Posts Tagged ‘maggi’
განსაკუთრებული..
ციკლიდან “ნახევარდიასახლისა”
დღეს ავიჩემე, რამე საჭმელი უნდა გავაკეთო მეთქი. ოღონდ ჩვეულებრივი- კვერცხი, კარტოფილი, პიურე, სუპები, სოუზები და ა.შ. არ მიიღებოდა, რამე განსაკუთრებული მინდოდა :D
ამ “განსაკუთრებული”-ს ძებნაში მივადექი ფორუმზე კულინარიის განყოფილებას და იქ აღმოვაჩინე მუზა:
ოღონდაც მარტო ეს ეწერა: სოკოს წვნიანი ნაღებით+პერლოვკით+ოდნავ ნივრიანი ,დაწითლებული პურის ნაჭრებით.
სოკო მიყვარს ძალიან, ნივრის გემოც პრინციპში.. აეს პერლოვკა ვერ მივხვდი რა იყო :D მოკლედ, მთავარი ის იყო, რომ სოკო და ნივრიანი პური იყო ნახსენები და ვიფიქრე, დანარჩენს მეთვითონ მოვიფიქრებ მეთქი. თან რაღაც სტრანნად ვიყავი, აი თუ დაგმართნიათ- ხელები რომ გექავება რამე საჭმლის გასაკეთებლად, არადა დღეს ქანცი გამძვრა იმდენი საქმე მქონდა სახლში. დედა სოფელშია წასული და დამაწვა კისერზე მამა, ძმა და და :D
კარადაში სოკოს კონსერვი მეგულებოდა Read the rest of this entry »












