Posts Tagged ‘wishlist’
საახალწლო wishlist
საახალწლო განათება ჩართულია [ლამაზი ყოფილა ძალიან,ავტობუსიდან როგორც შევნიშნე. ამ დღეებში მინდა გავიდე და ვაკიდან თავისუფლებამდე ფეხით ჩამოვიდე უფრო კარგად რომ დავათვალიერო], საახალწლო რეკლამები ეთერშია, მაღაზიებში უკვე იყიდება ლამაზი მოსართავები და მაშასადამე წინა საახალწლო განწყობა სუფევს გარემოში, გამარჯობა :D
პოსტის მუზა: http://forum.ge/?f=25&showtopic=34045268 [თემა: საახალწლო საჩუქრები ,,თოვლის ბაბუსგან", ვის რა საჩუქარი გაგიხარდებოდათ საახალწლოდ?]
ბავშვობაშიც არ მჯეროდა თოვლის პაპის [ბაბუას ვერ ვამბობ, კახელი ვარ მაინც:D] და ბალიშის ქვეშ დადებული საჩუქრებისთვისაც დედას და მამას ვუხდიდი ხოლმე მადლობას, მაგრამ ვაღიარებ- ყოველი ახალი წლის 12 საათზე სურვილს ჩემთვის ვამბობ ხოლმე. უღიმღამოდ-წინა კორპუსიდან ჩვენი კორპუსის მიმართულებით გამოსროლილი ფოიერვერკების ფონზე , მაგრამ მაინც. ერთი დღე მაინც ხომ უნდა არსებობდეს ისეთი, როცა გინდა, რომ რაღაც არარეალური ჩაიდინო და თქვა “მე მინდა, რომ..” თუმცა როგორც წესი ისეთს არაფერს ვამბობ, რაც ქვემოთაა ჩამოთვლილი, მატერიალურ რამეებს არ ვითხოვ ხოლმე :D Read the rest of this entry »
weekend
weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.
ან ვგეგმავ, რომ ” დღეს სახლში ვარ და მოდი, ბარემ ჩემს კარადას დავალაგებ”, “დღეს სახლში ვარ და მოდი, იმ ბოლოკაბას შევკერავ ბოლოსდაბოლოს”, “სახლში ვარ და wishlist-ის და აუცილებელი პოსტებს კრებულის პეიჯებს გავაკეთებ”, Read the rest of this entry »













