Posts Tagged ‘kurieri p.s.’
BLACK..AGAIN..
ხანდახან ზოგ მკითხველს არ უყვარს ისეთ წვრილმანებზე როცა ვწერ, როგორიცაა- საკუთარი ფრჩხილების ყურებით ტკბობა, ან წუწუნი, რომ დღეს მე ძალიან ცუდად მქონდა თმა, მაგრამ ნათქვამია- “როცა გინდა, რომ დაწერო როგორ შეიღებე თმა, უნდა დაწეროვო! “- ხალხური..
ახლა, როცა ბოდიში მოვიხადე ერის წინაშე, შემიძლია განვაგრძო (თითქმის) მშვიდად წერა..
ოქტომბერში ჩემი უდრეკი (სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით) თმა ვაიძულე როგორმე გაყავისფერებულიყო. ბავშვობიდან მაქვს ძაალიან შავი თმა და ვერანაირად ვერ ვიცვლიდი ფერს. ერთხელაც, უკვე ძალიან გამწარებული, ავდექი და ორი ყუთი ძალიან ძლიერი გამაღიავებელი დავიდე თმაზე. ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოუცდია, ეცოდინება რა საშინლად აუხეშებს თმას.
ჩემი უჯანმრთელესი თმა გავაფუჭე იმის გამო, რომ ჩემი ანიჟება დამეკმაყოფილებინა.. გამაღიავებლის დადების შედეგად, გამოვიდა შედეგი, რომელმაც მეც და ჩემი გარშემომყოფებიც დაგვაფრთხო :D
თან მთელი უბედურება ის იყო, რომ გამაღიავებლის დადების შემდეგ, ერთი კვირა თმის საღებავის მიკარება არ შეიძლებოდა. დავდიოდი ერთი კვირა უნივერსიტეტში ასეთი თმით და თან გარეთ რომ გავდიოდი, მეშინოდა სადმე სახანძრო არ გამომკიდებოდა :D Read the rest of this entry »













