Posts Tagged ‘oboba’
ჩემი ფობია
საერთოდ მშიშარა არ ვარ.. ბავშვობიდან ისეთი მედგარი [:D] ვიყავი, რომ არც სიბნელის შემშინებია და არც სიმაღლის და არც სხვა ესოდენ საშიში რამეების.. არ მაქვს სერიოზული ფობია ფაქტიურად. ერთადერთი ფობია, რომელიც არ მახსოვს რომელი ასაკიდან მაწუხებს, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან მაწუხებს, არის ენტომოფობია-მწერების შიში.
ყველაფერი, რასაც ბევრი ფეხი, აი წვრილი რაღაცეები [ულვაშებს რომ ეძახიან] და მწერისთვის დამახასიათებელი რამეებით მოძრაობს- მეზიზღება! ზიზღს თავი გავანებოთ და მეშინია. როგორც კი რამე მწერისმაგვარს ახლო-მახლო დავინახავ, მაშინვე წივილ-კივილს ვიწყებ. ერთი-ორჯერ შემომიტიეს გარშემომყოფებმა, არ სჯეროდათ, რომ მართლა ასე მეშინოდა o_O
მწერების შიშზე მეტად მაქვს ობობების შიში. ყველაზე საშინელი კოშმარები ობობებთან ასოცირდება. სულ პაწია რომ იყოს- შიშის ზარს მცემს! Read the rest of this entry »












