Posts Tagged ‘yerevan’
happy birthday
დაახლოებით ერთი თვის წინ, 28 ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით უნდა მიმელოცა ჩემი ბლოგისთვის დაბადების დღე. გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, დავწერე პოსტი და ბოლოს სულ სულ პირველი პოსტის გალინკვისთვის მოვძებნე ის პოსტი და სახე შემეცვალა თარიღი რომ დავინახე..
საიდან მახსოვდა ეს 28, დღემდე აზრზე არ ვარ..თან ისე დარწმუნებული ვიყავი, არც მიფიქრია გადამოწმება. ჩავვარდი თითქმის ისტერიკაში, მთელი პოსტი წავშალე [ამ დროს ვნატრობდი, რომ პოსტი ქაღალდზე ყოფილიყო და უფრო კარგად შემეგრძნო მისი განადგურება :D] და განვაცხადე Read the rest of this entry »
yerevan
თუმცა რაღა მისადგომებიდან, თვით ერევნის ცენტრში ვართ, ამერიკული უნივერსიტეტის შენობასა შიგან. როგორც იქნა მოვაღწიე ინტერნეტამდე : ) სხვათაშორის, ჩემდა გასაკვირად, რაც აქ ვარ, არც ერთხელ არ გამხსენებია ინტერნეტი, არც ფორუმი, ბლოგი, მსნ, სკაიპი ხო საერთოდ :დ .. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ უინტერნეტოდ უფრო კარგად ვგრძნობ თავს. რაც ჩამოვედი, იმის მერე საოცრად მშვიდი ვარ, არაფერზე არ ვფიქრობ, არაფერი მე არ მაწუხებს და არც მიხარია. სადღაც ნეიტრალურ არეში ვარ და ძალიან მომწონს აქ ყოფნა, დიდი იმედი მაქვს ასე გაგრძელდება და ამის შესანარჩუნელბად, მაინცდამაინც აქ დარჩენა არ იქნება საჭირო.. როგორ დაიწყო ეს დიადი მოგზაურობა..გუშინ დილით, როცა ბოლოს გახსენებულ ნივთებს უგზო–უკვლოდ ვყრიდი ჩემოდანში, იმ წუთიდან მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ერთ–ერთი საუკეთესო დღეები :დ .. ორთაჭალის მიმდებარე ტეროტირიაზე, დანარჩენების მოლოდინში დედაჩემმა მოასწრო ჩემი დარიგება, რომ მოვიდნენ– იმათი დარიგებაც და დაუბარა– მართალია ამის გარდა კიდევ სამი მყავს, მაგრამ მაინც პირველია და გაუფრთხილდითო :) ავიღეთ სტარტი და გამოვეშურეთ საქართველო–სასომხეთის საზღვრებისკენ. მოვდიოდით სომხური სოფლების გავლით საქართველოში რაც იყო და რეაქცია– არავითარი განსხვავება ! ერთადერთი განსხვავება იყო უამრავი სატელიტური ანტენა ყველა სახლის აივანზე. მოვადექით საზღვარს, ჯერ ქართულს, მერე–სომხურს. ზუსტად საზღვარზე აღმოაჩინა ზვიადმა, რომ მანქანის ზეთის “კრიშკა” არ დაუფარებია და მთელი ზეთი დაღვრილი იყო. ახლაც გაოცებულია– გადავრჩითო.. მეორედ იმას, რომ გადავრჩით, მაშინ მივხვდით, როცა ერთ–ერთ საშინელ მიხვეულ–მოხვეულ გზაზე დიიდი ორგანყოფილებიანი იამა დაგვხვდა და მანქანა ორჯერ აგვიფრიალა ჰაერში. პირველად აღმოვაჩინე, რომ ასეთ სიტუაციებში არ მაქვს პანიკა, უბრალოდ ვუცდი– რა მოხდება. რომ დავეშვით მიწაზე და რამის ხევთან მისული მანქანა გამოაბრუნა ზვიადმა უკან, მაშინ შემეშინდა :) მოკლედ, მიხვეულ–მოხვეული , თავის ამატკიებელი და გულის ამრეველი გზების გამოვლის შემდეგ, შემოვედით სწორ გზაზე .. ჩემი პირველი შოკი იყო ყველგან ჭუჭყიანი ვარდისფერი სახლები. თურმე არის მასალა, ტუფი, რომელიც ყელამდე აქვთ სასომხეთში და ამიტომ ყველა სახლი ამითაა ნაშენები. საშინელი დეპრესიული ფერია და მოვიღუშე :დ შემოვედით ერევანში და პირველი, რაც გავიფიქრე– თბილისი მიყვარს !პოსტ საბჭოთა ქვეყნების კვალი ჩვენთან ასე თუ ისე წაშლილია თბილისში მაინც.. აქ კიდე არქიტექტურიან–ხალხიანად იგივეა მგონი :სპყ:ხალხი ერთნაირ ვიდზეა, დაახლოვებით ისეთზე, როგორზეც ჩვენ 2003 წელს ვიყავით :დ არანაირი სუბკულტურები ! ერთადერთხელ სამი მოროკერო არსება შევნიშნეთ მთელ ერევანში ! ოღონდაც აეხლა, ბარკემპზე რაც მოვედით, საერთოდ სხვანაირი ხალხია. ვამბობდი– ინტერნეტი ადამიანს ცვლის მეთქი. კარგი ტიპები არიან და გარეთ მიღებული შოკები გამინეიტრალეს .. ნუ ცალკე საგანია აქაური ესტრადა და ევროვიზიაზე გასაგზავნი კლიპი [ამას ქვემოთ შემოგთავაზებთ] არიქტექტურას რაც შეეხება მთლიანად ჭუჭყიან ვარდიფერ–წითელ სახლებიანი ქალაქია. თუმცა ქალაქის ცენტრს კიდე რა უჭირს : ) ნუ , საბოლოო ჯამში, ნორმალურია და ყვითელი ავტობუსებიც დადიან ! : დავდიოდით და ზვიადი ცდილობდა მიახლოვებით მაინც აეხსნა ჩვენთვის თბილისის მაგალითზე– რა იყო ქალაქის რომელი ნაწილი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სასტუმრო ვაკეში მდებარეობს :დ სასტუმრო ძალიან კარგია :ყეს: აი ემ აღფრთოვანებულ ! ჯასთ ინტერნეტზე რომ ჭედავენ













