ძალიან ბევრჯერ, ბევრგან და ბევრისგან გამიგია, რომ ონლაინ შოპინგისგან თავს იკავებენ. სხვადასხვა მიზეზების გამო… ერთ-ერთ მიზეზად სიძვირეს ასახელებენ. უფრო სწორად იმის გამო, რომ თვლიან, აქ უფრო იაფად, ან იმავე ფასად იყიდიან.
გადავწყვიტე რამდენიმე მარტივი მაგალითი მომეყვანა იმის დასტურად,
რომ ასე სულაც არ არის:
რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ჩემი მორიგი შეკვეთა და სანისთან ერთად წავედი usa2georgia-ში , ერთი რეისით ჩამოვიდა ჩვენი რაღაცეები. როგორც აღმოჩნდა, სანის თავისი საბანკეტო კაბა ჰქონდა გამოწერილი, რომელმაც შეფუთულ მდგომარეობაში სახლამდე,რა თქმა უნდა, ვერ მიაღწია. სადღაც სკვერში დავსხედით და იქ გავხსენით :D (დაწვრილებით: http://saniday.wordpress.com/2010/05/13/online-shopping-yay/ )ეს არის twilight-ის bellaს კაბას ზუსტი ანალოგი, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, სანი ჩაიცმევს ბანკეტზე. და აბა რა ღირდა ეს კაბა? ჰმმ..სულ დაჯდა 50$-მდე!

აქვე, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ სხვადასხვა რამეების ფასებს და თავად შეადარეთ აქაურ ფასებს:


რამაც ყველაზე დამაინტერესა დღევანდელი თვალიერებისას ,საცურაო კოსტუმები! სეზონი ახლოვდება და რომელიმეს გამოვიწერ ალბათ ))

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეალურად არაფერს არ აგებ, პირიქით იგებ და ფასების გარდა რა ღირსებები აქვს ონლაინ შოპინგს ახლავე გეტყვით:
ხარისხში განსხვავება
მე პირადად, იმ ფასად, რასაც ონლაინ შოპინგით ნაყიდ ნივთებში ვიხდი, აქ ისეთივე კარგ ხარისხს ზუსტად ვიცი ვერ ვიყიდი…
იმ ფასზეც აღარაა ლაპარაკი, ერთ კარგ მაგალითს მოგიყვანთ:
ერთმა ნაცნობმა, ამაზონიდან ნამდვილი new balance-ს
ბოტასი გამოიწერა 50$-ად. (sale-ს დროს) (ჩამოტანიანად 60$) მაშინ, როცა აბსოლიტურად ანალოგი (უფრო სწორად, დუბაიში დამზადებული ანალოგი)
სპორტის სამყაროში ღირს 350 ლარი! ჩვეულებრივ, სეილის გარეშე იგივე ბოტასი , 80$ ღირს. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ორჯერ ნაკლები ჯდება ამაზონიდან გამოწერა
კიდევ ერთი მაგალითი, სვაროვსკი. აი, ზუსტად ეს სამაჯური, აბანოთუბანში რომ არის სვაროვსკის მაღაზია, იქ ღირს 250 ლარი :|

ფართო არჩევანი/პრაქტიკული
საშუალება გაქვს განუსაზღვრელი რაოდენობის ტანსაცმლიდან ამოირჩიო. თანაც ისეა დაყოფილი კატეგორიებად, რომ სულ არ გიწევს კითხვა-კითხვით სიარული და ფეხების დაწყვეტა სასურველი პროდუქტის მისაგნებად. მაქსიმუმ თვალები დაგეღალოს და ნერვები აგტკივდეს იმის გამო, რომ ყველაფერს ვერ დახვეტავ, რასაც ონლაინ მაღაზიებში ნახავ :D
თანაც, შოპინგზე რომ მიდიხარ, ასეა, რომ იმ დღისითვე ყიდულობ რაღაცას. არა,ზოგი არის, რომ თვეობით შეუძლია იაროს ერთი რამის ასარჩევად, მაგრამ მე თუ გავედი, სახლში ცარიელი არ ვბრუნდები, თუნდაც არც ისე კმაყოფილი ვიყო შენაძენით (მეორედ გასვლის ნერვები სადღა მაქვს). ონლაინ მაღაზიებში კიდევ შეგიძლია არჩიო რამდენ ხანსაც გინდა (თუ მაინცდამაინც სეილში მყოფი რაღაც არ გინდა სეილის ბოლო დღეს).
გარდა ამისა, ადვილად შეგიძლია უამრავ ადამიანს ჰკითხო აზრი- ღირს, თუ არა კონკრეტული რამის გამოწერა. აი, თაას მაგალითს განახებთ, როცა მან ფორუმზე და ფეისბუქზე გამოკითხვასავით მოაწყო და უმრავლესობის “გადაწყვეტილებით” იყიდა ერთი ფეხსაცმელი:
http://taa.ge/2010/05/ვიყიდე/
განსხვავებული!
ვაიმე, რამდენჯერ მინახავს თბილისში რაღაც კონკრეტული ჩექმა “მოდებული”. ყოველ მეორეს რომ აცვია)) მეც შემხვედრია ჩემნაირ ფეხსაცმელიანი და მაშინვე სევდას მივეცემი ხოლმე. ონლაინ შოპინგი მეტნაკლებად ხსნის ამ პრობლემას…
პ.ს. ვინმემ სვითის ვიდეო ტუტორიალით თუ ვერ გაიგეთ (მე ზუსტად ეგ ვიდეო დამეხმარა და მარტომ გამოვიწერე), შემიძლია სკრინშოტებიანი პოსტი გავაკეთო და თუ ვინმეს სჭირდება, მითხარით.