Posts Tagged ‘snow’
ზამთრის მოტივებზე..
ზამთრის დადგომას მაშინ ვგრძნობ, როცა მაუსზე და კლავიატურაზე ხელი მიმეყინება ხოლმე, განსაკუთრებით მარჯვენა ხელი მეყინება.. და კიდევ მაშინ, როცა ფანჯარას გამოვაღებ ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით და ცხვირთ დამწვარი საბურავების არომატი შემრჩება ხოლმე..
ორ დღეში ჩემი არატკბილი ნოემბერი დამთავრდება- საყვარელი თვეა ჩემი. ზამთარი იწყება,რომელსაც პატარაობაში ვერ ვიტანდი, ისევე, როგორც წვიმას, ქარს და ა.შ. პატარას ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა რომელიმე მათგანის გამკლავება.
წვიმისგან დასველება კატასტროფად მეჩვენებოდა, ქარიც უფრო ადვილად მაფრიალებდა და თოვლი კიდევ მარტო საყურებლად მომწონდა, ამ მხრივ არ შეცვლილა არაფერი- ისევ საყურებლად მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა გუნდაობისას ყველაზე მეტი მე მხვდებოდა :D Read the rest of this entry »













