თელავში ვიზიტი

ციკლიდან “ზაფხული 2010″
მცირე (?) გადახვევის შემდეგ, დავუბრუნდები ზაფხულის ამბებს…
ყვარელში ყოფნის მანძილზე ერთადერთხელ გავცდი იქ “ჩემს საზღვრებს” და თელავს ვეწვიე.
მისია: 2 მეგობრის ნახვა.
მოკლედ,  ერთ დღესაც ავდექი და წავედი თელავში. იქამდე თეორიული ექსკურსია ჩამიტარდა, რომ არ დავკარგულიყავი (რისი შანსიც ძალიან დიდი იყო იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვანაირად მახვედრებდა რა ადგილას უნდა ჩამოვსულიყავი მარშუტკიდან) და წავედი. ბოლო გაჩერებამდე მივყევი და იქედან უკვე უნდა მეკითხა სახელგანთქმული სუპერმარკეტი ლიმბო, რაზეც გაფრთხილებული ვიყავი, რომ თელაველები გაოცებულ სახეს მიიღებდნენ :D
სანამ მივაგნებდი, რა თქმა უნდა ერთი ქუჩით ზედმეტი გავიარე და მერე უკან დავბრუნდი ( დაკარგვის გარეშე არ გამომდის ხოლმე მიგნება ) და  ბოლოსდაბოლოს მივაღწიე.

დიახ, TBC-ს ბანკომატიც არის და რამე რომ მბადებოდა მაგ მომენტში ჩემს კარტაზე, სიმბოლურად აუცილებლად ვისარგებლებდი :D

ხოოდა იქ მელოდებოდა ვინც მელოდებოდა…. ზუსტად რომ ვთქვა, იქ მელოდებოდა ბლოგერი, რომელსაც  ბლოგოსფეროში თუ სადმე არსებობს წოდება: ყველაზე მორიდებული, ყველაზე თვითკრიტიკოსი, საკუთარი ბლოგის დამკნინებელი და კომპლექსიანი, თამამად მივანიჭებდი მას!

ისე დაკვირვებული ვარ, შედარებით ახალბედა ბლოგერებს ყოველთვის აქვთ კომპლექსები თავის ნაწერთან დაკავშირებით. პრინციპში, ბუნებრივია- მეც ვიყავი მასე და დღემდე ვერ ვიტან ძველი პოსტების კითხვას ისე მრცხვენია ხოლმე. ბლოგერის უნარ-ჩვევები ნელ-ნელა ვითარდება, ნელ-ნელა “ამუღამებ” ყველაფერს.

ხოდა ახლა საზოგადოდ ვაცხადებ:

http://tatulonely.blogspot.com/ არის კარგი ბლოგი, ავტორი კარგად წერს და თუ ხშირად არ ექნება ბლოგის წაშლის მცდელობები და თუ  დარწმუნდება საკუთარ ძალებში, უფრო კარგი გახდება!  :D

ტატუსთან შეხვედრას დაახლოებით 4 თვე ვცდილობდი თბილისში სანამ ვიყავით. ხან იმას არ ეცალა, ხან მე. ხან ამინდი ფუჭდებოდა და ასე ვიყავით. ხოდა ჩვენი ვერ ნახვის ჯადოს ასახსნელად თელავს მივმართე. სწორედ ლიმბოს წინ შედგა ისტორიული შეხვედრა :D მისი ნათესავიც მოვიდა და წავედით სასეირნო-საექსკურსიო მისიით ნადიკვარზე.

ნადიკვარი არის პარკი, ლამაზი და წყვილებით გაფორმებული. ნუ იქამდე დუტას ფილიალი შემხვდა :D

"თან წაიღე"

სიმართლე გითხრათ, ცენტრში ცოტა რემონტიან შენობებიანს ველოდებოდი (ყვარელმა გამაბლატავა:D) და მეუცხოვა გარემო თავიდან. მაგრამ ლამაზია…

მოედანი

მივიწევდით ნელ-ნელა და ლაპარაკ-ლაპარაკით ნადიკვარამდე…

ხო იქაც...ჯასთინ ბიბერი მისდღემჩი! ხო მართლა,ფონზე მშენებარე სასტუმროა, ფრიად კარგი <3

მივადექით:

ხედი

ესეც ხედი

სალაპარაკო, რა თქმა უნდა, ბევრი იყო- ბლოგები, ზაფხულის ისტორიები…

(ვაიმე, ეს რომ არ ვთქვა გული არ მომითმენს: ტატუს ნათესავიც იყო ჩვენთან ერთად და მითხრა, რაც მოხვედი იმის მერე ფრჩხილებზე გიყურებო. თურმე აამ ქალბატონს (!:D) უთქვამს, ვნერვიულობ ახლა ჩემი ფრჩხილების გამო, თინის სულ მოვლილი და ლამაზად გაკეთებული აქვსო. ამ დროს მე განცხრომაში ვარ, საზაფხულოდ ფრჩხილს ვასუნთქებ და მანიკურს არ ვიკარებ და ფერი წამივიდა, ძალიან შემრცხვა :user:)

ნადიკვარზე ისე ციოდა, რომ გამიკვირდებოდა კიდეც წყვილები ასე გამწარებულები რომ არ ყოფილიყვნენ ჩაფსკვნილები:D ხუმრობის გარეშე, მართლა მაგარი ადგილია, ზაფხულში მისწრება…

აქვე იყო დალუქულ კარებიანი ფეშენებელური ტუალეტი, რომელიც შორიდან უსახურავო გვეგონა და ერთი საპატიო წრე დავარტყით არქიტექტურის გასაგებად:D

კიდევ აღსანიშნავია საცეკვაო არენა, სადაც, თუ სწორად მახსოვს, პარასკევს საღამოობით დისკოთეკა იმართება(yo)

მაპატიეთ გვერდზე გაწეული კადრისთვის, მაგრამ ხელის შეშლა არ მინდოდა. არადა ისეთ ადგილას ისხსნენ მაინც ვერ ავერიდე :D

ცოტა ხანში მეორე მისიაც, მარიკოც შემოგვიერთდა და ლაპარაკის უფრო აქტიურ რეჟიმში გადავედით :)))))

უჰ, რაღაცა ისეთი შეგრძნება მქონდა უცებ, უდაბნოში წყალს რომ იპოვი :D ისე მინდოდა ვინმესთან ჩემს საყვარელ თემებზე ლაპრაკით მეჯერა გული :user:  ერთი დღის ფარგლებში რაც მოვახერხეთ…

თან მშობლიური ყვითელი ავტობუსიც ვიხილე

ხო,კიდევ ეს როიალი მომეწონა. ადრე ბარი ყოფილა…

ვინაიდან ბოლო ტრანსპორტი 6-ის ნახევარზე გადიოდა, ბოლომდე ვერ მოვისურვილე ეს ორი ახალგაზრდა. ბოლოს ბედზე მივუსწარი მარშუტკას, თორემ იქ დარჩენა არ ამცდებოდა :D

მოკლედ, ასე ჩაიარა თელავში ვიზიტმა. იმედი მაქვს სხვა დროს მეტი ხნით ჩავალ და

ცოტა მეტის შესწავლას მოვასწრებ -_-

ხოდა ბოლოს, ტატუ, აღარ დავინახო შენი წუწუნი ბლოგთან  დაკავშირებით!

სხვა “ახალბედა” ბლოგერებზეც იგივე შემიძლია ვთქვა. წარმატებები და  დიდი გოგოები და ბიჭები გაეზარდეთ ბლოგოსფეროს :))) <3

5 Responses to “თელავში ვიზიტი”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)