Posts Tagged ‘tv’
დაეხმარეთ კიბერ-სექსით მათ, ვისაც სექსი გუშინ საერთოდ არ ჰქონია
ყველაფერი ახლის შეჩვევა ჩემთვის ძალიან ძნელია. ამიტომაც მთელი ორი დღეა ვზივარ და ვფიქრობ რა უნდა დავწერო ბლოგზე. შემოვდივარ,ვიწყებ პოსტის წერას, ვერ ვწერ და გავდივარ..ჩემი გაჭირვება რომ გავუზიარე მარის, დამილინკა
24 Things to do When Stuck for a Topic to Blog About
დავიწყე კითხვა.. ყველაფერს ამრეზით შევხედე და იმედგადაწურულ მდგომარეობაში 24-ეს შევხედე.
24. Summarize what Others are Writing !
ჰმ.. რამდენმა აზრმა გაირბინა უცებ.. აქამდე ათასჯერ მაინც მიფიქრია, რომ ჩემი აზრი უნდა დამეწერა სხვებზე. მაგრამ ყოველთვის რაღაცნაირი კომპლექსივით მაქვს, რომ ჯერ ჩემთვის ადრეა ამეებზე ლაპარაკი. წლებია ბლოგები აქვთ, მე ახლა დავიწყე და ა.შ. მაგრამ რაღა დროს ეგ არის !!! .. მაგრამ მაინც დავიწყნარე და დავიოკე აზრები და უბრალოდ გავაგრძელე ფიქრი, სხვების ბლოგების კრიტიკის გარდა რა შეიძლება დაიწეროს ქართულ ბლოგებზე. ამასობაში top.ge-ს Personal Page-ბის განყოფილებას მივადექი. Read the rest of this entry »
Improv Everywhere თბილისში!
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მეგობარმა [vulkani-lava]სკაიპში დამილინკა Gametv-ის ფორუმის ერთ-ერთი თემა, სადაც ფორუმელები ერთი მზაკვრული გეგმის განხორციელებას გეგმავდნენ.. ერთ-ერთმა ფორუმელმა [ILI-100],დაპოსტა ჯგუფ Improv Everywhere-ს შესახებ. ეს ჯგუფი პირდაპირ ქუჩაში მაართლა უცნაურობებს შვრება : )) აი მაგალითად, ერთი ვიდეო იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა ხდება :
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩე-ს გაუჩნდა იდეა, რომ იგივენაირი რამე გაკეთებულიყო საქართველოში. გახსნეს ფორუმზე თემა და შეუდგნენ ისეთი ხალხის ძებნას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებდა. იდეა იყო შემდეგი, რომ ყველა უნდა დაწოლილიყო ერთდროულად რუსთაველის მეტროს წინ. აი ციტატა ჩეს პოსტიდან Read the rest of this entry »
ეს იყო საავადმყოფოში..
ეს იყო პეტერბურგშის მოტივებზე..
ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული , ნაცრისფერი დღე იყო..მე მარტო მივდიოდი ჭავჭავაძის გამზირზე და მიუხედავად იმისა, რომ ფოთლები არ ეყარა, იმისათვის, რომ მეშრიალებინა, განწყობა აშრიალებდა ფოთლებს ჩემს სულში :ბის: აე.. :mrgreen:დღეს თვალების ამბავზე გავედი საავადმყოფოში. სანამ თვალების ექიმი მოვიდოდა, ნანა ექიმმა აიტო, ბარემ შენი ფეხით მოხვედიო და თიესეიჩს აგიღებთო.. [ჩემი ფარისებრი ჯირკვლის ანალიზი]. ეს ანალიზი ჯერ კიდევ 2 თვის წინ უნდა ამეღო, მაგრამ მაშინ რაღაცნაირად გამოვძვერი და დღემდე მოვათრიე ეს ამბავი, მეშინოდა და იმიტომ..მაინც ჩამათრიეს იმ ნემსებიან კაბინეტში, აი სისხლები რომ გელანდება და წკმენტები რომ გეჩვენება აესე ვიყავი. არ შემიხედავს ისე ჩამარჭვეს ნემსი და სამი გრამი სისხლი გამომწოვეს. ნემსის შესვლის მომენტი იყო საშინელება. ნუ წამის მეასედის ამბავია ეგ, კარგი ვენები მაქვს საბედნიეროდ, მაგრამ სპირტიანი ბამბა რომ წაუსვეს წინასწარ, ის სპირტის სიმწარე შეყვა და ააა.. მერე ცოტა ხანს გამიბუჟდა ხელი. ეხლა ნიჩეგო, კარგადაა, პატარა ვარდისფერ ამობურცულ რაღაცას თუ არ ჩავთვლით ნანემსარზე..
