Posts Tagged ‘tiny’
weekend
weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.
ან ვგეგმავ, რომ ” დღეს სახლში ვარ და მოდი, ბარემ ჩემს კარადას დავალაგებ”, “დღეს სახლში ვარ და მოდი, იმ ბოლოკაბას შევკერავ ბოლოსდაბოლოს”, “სახლში ვარ და wishlist-ის და აუცილებელი პოსტებს კრებულის პეიჯებს გავაკეთებ”, Read the rest of this entry »
Welcome !
პირველი ხელთქმნილი პოსტი ამ ბლოგზე : )) დანარჩენი ხელთუქმნელი იყო, დაიმპორტებული :დ .
გადმოვბარგდი და ველქამ ჩემს ახალ ბლოგზე.. დილას რომ მივიღე Godaddy-ს საპორტისგან წერილი და ანგარიშიდანაც ჩამოჭრილი დამხვდა თანხა, გამიბრწყინდა თვალები. უცებ ვერაფერი ვერ მოვახერხე,ლექციაზე გავიქეცი და რომ მოვედი უკვე გაკეთებული დამხვდა თითქმის ყველაფერი. პოსტებს აიმპორტებდა უკვე მარუსა. მე ხომ ძალიან ბატი ვარ, ყველაფერს ის მიკეთებს :ლოვე: დაჟე ეხლა დავალება მაქვს, გასულია და სანამ მოვა ვორდის დოკუმენტი უნდა დავახვედრო რეები მინდა ბლოგზე რომ ვქნა, სხვადასხვა “ფინტიკლუშკები” :დ ..
ძალიან მაგარი შეგრძნება იყო პირველად რომ დავინახე ჩემი URL და ბლოგი. სა-კუ-თა-რი! : )
სტატისტიკას ვკარგავ სამწუხაროდ. ტოპ.გე-საც მგონი რამოდენიმე დღე ჭირდება აზრზე მოსასლველად. მოკლედ, ძალიან დასალაგებელი ვარ ჯერ. აი დაახლოვებით ისე ვარ, ახალ სახლში გადაბარგებისას სტუმრები რომ უნდა მოვიდნენ და დიასახლისი ჯერ რომ მზად არ არის და ფაცი-ფუცობს : )))
ბოლო სტატისტიკები იმ ბლოგზე :
256პოსტი
1622 კომენტარი

ვამაყობ, რომ 7 თვეში ამდენი მოვახერხე. ააბა დავიწყეთ ათვლა ახლიდან :დ ..
პ.ს. ბლოგროლისთვის გავაკეთე ცალკე გვერდი : Links
თუ საკუთარი თავები ვერ აღმოაჩინეთ, მაშინვე დამიკომენტეთ ბლოგის ლინკიანად იქ და ჩავამატებ მაშინვე.
დღე!
:mrgreen: აბა გამოიცანი რატომ არ ქვია პოსტს დღე მეორე
გუშინ პოსტის დაწერისთანავე pm მომწერა სისტერმა[თსუ-ს ფორუმი. >ამ პოსტში< მყავდა ნახსენები თუ პომნიტე..], რომ გული დამწყდა ასეთი პერიოდი რომ გაქვთო და წარმატებებიო და კიდე იმ პოსტის ბოლო ფრაზაზე ცრემლები წამომივიდაო. უუ ცრემლი მერე იყო თუ იყო :დ ძაან გული ამიჩუყდა მაგ პმ-ზე :უსერ: და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დავშორდები და ფორუმით გადავიტან და ა.შ.
ცოტა კარგად რომ ვიგრძენი თავი და მეთქი თიინი, რა მოხდა ერთი კვირა? შენგან დასვენება უნდა უბრალოდ.. ხოდა ნელ-ნელა დავიგრუზე. სხვადასხვა ვერსიები, რომ ალბათ სხვა ყავს, ალბათ ის, ალბათ ეს და საკუთარ ფიქრებზე დაბოღმილმა მესიჯი მივწერე ისეთი, ალბათ ჩემი ყვირილი ესმოდა რომ კითხულობდა :დ მეთქი ერთი კვირა პოხ, ეხლავე მითხარი ! ნუ არ მომწერა ერთი 20 წთ და მსნ-ში შევედი და იქ მივწერე. ვილაპარაკეთ..ბევრი ვილაპარაკეთ..მერე ისეთები მითხრა, რომ დავშორდით [ისეთები რა..დაახლოვებით შენ ის არ ხარ, ვინც ბოლომდე გამიგებს და ა.შ. ] ხოდა ეგ რომ მითხრა მეთვითონ ვუთხარი- ვსო, დავშორდით-მეთქი, მერე საშინელებები ვუთხარი, რომ შენ მე ჩემი თავის რწმენა წამართვი და რაღაც რეჩი და ბოლოს მიყვარხარ და და უცებ ბლოკ მსნ, ბლოკ სკაიპ და გავვარდი საწოლში. აა როგორ ვღნაოდი :დ აი წიპა- მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა:ლოლ:მერე მსგ მომწერა, რომ ასე გავარდნა ნეგატიური დასასრულიაო . ის ერთი წელი გაიხსენეო, მე კარგად ვიყავიო და ა.შ. ამაზე იასნა უფრო მოვიშალე, ამის წყნარი ტონი ნერვებს მწიწკნიდა იმენა :დ ხოდა კიდე ღნავილ, ღნავილ, + მესიჯი, რომ მე ყველაფერს ვნანობ რაც იყო და ა.