Posts Tagged ‘newstyle’
კოკოლი ცოცხალია!
OMG- მარტო ამის წარმოთქმა შემიძლია მოცემულ მომენტში! ფაქტიურად ვეღარ ვაზროვნებ დაღლისგან.
გუშინ, სახლში, მშვიდად და წყნარად ვიჯექი და ველოდებოდი ნიჭიერის დაწყებას, რომ 6 საათიან კურიერში ვნახე პირდაპირ ჩართვა კლუბ “კაშე”-დან, ნიჭიერის შემოქმედებითი ჯგუფი იქ აპირებს ყურებასო. მაშინვე ჩაერთო ჩემი ბლოგერული ინსტიქტები და დოდკას ვუთხარი, თუ მიდიხარ სურათები აუცილებლად გამომიყოლეთქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მეთვითონ მომიწია წასვლა და კორესპონდენტობა : ))
ღამე სახლიდან გასვლა არ მიყვარს. არც ისეთი მშიშარა ვარ, მაგრამ ისეთი ფანტაზიის უნარი მაქვს, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელში მკვლელი მანიაკის ამოცნობა შემიძლია :D თან არ ვიცოდი ზუსტად სად იყო, ჩემს ამფიბიის დონეზე განვითარებულ ორიენტაციის უნარს უნდა მივნდობოდი. საბედნიეროდ, ზედმეტად ადვილი მისაგნები აღმოჩნდა და სულ ცოტა ხანში იქ ვიყავი:
ღრმად ჩავისუნთქე და შევაღე კარი იმ იმედით, რომ ვინმე ნაცნობი იქნებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი.. დავჯექი, მივიყუნჭე სადღაც კუთხეში და ფოტო აპარატის ამოღებასაც ვერ ვბედავდი. მეთქი- ახლა ამათ რა უნდა იფიქრონ, ფანი არ ვეგონოთქო :D არადა მაია ასათიანი იქ იყო, რამდენიმე ჯეოსტარელიც და მოკლედ, იყო გადასაღები ვითარება. მე ისევ არ ვიძვრი ადგილიდან.. Read the rest of this entry »
გადაღებები და TBgroup
ვიწუწუნო რამდენი წვალება დამჭირდა ამ პოსტამდე რომ მომეღწია? გადაღებებიდან სახლში რომ დავბრუნდი და ფოტო აპარატიდან სურათები გადმოვიტანე, დამხვდა აბსოლიტურად განათებული ყველაფერი. აზრზე არ ვარ რა მოხდა, ძალიან ცოტა სურათი გამოვიდა. კიდევ კარგი ვიდეოები მქონდა გადაღებული.. მერე გუშინ ჯეკი გამიფუჭდა, მერე დილით ავდექი და შუქი არ იყო.. რომ მოვიდა კიდევ საახალწლო განათებასავით ხან ისევ ქრებოდა, ხან ირთვებოდა..
გუშინ პრომოს ჩაწერის დღე იყო. საშინელ ქარში და ყინვაში ვიდექით და ძაალიან ბევრ დუბლს ვიღებდით..ამის მიუხედავად, მართლა სახალისო პროცესი იყო:
მონაწილეებთან მივდიოდი გადაღების დაწყებამდე, სათითაოდ ვეკითხებოდი ვინ რას აკეთებდა, ვის რა ნომერი ქონდა. ზოგი ისე იყო ჩაცმული, სანამ არ მითხრეს ვერაფრით ვერ მივხვდი რა უნდა გაეკეთებინათ.














