Posts Tagged ‘online shopping’
Online Shopping-კითხვებზე პასუხი
ონლაინ შოპინგის შესახებ ბლოგის კომენტარებში და ფეისბუქის პმ-ებში მომრავლებული კითხვების გამო, ამ თემაზე წერა ისევ გადავწყვიტე.
ძირითადი კითხვები პირველ რიგში ეხება გადმომზიდ კომპანიას- საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ ხდება გადაზიდვა, დამრგვალების პირობები, გადახდის მეთოდები, გადაფუთვის წესები, რეისების განრიგი და ა.შ. თუმცა სხვა ათასგვარი წვრილმანი კითხვებიც არის- ერგება, თუ არა იქაური ზომები აქაურ ფეხის ზომებს, სანდოა , თუ არა ესა თუ ის საიტი და ა.შ.
ვეცდები გარკვეულწილად ვუპასუხო რამდენიმე კითხვას:
როგორც usa2georgia-ს წარმომადგენელი საბლოგეთში (:D), მათსავე პირობებს გაგაცნობთ (დანარჩენი გადმომზიდების არც ვიცი და პრინციპში არც დიდად ვიწუხებ თავს რამის გასარკვევად. რაც ვიცი ისიც საკმარისია იმისთვის, რომ მათი მომხმარებელი არ გავხდე :)) ).
ბოლო დროის ტოპ კითხვა:
რეგიონებში ტრანსპორტირება
ამ ზაფხულს რამდენიმე PM მივიღე ამ კითხვით. გარდა სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ინტერესისა ამასთან დაკავშირებით, მათაც აინტერესებდათ, ვინც მაგალითად დასასვენებლად წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე გამოიწერა რამე და უნდოდა სადაც იყო იქ მიეღო ამანათი.
რეგიონებში, მოგეხსენებათ ინტერნეტი მეტ და მეტ აქტუალურობას იძენს. ინტერნეტ კაფეებზე რომ არაფერი ვთქვათ, უკვე საკმაო რაოდენობის ოჯახს აქვს სხვადასხვა რაიონებში პერსონალური კომპიუტერი ინტერნეტითურთ. ასე რომ, ლოგიკურად ონლაინ შოპინგი მათთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა დამეთანხმებით, ცოტა ძნელია მაგალითად ბათუმში რომ ცხოვრობ და თბილისში რომ უნდა მოგივიდეს გამოწერილი ამანათი.
ამ ზაფხულს, usa2georgia-მ თავის მომსახურებას დაამატა ახალი სერვისი – 1 აგვისტოდან მათი მომსახურეობით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც გახდა შესაძლებელი. ამ ეტაპზე 7 ქალაქში მუშაობს:
- გორი
- ხაშური
- ქუთაისი
- ზუგდიდი
- სენაკი
- ბათუმი
- ფოთი
ქალაქის ასარჩევი ფუნქცია თვითონ usa2georgia-ს ფორმატშიც დაემატა საიტზე.
რეგიონებში საკურიერო მომსახურეობა 10 ლარი ღირს ერთ რეისზე- ამანათების ზომის, წონის და რაოდენობის მიუხედავად. სულ 2 კვირის წინ კი ერთი სასიხარულო ინფორმაციაც დაიდო მათ ბლოგზე:
“როგორც მოგეხსენებათ, რეგიონების საკურიერო მომსახურება ერთ რეისზე ამჟამად 10 ლარს შეადგენს, ამანათების რაოდენობის მიუხედავად. იმის გამო, რომ ამერიკიდან უკვე კვირაში 5 რეისი ჩამოდის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 10 ლარი მომხმარებელმა გადაიხადოს 1 კვირის განმავლობაში ჩამოსულ ყველა ამანათზე ჯამურად და არა ცალ-ცალკე რეისების მიხედვით. ამით მომხმარებელი მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხებს.”
საკურიერო მომსახურეობა შაბათ-კვირას მოქმედებს რეგიონებში, თუმცა ინვოისის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში აღარ იქნება.
