Posts Tagged ‘teentv’
ნატანჯი სიუჟეტი
ცოტა ხნის წინ “ჩვენი ექსპრესი”-დან დაგვიკავშირდნენ რამდენიმე ბლოგერს და გვითხრეს, რომ უნდოდათ სიუჟეტის გაკეთება ბლოგერებზე, ქართულ ბლოგოსფეროზე და მკითხეს თანახმა ხარ, თუ არაო. ამ კითხვას რომ მისვამენ, სულ მიკვირს- რატომ არ უნდა ვიყო თანახმა. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი, რაც ბლოგების პოპულარიზაციისთვის კეთდება, კარგია.
პირველი საუბრის მერე ცოტა დიდი პაუზა იყო, თურმე იმის ბრალი იყო, რომ ჯერ სიუჟეტის გადაღებაზე უარი უთქვამთ და ხმლით და ფარით მოუპოვებია უფლება გიოს :D მერე ამინდებმა აგვრია და მოკლედ, ბოლოსდაბოლოს ძლივს შევხვდით ლიტერატურულ კაფეში.













