Posts Tagged ‘tiny.ge’

happy birthday

დაახლოებით ერთი თვის წინ, 28 ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით უნდა მიმელოცა ჩემი ბლოგისთვის დაბადების დღე. გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, დავწერე პოსტი და ბოლოს სულ სულ პირველი პოსტის გალინკვისთვის მოვძებნე ის პოსტი და სახე შემეცვალა თარიღი რომ დავინახე..

SGPhoto_2009_11_27 12_12_38

საიდან მახსოვდა ეს 28, დღემდე აზრზე არ ვარ..თან ისე დარწმუნებული ვიყავი, არც მიფიქრია გადამოწმება. ჩავვარდი თითქმის ისტერიკაში, მთელი პოსტი წავშალე [ამ დროს ვნატრობდი, რომ პოსტი ქაღალდზე ყოფილიყო და უფრო კარგად შემეგრძნო მისი განადგურება :D] და განვაცხადე Read the rest of this entry »

დოდკა კარგი გოგოა!

ააა! [სხვა რანაირად უნდა დამეწყო პოსტი]

მოკლედ.. ალბათ ნახეთ დოდკას პოსტი და 5000-ე კომენტარის ავტორისთვის საჩუქარი რომ უნდა გადაეცა..

ძველი კლასელების გარემოცვითურთ სახლში ამავალი ვხედავ დოდკას. აქ დაახლოებით წამის მეასედში გამიელვა ათასობით აზრმა:

  • კარგი,მელანდება,მელანდება,მაგრამ დოდკა რა პონტში?..
  • ვა,დოდკას ზუსტად ესეთი მაიკა აქვს
  • ვა..მაიკას ზოლები ისე აქვს, თითქოს ფეხმძიმეს აცვია
  • ვა,ყვითელი თმა
  • ვა… დოდკა oO

აქ, რომ მივხვდი, რომ არც მელანდებოდა და არც მსგავსი მაიკა ეცვა ვინმეს, მერე იმის ვერსიები გამეფიქრა, რატომ უნდა ყოფილიყო დოდკა აქ. ერთადერთი ვერსია, რაც მომდიოდა, იყო, რომ ვინმე ახლობელთან იყო გამოსული. ხოდა რომ მომიახლოვდა და რომ თქვა “ააუ რატომ ხარ სახლშიო”, მაშინ გამიარა მთელმა ცხოვრებამ თვალწინ :mrgreen:

მოკლედ, ამოიღო ჩანთიდან რააღაც საჩუქრული ჩანთა, იქედან კიდე ამოიღო ჭიქა და ააა ! ერთ მხარეს ის, მეორე მხარეს მე :ყეეე: მოკლედ, ამოვედით სახლში, მივაყარე კითხვები, რაღაცეები.. ნუ აღარ მახსოვს, დაახლოვებით- რას შეჭამ, რას დალევ და ა.შ. მერე როგორც იქნა იმისთვისაც მოვიცალე მეკითხა რაატომ მაჩუქა. ხოდა მერე გავიგე, რომ ბედნიერი კომენტარის ავტორი მე ვყოფილვარ :ბის:

მერე გამოვკითხე როოგორ მომაგენი და ა.შ. და მოკლედ ააა! ეხლაც ის ვარ.. აჟიტირებული.. მალე წავიდა, თორე ალბათ რაც სახლში მქონდა ყველაფერს თავზე დავადებდი შეჭამე,დალიე მეთქი :mrgreen: ეს ჩემი თავისებური ინსტიქტია ..

მოკლედ, აარ ვიცი იმაზე მაგარი შეგრძნება რა არის, როცა დოდკა მოდის შენთან  სახლში და მოაქვს შენთვის ყვეელაზე მაგარი საჩუქარი მათ შორის, რისი მოფიქრებაც შეიძლებოდა : ))  Read the rest of this entry »

Welcome !

პირველი ხელთქმნილი პოსტი ამ ბლოგზე : )) დანარჩენი ხელთუქმნელი იყო, დაიმპორტებული :დ .

