Posts Tagged ‘Net’
after კრიზის
გაბრწყინებული თვალებით შევყურებ 6 დღიანი გათიშვის შემდეგ გაცოცხლებულ ბლოგს და მიხარია, რომ კრიზისი დაგვიმთავრდა.
ახლა რატომ გაითიშა- საპატიო მიზეზთა გამო, საერთოდ დამავიწყდა, რომ არსებობდა godaddy, რომელიც პატიოსნად იღებდა თავის თავზე ჩემი ბლოგის დაძვრას და ამისთვის თვეში მხოლოდ 5$-ს სჯერდებოდა..5$, რომელიც ჩემს ბარათზე არ არსებობდა ჩემი დაუდევრობის გამო.. ხოდა გაითიშა ბლოგი. მე, რა თქმა უნდა, იმ დღესვე შემეძლო ბანკში წასვლა, მაგრამ ჩემი და მყავდა დატოვებული და დამეზარა:| შაბათსაც დამეზარა.. კვირას ბანკი არ მუშაობდა.. ორშაბათს წავედი და გადავიხადე, მოვედი სახლში და ჰოი- godaddy განმიდგა, უფრო სწორად მე ვერ ვაკეთებდი რაღაცას სწორად და ვერ გადავიხადე. თან ბევრიც არ მიწვალია, გადაწყვეტილი მქონდა ისედაც, რომ ჩემი მეგობრის ჰოსტინგზე უნდა გადამეტანა ბლოგი და მეთქი ბარემ გავაკეთებ.. Read the rest of this entry »
Back To Net, Back To Blog
ერთი საიდუმლო ჩემს შესახებ- თუ ვინმეს უნდა, რომ ცხოვრების ხალისი წამართვას, პირველ რიგში ინტერნეტი უნდა მომისპოს, მეორე რიგში- კომპიუტერი. მოგეხსენებათ, ცხოვრება განსაცდელებით არის აღსავსე [ვის რა გველოდება არავინ არ ვიცით-ის თეორია] და ხშირ-ხშირად გვიწევს ათასგვარ ჭირთა თმენა ! თუმცა ამდენი ჭირთა თმენა ერთად მეტისმეტია და ჩემისთანა ზეგამძლე [!] არსებისთვისაც კი დამთრგუნველია..
გუშინ ზუსტად ერთი კვირა გახდა, რაც საქართველოს საზღვარზე მომდგარს მამცნეს- კომპიუტერი ფაფუ-ო. მე ვიფიქრე სერიოზული არაფერია, უცებ გააკეთებენთქო, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია ! დათომ დაშალა კიდეც მთლიანად, მაგრამ ჩართვის ნიშან-წყალი არ ემჩნეოდა. მამას ავსტრიელი სტუმრები ჰყავდა მისახედი, მე კიდე ვიდე სახლში უმწეო სახით და ველოდებოდი როდის მოიცლიდნენ ჩემი საარსებო წყაროს დასაბრუნებლად..
ალბათ ამიერიდან მაინც გავითვალისწინებ და შევიმუშავებ სათადარიგო გეგმას უინტერნეტობა-უკომპიუტერობის ჟამს გადასარჩენად. ამჟამად კი აშკარად მოუმზადებელი ვიყავი. ერთადერთი რის გაკეთებასაც ვახერხებდი, იყო ფიქრი იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ხოლმე ადამიანები, როცა არ იყო ინტერნეტი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ინტერნეტი არც მე მაქვს დაბადებიდან და გავიხსენე მე რას ვაკეთებდი. აღმოვაჩინე, რომ ვკითხულობდი ! ბევრს ვკითხულობდი.. ერთსა და იმავე წიგნს 10-ჯერ, მაგრამ მაინც ვკითხულობდი და ვსწავლობდი. ვინაიდან ამ ეტაპზე ეგ იდეა არ მომეწონა იმიტომ, რომ სახლში არსებული წიგნების მეთერთმეტედ წაკითხვის სურვილი არ მაქვს, გეგმა B-ზე გადავედი. გეგმა B კიდევ თავის მხრივი მხოლოდ სახლში ჯდომას, საწოლში წოლას და იქედან ტელევიზორის ყურებას გულისხმობდა. ტელევიზორში “არაფრის” დროს კი ჩემი დების მრავალრიცხვოვანი მულტფილმების ყურებით ვირთობდი თავს : ბარბის სამი თავგადასავალი, მოჯადოებული, გარფილდი , მადაგასკარი 1 და 2, დიდი გამყინვარება 1 და 2.. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია მათგან, რისი ყურებაც მოვასწარი !
გარდა ამისა : Read the rest of this entry »












