Posts Tagged ‘new year’

საახალწლო wishlist

საახალწლო განათება ჩართულია [ლამაზი ყოფილა ძალიან,ავტობუსიდან როგორც შევნიშნე. ამ დღეებში მინდა გავიდე და ვაკიდან თავისუფლებამდე ფეხით ჩამოვიდე უფრო კარგად რომ დავათვალიერო], საახალწლო რეკლამები ეთერშია, მაღაზიებში  უკვე იყიდება ლამაზი მოსართავები და მაშასადამე წინა საახალწლო განწყობა სუფევს გარემოში, გამარჯობა :D

პოსტის მუზა: http://forum.ge/?f=25&showtopic=34045268 [თემა: საახალწლო საჩუქრები ,,თოვლის ბაბუსგან", ის რა საჩუქარი გაგიხარდებოდათ საახალწლოდ?]

ბავშვობაშიც არ მჯეროდა თოვლის პაპის [ბაბუას ვერ ვამბობ, კახელი ვარ მაინც:D]  და ბალიშის ქვეშ დადებული საჩუქრებისთვისაც დედას და მამას ვუხდიდი ხოლმე მადლობას, მაგრამ  ვაღიარებ- ყოველი ახალი წლის 12 საათზე სურვილს ჩემთვის ვამბობ ხოლმე. უღიმღამოდ-წინა კორპუსიდან  ჩვენი კორპუსის მიმართულებით  გამოსროლილი ფოიერვერკების ფონზე , მაგრამ მაინც. ერთი დღე მაინც ხომ უნდა არსებობდეს ისეთი, როცა გინდა, რომ რაღაც არარეალური ჩაიდინო და თქვა “მე მინდა, რომ..” თუმცა როგორც წესი ისეთს არაფერს ვამბობ, რაც ქვემოთაა ჩამოთვლილი, მატერიალურ რამეებს არ ვითხოვ ხოლმე :D  Read the rest of this entry »

ზამთრის მოტივებზე..

მჭირდება ასეთი!

მჭირდება ასეთი!

ზამთრის დადგომას მაშინ ვგრძნობ, როცა მაუსზე და კლავიატურაზე ხელი მიმეყინება ხოლმე, განსაკუთრებით მარჯვენა ხელი მეყინება.. და კიდევ მაშინ, როცა ფანჯარას გამოვაღებ ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით და ცხვირთ დამწვარი საბურავების არომატი შემრჩება ხოლმე..

ორ დღეში ჩემი არატკბილი ნოემბერი დამთავრდება- საყვარელი თვეა ჩემი. ზამთარი იწყება,რომელსაც პატარაობაში ვერ ვიტანდი, ისევე, როგორც წვიმას, ქარს და ა.შ. პატარას ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა რომელიმე მათგანის გამკლავება.

წვიმისგან დასველება კატასტროფად მეჩვენებოდა, ქარიც უფრო ადვილად მაფრიალებდა და თოვლი კიდევ მარტო საყურებლად მომწონდა, ამ მხრივ არ შეცვლილა არაფერი- ისევ საყურებლად მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა გუნდაობისას ყველაზე მეტი მე მხვდებოდა :D Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)