გადმოვბარგდი და ველქამ ჩემს ახალ ბლოგზე.. დილას რომ მივიღე Godaddy-ს საპორტისგან წერილი და ანგარიშიდანაც ჩამოჭრილი დამხვდა თანხა, გამიბრწყინდა თვალები.  უცებ ვერაფერი ვერ მოვახერხე,ლექციაზე გავიქეცი და რომ მოვედი უკვე გაკეთებული დამხვდა თითქმის ყველაფერი. პოსტებს აიმპორტებდა უკვე მარუსა. მე ხომ ძალიან ბატი ვარ, ყველაფერს ის მიკეთებს :ლოვე: დაჟე ეხლა დავალება მაქვს, გასულია და სანამ მოვა ვორდის დოკუმენტი უნდა დავახვედრო რეები მინდა ბლოგზე რომ ვქნა, სხვადასხვა “ფინტიკლუშკები” :დ ..

ძალიან მაგარი შეგრძნება იყო პირველად რომ დავინახე ჩემი URL და ბლოგი. სა-კუ-თა-რი! : )

სტატისტიკას ვკარგავ სამწუხაროდ. ტოპ.გე-საც მგონი რამოდენიმე დღე ჭირდება აზრზე მოსასლველად. მოკლედ, ძალიან დასალაგებელი ვარ ჯერ. აი დაახლოვებით ისე ვარ, ახალ სახლში გადაბარგებისას სტუმრები რომ უნდა მოვიდნენ და დიასახლისი ჯერ რომ მზად არ არის და ფაცი-ფუცობს : )))

ბოლო სტატისტიკები იმ ბლოგზე  :

256პოსტი

1622 კომენტარი

untitled

ვამაყობ, რომ 7 თვეში ამდენი მოვახერხე.  ააბა დავიწყეთ ათვლა ახლიდან :დ ..

პ.ს. ბლოგროლისთვის გავაკეთე ცალკე გვერდი : Links

თუ საკუთარი თავები ვერ აღმოაჩინეთ, მაშინვე დამიკომენტეთ ბლოგის ლინკიანად იქ და ჩავამატებ მაშინვე.

tiny.ge is coming soon

Hello,
This is to inform you that registration for the domain name tiny.ge has been completed and will be in effect during next 12 hours.
As the result: tiny.ge

დავსაჩუქრდი ამ დილას წერილით. გადავედი ლინკზე და ვიხილე სანუკვარი სიტყვები :  This Web site coming soon . ძაან მაგარი განცდაა  !  მაშინვე ვახარე სვითის და დავიწყეთ დიზაინების შერჩევა.

არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ ამ მძიმე პროცესს,  დიზაინის არჩევას მირჩევნია :

  • არათუ სახლის დალაგება, არამედ ერთ დღეში ყველა ოთახის ძირფესვიანი დასუფთავება !
  • ბორშის გაკეთება
  • პოლიტიკაზე ლაპარაკი
  • ფორუმებზე ქალიშვილობის ინსტიტუტის თემაში ჩხუბი o_O

მგონი მეტის გაგრძელებას არ აქვს აზრი. მიხვდებოდით მდგომარეობის სირთულეს.

მარი მილინკავდა და მილინკავდა დიზაინებს, მე ვიწუნებდი და ვიწუნებდი. იმას ეს არ უვარგა, იმას ის არ უვარგა.. ბოლოს მივხვდი, რომ ცოტა ხანში იმ დიზაინებს დაჭმუჭნიდა და მაჭმევდა, ამიტომ ვუთხარი მეთვითონ განვაგრძობ ძებნა-ძიებას მეთქი. დავიხმარე გუგული სერჩაძე [(c) sin165] , ინგლისური, რუსული და გერმანული გუგლების მოძიებული მთელი ვორდპრესის დიზაინების საიტები დავჩხრიკე. ეს არ ვიკმარე და ლანდიშას მივმართე. იქნება იმან რამე განსაკუთრებული იცოდესთქო. დამილინკა ბევრი რამეები და ახალი თავსატეხები გამიჩინა. ამჟამად ჩემს ოპერაში გახსნილი მაქვს 5 ცალი დიზაინების სარჩევი ალაგი და ვკლიკავ და ვკლიკავ. არ ვიცი რისი იმედი მაქვს, მგონი ველოდები, რომ ერთი ნახვით შემიყვარდეს რამე დიზაინი ! ასე კიდე არაფერი გამოვა ვგონებ..  Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)