შ. აი იმ წამს მართლა მერჩივნა ის ერთი წელი არ ყოფილიყო , იმიტომ, რომ კარგი რამე როცა მთავრდება, ჯობია არ იცოდე რა კარგი იყო : ) ბოლოს ისე დავამთავრე, რომ თუ მაგის მეტი არაფერი გაქვს მოსაწერი აღარ მომწერო, მე ვნანობთქო და ნუ იმან- ძალიან ცუდიო და ვსო..გავიდა გძეტა 10 წუთი და აი ყველაფერმა თავში დამიარა. მეთქი რას ვაკეთებ, რისთვის ვკარგავ ყველაფერს. ჩემი უაზრო ხუშტურების გამო, რომ თურმე ყოველ წუთს უნდა ვიცოდე სად არის, უნდა გაუძლოს ჩემს ეჭვიანობას, ისტერიკას ყოველ ერთ კვირაში რეჩით- მოგბეზრდი და ა.შ. კიდევ ბევრ იდიოტიზმს. მაშინ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც იმას ჭირდება. არც მე მჭირდება.. პროსტა ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ორივე ერთმანეთისას მივერეკებოდით და არც ერთი არ ვიცვლებოდით. არადა მე შემეძლო შეცვლა , რომ მცოდნოდა, რომ ამას დაშორება მოყვებოდა. ხოდა მივხვდი, რომ დიდი შეცდომა იქნებოდა ეხლა დაშორება. მეთქი დაი შანს, მეორე.. მერე მსნ-ში შევვარდი და მივაყარე ყველაფერი, რომ ასე და ასე, მე შევიცვლები და ა.შ. ხოდა დღეს უნდა ვნახო : )) ის რასაც ითხოვს, იმდენად ელემენტარულია, რომ პროსტა ვალდებული ვარ შევუსრულო :დ იმის გამო ვარ ვალდებული, რომ ერთი წელი უძლო ყველაფერს..მერე მროველას მივწერე რეებიც მოხდა [ნუ ის იცოდა, რომ ვშორდებოდით ] , ისიც მივწერე რეებსაც მივხვდი და მითხრა- მაგიტომაც მევასებიო :უსერ: სხვათაშორის ბევრი ვიფიქრე, რომ ღირდა თუ არა თავიდან დაწყება და ეს ფიქრნი მროველას გავუზიარე და სწორად იქცევითო მითხრა :უსერ: .. მოკლედ, ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა. აი პრომის ეგრეც იქნება..
კიდევ ერთი რამე, რაც აუციელებელია.. როგორც კი “დავშორდით”, მეთქი ეხლა ნიკს რა ვუყო, ავატარს რა ვუყო, ბლოგს რა ვუყო და ა.შ. მივხვდი, რომ ბლოგის წაშლა პროსტა არ შემეძლო..ნიკებს მივადექი და ცოტა-ცოტა დავცვალე. ეს აუცილებელია . კიბორგა მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ კაკრაზ მაგას ფორუმზე ერთ-ერთ თემაში :
დაიბრუნე ძველი ნიკი, ძველი ალტერ ეგო, ძველი გამტრაკებლობა და შეინარჩუნე ის რაც მას დააინტერესა in the beginning – ყველა კარგავს ინტერესს ადამიანიასადმი რომელიც იცვლება იმ საწყისიდან რომელიც მოგწონდა… ნუ თუ ეს ცვლილება აგავორენნი და/ან საკუთარი განვითარების მიმარტულებით არ არი. think about it
© პრემუდრი cyborg რაზდაიოტ სავეტი.
ხოდა გუშინ ჩავწვდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებას :დ როცა მაქვს ნიკი LadyCrow, მინდა თუ არ მინდა, ვასოცორდები BigCrow-სთან, რომელიც ჩემამდე იყო :დ.. როცა მეგონა, რომ დავშორდით, პირველი, რისი მოშორებაც მინდოდა ნიკი იყო..ხოდა მართალია არ დავშორდით, მაგრამ ნიკის შეცვლა მაინც გადავწყვიტე : ) ჯერ მეთქი ქრცვინი ვიქნები ისევ, მაგრამ აარ დამევასა.. ხოდა გამახსენდა კოტემ რომ მითხრა ადრე, tiny დაირქვიომომეწონა მაშინაც.. ხოდა აგერ, ალბათ ხედავთ, რომ პოსტი არის by tiny,თინი-დ იკითხება მშვენივრად :დ . . აუ ტრანსლეიტ.გე-ზე თინის ყველა განმარტებაა მაგარი :
tiny – adjective ძალიან პატარა, პაწაწა, ერთი ნამცეცა, ერთი ბეწო.
ეს ბევრ რამეს გაგვიადვილებს. უნდა ვისწავლო როგორია მისგან დამოუკიდებლად ყოფნა. უნდა ვისწავლო, რომ ადამიანები, რომლებიც მისი მხრიდან გავიცანი , მასთან ასოცირებულად არ უნდა აღმიქვამდნენ და ა.შ. საბოლოოდ, აი მიუხედავად მთელი ამ ნერვიულობისა, მაინც კარგი იყო ის ნახევარი საათი, როცა საბოლოოდ დაშორებულები ვიყავით, იმიტომ, რომ იმ ნახევარ საათში მივხვდი იმ შეცდომებს, რაც აღარ უნდა გაიმეორო : )) ასთე რომ დაგიბრუნდით :ბის:













