეფონებს ვანადგურებ რაგაც არანორმალური სისწრაფით. :D აიი ფიქრი . გეთანხმებიი, თუმცა ფიქრს ვერ ვაასწრებ. მითუმეტეს თუ დილით მეძინება.. როგორც კი ფიქრს ვიწყებ ეგრევე ვითენთები, შეიძლება ჩამეძინოს და მერე გაჩერებას გავცდე. :D ამიტომ მაგასაც ვერიდები. ჩემი აზრით ყველაზე კაი გამოსავალია საათი ატაროო, ;D მაღვიძარა დააყენე, დაიძინე და როცა გაჩერების დრო მოვა საათი გაგაგვიძებს. ან დაელოდე როდის მოვა შენი გაჩერება :( პრაქტიკურად სხვა გამოსავალი არ არის . :D