Posts Tagged ‘WTF’
wtf
ბოლო რამდენიმე დღეა მიჭირს ენერგიების მოკრება და პოსტვა.. და თან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვარ ინტერნეტ სამყაროზე.. იმიტომ, რომ საფუძვლიანად გავმწარდი ორი შემთხვევის გამო:
1. ალბათ, ყველამ გაიგო ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ამბავი. ყოველთვის ძალიან მოქმედებს ხოლმე ასეთი ამბები- მართალია იქამდე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო (ეგ კიარა, ისიც არ ვიცოდი, თუ ოლიმპიადა იწყებოდა:|), მაგრამ როგორც ყველამ, მეც ძალიან განვიცადე და ჩვენების შავი ლენტების გამოსვლისას ცრემლები ვეღარ შევიკავე 
რა თქმა უნდა, ამ ამბის გაგებისთანავე facebook-ზე შეიქმნა ჯგუფები და პეიჯები, სახელწოდებით- RIP Nodar Kumaritashvili. ერთ-ერთ მსგავს პეიჯზე, ვიღაცამ, როგორც მერე გაირკვა, ამერიკელმა ღლაპმა, დადო საშინელი სურათები. ნუ ყველაზე მსუბუქი მაგალითისთვის: Read the rest of this entry »
weekend
weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.
ან ვგეგმავ, რომ ” დღეს სახლში ვარ და მოდი, ბარემ ჩემს კარადას დავალაგებ”, “დღეს სახლში ვარ და მოდი, იმ ბოლოკაბას შევკერავ ბოლოსდაბოლოს”, “სახლში ვარ და wishlist-ის და აუცილებელი პოსტებს კრებულის პეიჯებს გავაკეთებ”, Read the rest of this entry »













