Posts Tagged ‘Lord Nelson’
Lord Nelson
ყველაფრის დაღლილს სანატრელად ძილიღა დამრჩა
-ო უთქვამს დიდ თინათინს, ჩაურთავს ნორა ჯონსის don’t know why და შესდგომია პოსტის წერას.. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა დავწერო, უბრალოდ, ეს ჩემი დიზაინი ისე მომწონს, რომ სულ მინდა, რომ ვწერო და ვწერო..
არადა უაზროდ წერას რას გამოვრჩები, ქვეყანაში რაები ხდება, მე კიდევ ვზივარ ჭკვიანური გამომეტყველებით და ფეისბუკზე ქვიზებს ვაშეარებ, პეტს ვაჭმევ და გართული ვარ საკუთარი თავით.. არაა სწორი საქციელი, მაგრამ ასეთი რთული პერიოდი მაქვს- ეგოისტურად მომდის, მაგრამ ჩემი თავი მეცოდება უკვე ყველაფრისთვის! მეცოდება იმისთვის, რომ ვუყურო კურიერს და ჩემს ისედაც სუსტ ნერვებს უფრო დიდი ზიანი მივაყენო. არასოდეს არ მიყვარდა სეირის შორიდან მაყურებელი ხალხი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი რესურსები არაფრად ვარგა და არ შემიძლია საღი აზრის დახმარება.. Read the rest of this entry »