ექიმის მოლოდინში კიდევ ერთი კეთილი საქმე..გუშინაც რომ ვიყავი, წნევა გამიზომა და ძალიან დაბალი გაქვსო. დღესაც მივედი, კიდე დაბალი გაქვსო. ნუ ისე, ჩემი წნევა რომ იყოს ეგ ხო კაი, მაგრამ თავბრუს ხვევები და სისუსტე და თავის ტკივილი რომ ახლავს, უკვე ოოო.. ხოდა მაგაზეც მისახედი ვარ !
და აი, მოვიდა თვალის ექიმი.. ჯერ შევედით და გამომკითხა რა მჭირდა. ნუ
მე რაც შეიძლება ცივილიზებული ენით ავუხსენი, რომ თვალი დარბოდა აქეთ-იქეთ. ნერვის ბრალიაო.. მერე რაღაცნაირად ამომიტრიალა თვალები o.O მატკინა :უსერ: ალერგია გაქვსო. გამსინჯა, ხომ არ გაკლიაო და კილომეტრებში რომ დავინახე რუსული ასოები იისაო..არ გაკლია შვილო, არაო :D მაგრამ კომპთან რომ ზიხარ, სათვალე კარგი იქნებოდაო :ბის: [სათვალე მე გამოვძალე ფაქტიურად. მეთქი, ექიმო, მართალია არ მაკლია, მაგრამ რომ არ დამაკლდეს, ხომ რეკომენდირებულია უბრალოდ თვალის დასასვენებელი სათვალეთქო.. მოკლედ, გამოვუწერე ჩემს თავს]. სათვალის აუცილებლობაში ჩემები ვერ დავარწმუნე, ამიტომ შემდეგი ხელფასისას შევიძენ მეთვითონ:ბის:
ეხლა სხვა რამეები.. :
- ორშაბათს ვიყავი დისკუსიაზე.. ხოდა თემა იყო კაზუსები ბიბლიაში. ანუ რაღაც შეუსაბამობები რომ არის ფაქტებს შორის. აი იყო ზეე რაღაცა. ეს ადამიანი [მომხსენებელი ანუ]ამბობდა, რომ ეს კაზუსები მარტო ვინც წერდა იმის + თარჯიმნების და + დროის ბრალიაო. აი როგორ რამეებზე იყო იცით? დაბადების პირველივე მუხლები არის ესეთი, რომ ” იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე”. ხოდა მაშინ, როცა წერია , რომ ღმერთისთვის დრო არ არსებობს, უსასრულობები და ა.შ. ეგ ფრაზა არამართებულია, კიდე იყო “მეშვიდე დღეს დაისვენა”-ზე.. დაისვენა რას ნიშნავს? ღმერთი ! – დაიღალა? :D 30 წელი დავუთმეო ამ კვლევასო და ძალიან ბევრი რამეები იყოვო. და ყველაფერს აქვს თავის ახსნა. ანუ, ხომ არის კაზუსი. იმისათვის, რომ დაადასტურო, რომ ეს კაზუსია, უნდა გქონდეს ამის ორი არგუმენტი მინიმუმ. ხოდა ამ კაცმა ორ არგუმენტს + ახსნა მისცა, რომ რის გამო მოხდა ეს უზუსტობა. საბოლოოდ, ბიბლია მაინც ითვლება სიმართლედ. ერთ თვეში კიდევ გვექნება შეხვედრა, ხოდა მანამდე გვეტყვის ადგილებს, რომლებიდანაც იქნება შემდეგი კაზუსები და ჩვენ უფრო არგუმენტირებულად შევძლებთ ვუპასუხოთ, კაზუსია, თუ არა ეს მართლა. აი მარტო იმას ვიტყვი, რომ პირველი ადამიანია, ვინც დამარწმუნა ბიბლია წამეკითხა, თუნდაც იმიტომ, რომ მერე რაღაცა ან დამეჯერებინა, ან არ, მეკრიტიკებინა, ან არ… :D
- და პ.ს. მამაჩემი ეს დღეები სულ bibel.tv-ს ათვალიერებს და უყურებს რაღაცეებს. ერთ ებრაელ ქალთანაა ხოლმე ბევრი ინტერვიუები [მამაჩემს ებრალები, იუდაიზმი და მოკლედ, იქაურობა უყვარს ძალიან ]დღეს უყურებდა ” იყო თუ არა იესო პაცეფისტი”.. ხოდა ნუ დასკვნა ის იყო, რომ თავდაცვის მომხრე იყო, მაგრამ თავდასხმის – სასტიკი წინააღმდეგი..
მოკლედ, მე ისევ თეოლოგიაში გავიჭერი და აღარ მინდა შარშანდელივით დავიკარგო :mrgreen:












