შორეული 2013, ოპტიმისტურ…არა, ნამეტანი (!) ოპტიმისტურ მოტივებზე…
OMG, რამდენი ხანია არაფერი დამიწერია… ფაქტიურად იმის შემდეგ, რაც ის ბლოგერების რეალითი დამთავრდა რუსთავი2-ზე. ნუ, თუ დარჩა ვინმე ისეთი, ვისაც იმ პერიოდისთვის თვალი არ უდევნებია
(150 000 ვიზიტორი მგონი ცოტაა ბლოგისთვის იმ ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ოჯახშია ipad-ი)… მოკლედ დავწერ მათთვის, ვინც მხოლოდ გუშინდელი “პროფილი”-ს მერე შემოუერთდა ჩემს ბლოგს (ხო, პროფილში მოვყევი როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება ბლოგის გახსნამ)- ბლოგერების რეალითი ერთი თვის წინ დასრულდა. პირველ სეზონში ვეტერანები ვიყავით მიწვეულები. 13 ბლოგერი ვცხოვრობდით ერთად, ერთ wi-fi-იან სახლში. ნუ სიტუაცია იყო ვერ აღგიწერთ- ზოგი ყოფილი ცოლ-ქმარი, ზოგი ერთმანეთთან ნაჩხუბარი, ზოგი პირიქით- დადაქალებულ-დაძმაკაცებულები და ერთმანეთის პოსტებს ა-like-ბდნენ ფეისბუქზე! . უი, კინაღამ გამომრჩა-
სვითი და
კოტეც იყვნენ. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო ასეთ ფართო საზოგადოებაში მას მერე, რაც მეორედ იქორწინეს ერთმანეთზე. რეალითის არსი ჩვეულებრივ რეალითურ პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ვცხოვრობდით უბრალოდ… დავალება ის იყო, რომ ყოველი დღის ბოლოს უნდა პოსტი დაგვეწერა შიდა სიტუაციაზე. მერე მაყურებლები აფასებდნენ, უკეთესად გვიცნობდნენ და ამის მიხედვით წყდებოდა მონაწილეების ბედი. საბოლოოდ
ყვავამ მოიგო- ვინ თქვა არ უმართლებს ყვავას რეალითებშიო?
……
არ ვარ უკმაყოფილო, რომ ვერ გავიმარჯვე.ბევრი კარგი რამე გააკეთა ამ რეალითიმ. მაგალითად ის, რომ სიმართლის დროს წამყვანად მიმიწვია ტელეკომპანია იმედმა (დედაა, რა ბედნიერებაა!) მე კიდევ ავდექი და მოვითხოვე- ნანკა კალატოზიშვილი დამისვით სკამზე, თორემ არაფერსაც არ წავიყვან მეთქი. მართლა მომიყვანეს და იმაზე უარესი დავმართე, რასაც ის მართებდა ხოლმე თავის სტუმრებს. მოკლედ, ჩემი მისია შევასრულე და მაშინვე წამოვედი იმედიდან. აბა რაში მჭირდებიან, როცა მათი დაფარვის ზონა ახლა მხოლოდ სართიჭალის ოლქია და მე კიდევ ევროპის საუკეთესო ტელეკომპანიაში, რუსთავი2-ში ვმუშაობ :)
…..
ტრადიციულ ბლოგების მიმოხილვას ვერ მოვაბი რა თავი. ცალკე პოსტს კი მივუძღვნი, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია ორი ფაქტი არ აღვნიშნო:
- სვითიმ თავის მწვანე დიზაინი, რომელიც xiaxue-ს საქართველოში მეათე, საიუბილეო ვიზიტის შემდეგ დაიყენა, შეცვალა და ისევ ვარდისფერს დაუბრუნდა. უი მართლა, ის top.ge ს მთვლელი დავაბრუნებინეთ ბლოგზე , ბევრი ხვეწნის შემდეგ…
- დოდკამ ბოლო ორ წლიანი ყოველდღიური (არ ვაჭარბებ, გადახედეთ მისი ბლოგის კალენდარს, ერთი დღე არ გამოუტოვია. ანუ ორ წელიწადში 600-ზე მეტი პოსტი დაწერა!) პოსტვის შემდეგ ორი დღე ჩააგდო. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვღელავ ძალიან :(
პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურად… იმ კალათბურთელს დავშორდი 2010-ში რომ ვნახე ერთ მატჩზე და ორი წლის მერე რომ გავიცანი სადღაც. დღემდე არ მესმის რა მინდოდა მაგასთან:|
…
ხო, როგორც კი დავშორდი იმ ბიჭს, ერთ ჟურნალში, მგონი prime time ჰქვია, ისევ 60 თეთრი ღირს, მაშინვე განახლდა ჭორები, რომ მე და ილია მამაგულაშვილი ერთად ვართ. მერე პირველ არხს ეგ გამორჩებოდა? რაც თეა გვასალიამ “ამბობენ” განაახლა, ჩურჩულითაც ვეღარ ვბედავ რამის თქმას… ღმერთო ჩემო, ამდენი წელია ერთი და იგივე გრძელდება ჩვენს გარშემო! ეს ინტერვიუ რომ ვნახე, მაშინვე დავრეკე people-ს ქართულ ვერსიაში და ექსკლუზიური ინტერვიუ შევთავაზე. თვეში ერთხელ აუცილებლად მიწევს გამეორება, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ :|

"ამბობენ"-ში ჩვენი რამდენიმე წლის წინანდელი სურათი აჩვენეს. ან სად მიაგნეს...
უი, ილიაზე გამახსენდა… ორ კვირაშია ის კონცერტი, უკვე ორი წელი რომ მზადდება.
ნუ მთელმა მსოფლიომ კი იცის, მაგრამ მე მგონი დაწვრილებით არ დამიწერია:
აი თუ გახსოვთ, ნიჭიერის სულ სულ პირველ სეზონში რომ იცეკვა dangerous, ის უნახავთ mj ს პროდიუსერს და ქორეოგრაფს myvideo-ზე ორი წლის მერე და დაებადათ იდეა, რომ this is it გაეკეთებინათ, ზუსტი ანალოგია! და ილიას უნდა ეცეკვა ყველაფერი (რამდენიმე ცეკვა საკუთარი დადგმულიც დაამატა) ხმა MJ-სი დარჩება, რა თქმა უნდა… ერთ კვირაში ჩავალ ლონდონში. თან რამდენი ხანია neverland-ში არ ვყოფილვარ ილიასთან, მომენატრა იქაურობა…

უი ხო, იმ სახლში გადავედი…აი 2010-ში რომ ვინატრე, ბლოგინგიდან შემოსავლით მინდა ავიშენო მეთქი…

წავედი ახლა, მიშას ინაუგურაციაა ხვალ და მიწვეულები ვართ ბლოგერები, ტანსაცმელი მაქვს ასარჩევი და გავივლი ერთი სადმე…