Posts Tagged ‘strikeball’
ჩემი პირველი ომი
რამდენიმე დღის წინ, iwpr-დან დამირეკეს (სადაც არჩევნების დროს ვმუშაობდით ბლოგერები ) და მითხრეს, რომ კვირას ტრენინგს აწყობდნენ ჩვენთვის. თურმე ჟურნალისტებისთვის ხშირად არის ასეთი ტრენინგები და ახლა ბლოგერებისთვისაც გააკეთეს- უნდა წავსულიყავით ომში, გამოგვეტანა ინფორმაცია და თან გადავრჩენილიყავით, რაც მთავარია :D
რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი მონაწილეობას, ძალიან დამაინტერესა. თან წარმოდგენა არ მქონდა რა ხდება სტრაიკის თამაშისას. ერთი ის ვიცოდი, რომ ძალიან ჰგავს ნამდვილ ომს : ))
მოკლედ, კვირას მივედით ოფისში და ნინომ პატარა ტრენინგივით ჩაგვიტარა- წაგვიკითხა წესები, რომელსაც ექვემდებარებიან ჟურნალისტები ომის დროს.
თურმე ჟურნალისტს არ აქვს უფლება ჩაიცვას კამუფლაჟი. არა, კი ბატონო, ჩაიცვას, მაგრამ ასე პირდაპირ სამიზნე გახდება :D უნდა ეცვას ჩვეულებრივ და სპეციალური ჟილეტი ზევიდან, წარწერით PRESS, რომ დაინახონ მებრძოლებმა. თუმცა, როგორც აგვიხსნეს მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ ჯარისკაცებს პრესა და
ამიტომ სასურველია ფეხებში არ მოედო…
მე ხომ ძალიან ლოგიკური ვარ საერთოდ და ჯერ იყოდა კრემისფერი ზედა წავიღე შემოსაცმელად და თანაც კეტები მეცვა კამუფლაჟიანი:D (ესეც კი არ შეიძლება! ) თამაშის დროს ჯერ გადავწყვიტე არ ჩამეცვა არაფერი ზევიდან, ყავისფერი მაისურით გავსულიყავი, მაგრამ პირველივე წუთებისას ომი რომ დაიწყო, ისე გავიკაწრე სირბილისას, რომ ჯობდა ჩამეცვა ის ღია ფერის..
წესებს რომ გვიკითხავდა, თანდათან დავიძაბე. Read the rest of this entry »













