Posts Tagged ‘linki’
ბლოგერებისთვის..
ბოლო დროს, გახშირდა “ბლოგერობის მსწავლელი” ე.წ. “ტუტორიალები” და კრიტიკები სხვადასხვა ბლოგერების მისამართით :D სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს ხოლმე ასეთი რაღაცეები, როგორც სოფიმ თქვა თავის პოსტში:
ბლოგი არ არის ანალიტიკური ჟურნალი, სადაც ადამიანი იმას დაწერს, რაც ყველას შეიძლება მოეწონოს.
სწორედ ამის გამო, არასდროს არ ვეხები ბლოგის კონტენტს- ვისაც რა უნდა, ის წეროს! მაგრამ არსებობს ისეთი ტექნიკური რაღაც-რაღაცეები, რისი გათვალისწინებაც არ აწყენდა არავის:)) ისედაც ხომ ყველა ამჩნევს, რომ მაგალითად, თუ ბლოგერობის საწყის ეტაპზე ბევრ სმაილებს იყენებდა, ახლა ცდილობს ნაკლები გამოიყენოს.. მესამე პირს რატომ ვიყენებ, მეც მასე ვიყავი. ძველ პოსტებს რომ ვაწყდები, სულ ნერვები მეშლება ბევრ სმაილებს თუ ვხედავ სადმე და თუ ძალიან არ დამეზარა ვასწორებ ხოლმე.
მოკლედ, არსებობს ისეთი რამეები, რაც ყველა ბლოგს სასიკეთოდ წაადგება. ამ “რამეების” შესახებ, არაერთი პოსტი დაწერილა “ვიდრე აქამომდე” ბლოგერების მიერ. ვინაიდან მე არაფერ ახლის თქმას არ ვაპირებ, გთავაზობთ ამ სასარგებლო პოსტების ნაკრებს, რომელიც თუ კარგი გამოვიდა, ცალკე page-დ გავიტან და “ეგდოს, ბლოგი ხრამია..” Read the rest of this entry »












