Posts Tagged ‘samsung’
ბლოგერის აღჭურვილობა
ლეპტოპი
და კიდევ ასე:
არადა ჯერ ერთი წელი ახლა ხდება მაისში, რაც ვიყიდე და უკვე რას დავამსგავსე… ნუ კლავიატურას არაუჭირს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთი ცალი ბისერის ბურთულაა ჩავარდნილი და ხან რომელ კლავიშში ეჩხირება, ხან რომელში. მერე კომპიუტერს ვაყირავებ და გორდება ხოლმე :D ამჯერად J-შია ჩასახლებული… ხელების განსათავსებელ ადგილს რაც შეეხება, დროზე არ მომაფიქრდა რამე გადასაკრავის ყიდვა და გახდა ასეთი :| მამა მეუბნებოდა ფრთხილად იყავი, შნურებამდე არ ჩახვიდეო :D კიდევ რა არ დავმართე- ბათუმში wi-fiს ჩართვის მცდელობისას მთლიანად დავბლოკე, windows-ის საკუთარი ძალებით გადაყენება მოვინდომე და ორი ცალი ერთად ჩავწერე და ვინ მოსთვლის კიდევ… მაგრამ ერთგულად მემსახურება. პირველად ლეპტოპის ჰაერივით საჭიროება ბარკემპზე ვიგრძენი. ვკვდებოდი ისე მინდოდა ნორმალურად დამეწერა ყველაფერი რაც იქ ხდებოდა… მოკლედ, მართლა აუცილებელი ატრიბუტია… Read the rest of this entry »














