რა თაობა მოდის!

რა თაობა მოდის! (c) ყოველი “ახალი თაობის” შემხედვარე “ძველი თაობა”

ზუსტად ვიცი, ერთხელ მაინც ყველა იქნებოდა ამ ფრაზის მსხვერპლი.. ალბათ თავის დროზე, ზეზვა და მზიაც კი დანანებით აქნევდნენ თავს თავიანთი მომავალი თაობის შემხედვარე, მდედრებმა რომ ნელ-ნელა დაიმოკლეს ცხოველის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმლის სიგრძე და ბიჭებმა ქვის იარაღების მაგივრად ლითონის გამოყენება დაიწყეს.. :D

რაღა მასე შორს წავიდეთ, საზოგადოების უკვე განვითარებულ ნაწილს შევხედოთ და საქართველოში კარგად ცნობილ, ე.წ. ” მამებისა და შვილების ბრძოლა”-ს მივუბრუნდეთ,- ეს იყო  ქართველი მწერლების ძველი და ახალი თაობების  ლიტერატურული  “ბრძოლის” პირობითი სახელწოდება. სულ თავიდან,  ეს ბრძოლა  ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, ენისა და სტილის საკითხებს მოიცავდა. ახალი თაობის  მოთხოვნა იყო ძველი ენობრივი ფორმების ამოღება და ამ ხერხით ხალხთან დაახლოება.  ამ ყველაფერმა “მამების”  დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.. თერგდალეულებს გრიგოლ ორბელიანი დაუპირისპირდა და ძაალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა “შვილებს”. ფაქტი სახეზეა, ერთი შეხედვით მხოლოდ ლიტერატურული საკითხი გაცილებით მასშტაბური გახდა და თაობებს შორის ბრძოლა წარმოქმნა.. 

[მცირე ცნობა ვიკიპედიიდან ამ "ბრძოლის" შესახებ]

[გრიგოლ ორბელიანის "პასუხი შვილთა" ]

წარსულში რომ არ ვიქექოთ..

  • მე ვხედავ ზიზღით სავსე თვალებს, როცა სრულიად ჯანზე მყოფი უფროსისთვის ადგილის დასათმობად ერთდროულად 10 ახალგაზრდა არ ხტება სკამიდან..
  • მე ვხედავ როგორ უყურებენ ქუჩაში მოსიარულე წყვილებს
  • მე ვხედავ საშინელ გაღიზიანებას, თუ ოდნავ მაინც გამოირჩევი “წინაპრებისგან”

ცოტა ხნის წინ, ჩემი სახლის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ეზოში დავინახე რამდენიმე თინეიჯერი , 13-14 წლის გოგო, ზიზღის მაგვარი არაფერი, მადლობა ღმერთს, მაგრამ რაღაცნაირად გავღიზიანდი. მომეჩვენა, რომ ძალიან უაზროდ გამოიყურებოდნენ :D არა, ჩაცმულობაზე არ ვამბობ, ქცევას ვგულისხმობ.. არაფერია ერთი შეხედვით გასაკვირი, ჩემი ტოლების ქცევაზეც მომშლია ნერვები და სულაც 5 წლის ბავშვზეც, მაგრამ ქვეცნობიერს რომ ჩავხედე, მივხვდი, რომ იყო რამდენჯერმე შემთხვევა, როცა თინეიჯერების ან უფრო პატარების ჩემთვის გამაღიზიანებელი ქცევა “თაობისთვის” მიმიწერია.

ძალიან გავიცადე ეს ამბავი, მართლა :D რაზეც ყოველთვის მეთვითონ მეშლებოდა ნერვები, იგივეს ვაპირებ სხვისთვის? არავითარ შემთხვევაში!

კაცობრიობა ვითარდება, იცვლება ყველაფერი და არც ჩემს თავს და არც სხვას არ ვაპატიებ ჩაერიოს იმ აწმყოში, სადაც  ჩემს ძმას, ჩემს დებს, ცოტა შორეულ პერსპექტივაში ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ( თუ გადავრჩით 2012-ში :lol:) მოუწევთ ცხოვრება.

