Posts Tagged ‘sweet november’
life or something like
“პოსტი არ მომწონს და მაინც ვაპაბლიშებ”-ს მოტივებზე..
ორი დღეა მეუბნებიან, ბედნიერად გამოიყურებიო. ჯერ ზურიუსმა მითხრა, მერე დღეს უნივერსიტეტში რომ მივედი თითქმის ღამენათევი [2 დღეა საშინლად მძინავს], ღამე შერჩენილი მაკიაჟით და თითქმის წაშლილი სახით, უცებ მეუბნებიან- როგორ გიბრწყინავს თვალებიო o_O მეთქი- ჰა? ვინმეში ხომ არ გეშლებით? მაგრამ ასე ერთბაშად ყველა პირს ხომ არ შეკრავდა, ხანდახან მართლა არის ხოლმე, რომ შინაგანად მჭირს რაღაც და სანამ არ დავფიქრდები, შეიძლება მთელი დღეები ვიარო ასე გაურკვევლად..დღის კითხვა- რა მიხარია?
რამდენიმე დღის წინ ვუყურე Life Or Something Like-ს- ფილმის გმირს ერთი ადამიანი ეტყვის, რომ რამდენიმე დღეში უნდა მოკვდეს [ზუსტ საათსაც კი ეტყვის] და იმის გამო, რომ იმ კაცის ნათქვამი ყველაფერი მართლდება, ესეც დაიჯერებს და ფილმი იმაზეა, როგორ ატარებს თავის ბოლო დღეებს.. იმისთვის, რომ ბოლომდე მივხვდეთ პოსტის განწყობას, sweet november-იც გავიხსენოთ.. მაინც.. Read the rest of this entry »
just married..
ორი დღეა ცოტა ხნის წინ გაღორების შედეგად ერთად 6 გადმოწერილი ფილმის ყურებას ვცდილობ, მაგრამ ინტერნეტი ისე შემიტყუებს ხოლმე, ვეღარ ვიცლი. არადა დღეს უკვე ვგრძნობდი, რომ პმს-ი და დაძაბული ურთიერთობები ფილმს მოითხოვდა! თანაც ისეთ ფილმს, აი რომ არ გძაბავს შინაარსით და თან რომ ოპტიმიზმს გიბრუნებს. მართლა მჭირდებოდა განტვირთვა, ავდექი და ჩავრთე ერთ-ერთი-just married. ფილმი არის წყვილზე, რომელსაც დაქორწინებამდე სულ “თაფლობის თვე” ქონდათ და ნამდვილი თაფლობის თვის დროს დიიდი პრობლემები დაეწყოთ.. it’s funny, მაგრამ ძალიან გულზე მომხვდა ჩემი არეული ურთიერთობის ფონზე :D მაგრამ მაინც მართლა ძალიან სასაცილოა, ბოლოში კიდევ ცოტა ცრემლებიც, თუ პმს-ით ხართ დამძიმებული :D Read the rest of this entry »












