Posts Tagged ‘weekend’
weekend
weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.
ან ვგეგმავ, რომ ” დღეს სახლში ვარ და მოდი, ბარემ ჩემს კარადას დავალაგებ”, “დღეს სახლში ვარ და მოდი, იმ ბოლოკაბას შევკერავ ბოლოსდაბოლოს”, “სახლში ვარ და wishlist-ის და აუცილებელი პოსტებს კრებულის პეიჯებს გავაკეთებ”, Read the rest of this entry »
ბლოგკემპიN1
დაახლოებით ორი კვირით ადრე ვიცოდი, რომ გუშინ უნდა ყოფილიყო ბლოგკემპი და უნდა გამეკეთებინა პრეზენტაცია.როგორც წესი, ბოლო წუთს ვაკეთებ ყველაფერს, ამჯერადაც ასე მქონდა გადაწყვეტილი- მე ხომ მაინც გამომდის ყველაფერი ბოლო წუთს..ამჯერად აღმოჩნდა, რომ ნამეტანი ბოლო აღმოჩნდა და გზაში რომ მივდიოდი მაშინ ვალაგებდი სათქმელს. ყველაფერი ჩემი თავშიწამომრტყმელი კოლოქვიუმების ბრალია! მოკლედ, მივედი და უსერ სახით მოსიარულე ვიხვეწებოდი არ გამაკეთებინოთ პრეზენტაცია-მეთქი, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია! იქ როკომ მიწოდა კომპლექსიანი, იქ დოდკამ შემომხედა უსერ თვალებით და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი, იქ მყოფი პუბლიკისთვის ზეუინტერესო იქნებოდა რის თქმასაც ვაპირებდი, მაინც დავიწყე ლაპარაკი. თავისთავად ვერაფერი ნორმალური ვერ ვთქვი, იმიტომ, რომ არ ვიყავი მზად [შეგიძლიათ მირტყათ და მიწოდოთ უპასუხისმგებლო, იმიტომ, რომ მასეც მოვიქეცი] და თავის დასჯის მიზნით ამ დღეებში პოსტის სახით შემოგთავაზებთ იმას, რისი თქმაც მინდოდა.
რაც შეეხება ზოგად სახეს ამ შეკრების, შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველი იყო, მართლა კარგი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ Read the rest of this entry »