სულ რომ  ამოატრიალონ და ყირაზე დააყენონ მთელი “ჩვენი დროის ღირებულებები”, ხელს არ შევუშლი. მთავარი თავისუფლებაა- ის, რაც ავიწყდება ხოლმე ყველას, როგორც კი ზრდასრულები ხდებიან.. ხოდა, მე რომ ზრდასრულად ჩავთვლი თავს და დავაპირებ მაინც “ახალი თაობის” შესახებ წუწუნს, გავიხსენებ რას ვფიქრობდი ახლა და როგორ არ მომწონდა, როცა მიუფასურებდნენ ჩემთვის ძვირფას თავისუფლებას.

აბა, ზეზვას და მზიას მომავალ თაობელ გოგოებს რომ არ დაემოკლებინათ ცხოველის ტყავის სიგრძე, ბიჭებს რომ ქვების მაგივრად ლითონის გამოყენება არ დაეწყოთ, თერგდალეულებს რომ არ დაენგრიათ ბარიერი ხალხსა და  მწერლობას შორის, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ახლა?..

16 Responses to “რა თაობა მოდის!”

  • ჩვენ ვეკუთვნით იმ თაობას რომ გადაყვა ყვინთაობას (ც) კოტე ყუბანეიშვილი

  • რაღაც რაღაცეებში გეთანხმები . მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემი შეხედულება ახლანდელ თაობაზე არ ეფუძნება ზემოთქმულ ჩვევას თუ რავიცი რა შეიძლება ამას ვუწოდოთ . ნუ პირობითად ”რა თაობა მოდის” სიმპტომი მე არ მჭირს.
    უბრალოდ ამ ბოლო დროს ეს ბავშვები საოცრად (ბოდიში უცენზურობისთვის) გამოყლევდნენ :D

  • ზეზვასა და მზიას ვერ მოვესწარი, მაგრამ მათგან მემკვიდრეობით წვერის გაპარსვის დაზარება გამომყვა :))
    რაც შეეხება “თერგდალეულებს”, მათ ამ ბრძოლაში, თავისი ნოვატორობისა და ახალი იდეების გარდა, სათქმელის გამოხატვის სწორი ფორმა იყო შერჩეული. ზედმეტი არავის უთქვამს. ანუ საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ მათ თავისუფლება აღვირახსნილობასა და უკონტროლობაში არ აურევიათ.
    დღეს ეს ტენდენციაა: “მე ვარ თავიუფალი ანუ თუ მინდა, მოვალ და თავზე დაგა…ვამ – ეს ჩემი მოსაზრების გამოხატულებაა.”

    ვინ ვინ და მე ვერ ვგუობ ჩაკეტილობას და თუ თავისუფლების მინიმალური ნაწილი მაინც შემეზღუდა, ბიოლოგიურად ვეღარ ვჩერდები ერთ ადგილას და ვაპროტესტებ. ტაკ ჩტო… ყველაფერს მაინც ცოტაოდენი ტვინი უნდა. მეც, ჩენც, ტრიფონსაც და ლანდიშასაც არ აწყენდა :))

  • Tiny:

    @დალიელა

    @ zurriuss

    ყველა თაობაში არიან კარგებიც და ნაგვებიც..
    თავისუფლებაა მთავარი, ტამ ეხლა ვინ როგორ გამოიყენებს, ეგ უკვე პიროვნებაზეა დამოკიდებული. ნაგავი ახლაც ნაგავია და ორი საუკუნის წინაც ნაგავი იყო :D

    • მე გამიხარდება თუ ჩემზე უმცროსი თაობის წარმომადგენელი გააკეთებს იმას და მოიქცევა ისე როგორც ჩვენ ვერ ვახერხებდით მოქცევას, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში კარგ შედეგს მოუტანს მას.
      მაგალითად გამიხარდება თუ 18 წლის მერე სახლიდან წავლენ,საუკუნო ქალიშვილები არ იქნებიან,ანალს ცხოვრებისწესად არ გაიხდიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… უამრავი რამაა
      მაგრამ იმას ნაღდად ვერ მოვიწონებ თუ თავისუფლების სახელით ძაან სლეობებს ჩაიდენენ. ამაზე ყოველთვის მექნება ჩემი სასტიკი პოზიცია :D
      ღმერთო რა დაუნდობელ ვარ :D

  • “ანუ საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ მათ თავისუფლება აღვირახსნილობასა და უკონტროლობაში არ აურევიათ.
    დღეს ეს ტენდენციაა: “მე ვარ თავიუფალი ანუ თუ მინდა, მოვალ და თავზე დაგა…ვამ – ეს ჩემი მოსაზრების გამოხატულებაა.””
    ყველა ასე იწყებს, ნელ-ნელა მსუბუქ ნაკლს იპოვიან ხოლმე და ამბობენ “ჩვენ ასე არ ვიყავით”, “ჩვენ ამდენს ვერ ვბედავდით” და ა.შ.
    ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია მასზე წინა თობის ომი, ალბათ ვერ გაიგებს პრობლემის არსს და თვითონაც ისე გააგრძელებს. მე არასდროს ვიტყვი რომ ცუდები არიან ჩემზე პატარები, შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მაოცებენ ეს ბავშვები თავიანთი შესაძლებლობებით. ძალიან გამბედავები, აქტიურები და დამოუკიდებლები არიან.
    ))))
    თინი მიყვარს შენი პოსტები, მსგავს რაღაცებზე მეც ვწერ ხოლმე მაგრამ ბლოგზე მეზარება.
    )))

    • Tiny:

      ” მე არასდროს ვიტყვი რომ ცუდები არიან ჩემზე პატარები, შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მაოცებენ ეს ბავშვები თავიანთი შესაძლებლობებით. ძალიან გამბედავები, აქტიურები და დამოუკიდებლები არიან.” ბეეევრი +1 !

      თანაც, რასაც ზურიუსი ამბობს, ეგ თვითონ პიროვნების პრობლემაა, თორემ ნებისმიერ თაობაში მოძებნი ისეთს, ვინც მოვა და თავზე დაგა–ამს :D

      “თინი მიყვარს შენი პოსტები, მსგავს რაღაცებზე მეც ვწერ ხოლმე მაგრამ ბლოგზე მეზარება.” – დიდი მადლობა და ნუუ გეზარება, ნუ!:))

  • ჩემი აზრით ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, რომ გამოვიდნენ ე.წ. ქართველი რომანტიკოსების და სამშობლოზე დაიწყეს ტირილი, მათ რომ , თავიანთი უცხოელი ”კოლეგების” მსგავსად აქცენტი პიროვნულ თავისუფლებაზე და იდნივიდუალიზმზე გაეკეთებინათ ,აღარც სახალხო კომუნიზმი იქნებოდა და აღარც დღეს ”რას იტყვის ხალხზე” ვიფიქრებდით :)
    რაც შეეხბა ”რა თაობა მოდის” ზე, ჩვენი შვილების თაობამ რაღაც ისეთის გაკეთება თუ ვერ შეძლო რაც ”აღგვაშფოთებს” ჩათვალეთ რომ განვითარებას შევწყვეტთ…. ანუ ყველა თაობამ რაღაც ისეთი თავისი და განსხვავებული უნდა შექმნას , რაც რადიკალურად განსხვავებული იქნება მათი წინამორბედი თაობის ცხოვრების წესთან…. ანუ წინააღმდეგობის გაწევა უნდა ისწავლონ თავიანთი აზრის გამო, ჯერ დედათა და მამათა თაობასთან და მერე იდიოტ უფროსთან, მერე მასებთან, ხელისუფლებასთან და ეს შექმნის დემოკრატიას :D :D :D

    აუფ სად წავედიი… :D

  • ადამიანი ცხოვრების მანძილზე გადის საკმაოდ ბევრ ეტაპს, ის მუდმივად ვითარდება და ყალიბდება, თითოეულ ამ საფეხურზე მისი ქცევის მანერა დამოკიდებულია იმ მომენტში არსებულ ზოგად და კონკრეტულ გარემოებებზე,ხალხზე და ა.შ. მაგრამ ზუსტად თინეიჯერობის ასაკში ადამიანი (ზეზვა თუ მზია) ძალიან არაპროგნოზირებადია, თავისუფალია მოქმედებაში და დღევანდელობაში ხშირად უფროსი თაობისთვის გამაღიზიანებელიც კი…მაგრამ ეს ყველაფერი ძირითად შემთხვევაში დროსთან ერთად წარმავალია და ცვალებადი, თუმცა ის ფრაზა “რა თაობა მოდის” ალბათ უკვდავი! იმიტომ რომ მუდამ იქნება სხვაობა თაობებს შორის და იმ გარემოებებს შორის რომელიშიც იზრდებოდნენ უფროსი თაობები და ვიზრდებით ეხლანდელი თაობა ან გაიზრდებიან მომავალში სხვა თაობები. ზუსტად ეს სხვაობა გამოიწვევს იმას რომ უფროსი თაობა, უმცროს თაობაზე, ყოველთვის იტყვის “ეს რა თაობა მოდის!” :)

    პ.ს. ძალიან ისეთი კომენტარი გამოვიდა…. ვეცადე სათქმელი მოკლედ და გასაგებად მეთქვა… არვიცი რამდენად შევძელი :)

  • ეგ ყოველთვის ეგრე იყო და ეგრეც იქნება.

    პატრიოტი მშობლები კომუნისტებს კიცხავდნენ კომუნისტები ჩვენ მამა–დედებს, ისინი კი ახლა ჩვენ. შენც გაკიცხავ მალე :D

  • პირველ რიგში მშვენიერი თემაა.
    რაც ჩეეხება ჩემს აზრს, ასე მგონია რომ ახალ თაობას ის მიაჩნია სწორად რაც მის წინა თაობას არასწორად მიაჩნია. ანუ სიტყვა თავისუფლება ისე აქვთ ამოჩემებული, რომ მათთვის ეს სიტყვა იგივდება უკვე ცუდის გაკეთებასთან და არა მართლა თავისუფლებასთან.

    • არა მგონია სიტყვის აღქმა იყოს სხვანაირი, უბრალოდ გააჩნია რას ჩავთვლით “ცუდის გაკეთებად”, მგონი ზღვარი აქ გადის და არა იქ, სხვადასხვა ტერმინს როგორ იგებს ხალხი.
      მთავარია შეფასების კრიტერიუმები და კონფლიქტებიც ძირითადად მაგის გამო ხდება.
      ნუ მე ეგრე მგონია.
      )))))

  • დჯ-გურო:

    ოქროს სიტყვებია. :)

  • რათქმაუნდა ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფალი აზრი და პირადი ცხოვრებაა უნდა გააჩნდეს. მაგრამ ეს თავისუფლება არ უნდა აძლევდეს იმის უფლებას რომ ყველას თავზე გადაუაროს და ა.შ
    ყველაფრის საზგვარი უნდა არსებობდეს. თუნდაც თავისუფლების, რომ ვიგაცამ (ჩვეულებრივმა ადამიანმა ) ეს შენი ზედმეტი თავისუფლება ერთგვარ სიცანცარეში, აღვირახსნილობაში და ზედმეტად სითამამეში არ ჩაგითვალოს. უბრალოდ უნდა იცოდეს თუნდაც გოგომ და თუნდაც ბიჭმა თავისი ადგილი. მაგრამ დღეს გოგოები ისე იქცევიან, უკანასკნელი , ყველაზე დაბალი დონის გაფუჭებული და ცხოვრებაზე ხელაგებული ბიჭიც კი არ მოიქცევა.:D

  • tetanus:

    შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი იწყვება; ეს არ ესმის დღეს ძალიან ბევრს საქართველოში.

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)