რაც შეეხება მიღების წესებს, პარასკევს მიღებული შეტყობინებით, თქვენ გეცოდინებათ სად და როდის გაჩერდება საკურიერო მანქანა. წარმოადგენთ პირადობის მოწმობას (ასევე ვის სახელზეც არის ჩამოსული) და წაიღებთ ამანათს :)
შესაბამისად, ფაქტია გაცილებით ადვილია ბათუმში გამოწერილი ამანათი ჩამოგივიდეთ 10 ლარად, ვიდრე თქვენ თვითონ წამოხვიდეთ თბილისში. მგზავრობის ფასი ბათუმი-თბილისი შეადგენს 20 ლარს. წასვლა-წამოსვლა= 40 ლარი. რა ჯობია, 10 ლარი გადაიხადოთ, თუ 40? :D
ამ ზაფხულს ამ სერვისს საკმაოდ მოყვა გამოხმაურება და მაშინვე გამოჩნდნენ მომხმარებლები. ერთ-ერთ კლიენტს პირდაპირ პლაჟზეც კი მიუტანეს კუთვნილი ამანათი!
შემდეგი კითხვა, გადახდის წესები (რაც ფაქტობრივად წინა თემის გაგრძელებადაც შეიძლება ჩავთვალოთ) :
გარდა ჩვეულებრივი გადახდის აპარატებიდან და ბანკებიდან გადახდის ფუნქციისა, დაემატა თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკინგით გადახდაც. ინტერნეტ ბანკის
განყოფილებაში “ოპერაციები” აირჩევთ “სხვადასხვა გადასახადები”-ს და იქ დაგხვდებათ usa2georgia. მიუთითებთ ოთახის ნომერს და გადახდა მაშინვე დაფიქსირდება.
განრიგი და დამრგვალება:
ამანათები ცოტა ხნის წინ დამრგვალების გარეშე გაცემის რეჟიმში გადავიდა. 0,5 და 1 კგ.მდე წონიანები აღარ დამრგვალდება. მაგალითად, თუ მიიღებთ 0,3 კგ. წონის ამანათს, გადასახდელიც შესაბამისად იქნება $1,7. ეს უკანასკნელი ძააალიან ძალიან მიხარია იმიტომ, რომ სულ მალე დისკი უნდა გამოვიწერო და მცირე წონა აქვთ დისკებს,
მოგეხსენებათ…
რეისების განრიგშიც ცვლილებაა- უკვე ყოველდღე ხორციელდება. ანუ მაგალითად ამერიკაში ორშაბათს მისული ამანათები, გამოიგზავნება სამშაბათს.სამშაბათს მისული ოთხშაბათს, ოთხშაბათს მისული ხუთშაბათს და ა.შ.
რაც შეეხება ონლაინ შოპინგის სანდოობას, ძირითადად urbanog.com-ზე, amazon.com-ზე და forever21.com-ზე მეკითხებიან ხოლმე და შეგიძლიათ ენდოთ! ხო მართლა, მალე ზემოთხსენებულ დისკს შეიძლება რამდენიმე წიგნი და სხვადასხვა ნივთები მოვაყოლო ამაზონიდან და ეს იქნება შემთხვევა, როცა პირველად გამოვიწერ amazon.com-დან და ვეცდები ტუტორიალი დავწერო :)) ალბათ სვითის პოსტიც გამომადგება წიგნების იაფად გამოწერასთან დაკავშირებით: http://sweet.ge/how-to-buy-books-cheap/
ფეხსაცმელების ზომებიც ზუსტია (ყოველ შემთხვევაში, თუ რაღაც განსხვავებული სტილი არ არის და მაგალითად სიგანეში ვერ ჩაგეტიათ, ეგ იმათი ბრალი არ არის). აი აქვე დაგიდებთ ცხრილს, რომელშიც ჩამოთვლილია მსოფლიოში ფეხის ზომები და ცხრილის მიხედვით შეგიძლიათ მიუთითოთ გამოწერისას:

მოკლედ, ამ ეტაპზე მგონი სულ ეს იყო და თუ კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მკითხოთ და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. თუ ვრცელი პასუხი იქნება საჭირო- პოსტითაც კი :))
რატომ უნდა ი-online shopping-ოთ?
ძალიან ბევრჯერ, ბევრგან და ბევრისგან გამიგია, რომ ონლაინ შოპინგისგან თავს იკავებენ. სხვადასხვა მიზეზების გამო… ერთ-ერთ მიზეზად სიძვირეს ასახელებენ. უფრო სწორად იმის გამო, რომ თვლიან, აქ უფრო იაფად, ან იმავე ფასად იყიდიან.
გადავწყვიტე რამდენიმე მარტივი მაგალითი მომეყვანა იმის დასტურად,
რომ ასე სულაც არ არის:
რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ჩემი მორიგი შეკვეთა და სანისთან ერთად წავედი usa2georgia-ში , ერთი რეისით ჩამოვიდა ჩვენი რაღაცეები. როგორც აღმოჩნდა, სანის თავისი საბანკეტო კაბა ჰქონდა გამოწერილი, რომელმაც შეფუთულ მდგომარეობაში სახლამდე,რა თქმა უნდა, ვერ მიაღწია. სადღაც სკვერში დავსხედით და იქ გავხსენით :D (დაწვრილებით: http://saniday.wordpress.com/2010/05/13/online-shopping-yay/ )ეს არის twilight-ის bellaს კაბას ზუსტი ანალოგი, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, სანი ჩაიცმევს ბანკეტზე. და აბა რა ღირდა ეს კაბა? ჰმმ..სულ დაჯდა 50$-მდე!
აქვე, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ სხვადასხვა რამეების ფასებს და თავად შეადარეთ აქაურ ფასებს:
რამაც ყველაზე დამაინტერესა დღევანდელი თვალიერებისას ,საცურაო კოსტუმები! სეზონი ახლოვდება და რომელიმეს გამოვიწერ ალბათ ))
ხარისხში განსხვავება
კიდევ ერთი მაგალითი, სვაროვსკი. აი, ზუსტად ეს სამაჯური, აბანოთუბანში რომ არის სვაროვსკის მაღაზია, იქ ღირს 250 ლარი :|
ფართო არჩევანი/პრაქტიკული
განსხვავებული!
პ.ს. ვინმემ სვითის ვიდეო ტუტორიალით თუ ვერ გაიგეთ (მე ზუსტად ეგ ვიდეო დამეხმარა და მარტომ გამოვიწერე), შემიძლია სკრინშოტებიანი პოსტი გავაკეთო და თუ ვინმეს სჭირდება, მითხარით.
USA2GEORGIA
online შოპინგის “მსხვერპლი”, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანია. გოგოებს განსაკუთრებით გვიყვარს სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში ათასი წვრილმან-მსხვილმანის თვალიერება. თუმცა მე ყოველთვის რაღაცნაირად ვერიდებოდი ხოლმე ინტერნეტით რამის ყიდვას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრანსპორტირება არის რთული. არადა შენ გარანტიები გჭირდება, რომ შენი გამოწერილი პროდუქტი თავის დროზე, თავის ადგილას და მისაღები ფასით ჩამოგივა.
იმის გათვალისწინებით, რომ მე სტუნდენტი ვარ და საკუთარი შემოსავალიც ძალიან მცირეა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ოჯახი დამატებითი ხარჯებით დავამძიმო.
რამდენიმე დღის წინ, დავიწყე ძებნა გამართული სატრანსპორტო კომპანიისა. ასეთ დროს, რეკლამებზე და თვითონ იმ კომპანიების საიტებზე დაწერილ ინფორმაციებზე მეტად, მეგობრების კონსულტაცია გაინტერესებს. სანდო და პირველწყაროა, სხვა თუ არაფერი:) შესაბამისად, მეც ვკითხე რამდენიმეს.
ყველაზე გამოცდილი ამ საქმეში ვინ არის? sweety, რა თქმა უნდა. სვითი ლოჯიქსის მომსახურებით სარგებლობდა, მაგრამ ალბათ ყველას ახსოვს მისი და ლოჯიქსის კონფლიქტი http://sweet.ge/lojiqsi-mekaifeba/ ამ პოსტის წაკითხვისთანავე, ყველანაირი სურვილი გამიქრა მათთან თანამშრომლობის :D Read the rest of this entry »





















