Posts Tagged ‘keira’
ახალი ავატარი
მომეწონა,მგავს:P ხოდა დღეს მომწერა, თუ რამე იდეა გაქვს, შენს სურათს გაგიკეთებ მაგ სტილშიო. ხოდა ამ სტილის რა გითხრათ და ჩემი ძველი იდეა კი გამახსენდა კირასებურ ავატართან დაკავშირებით. ენდიმ წინა პოსტზე დამიკომენტა, ეგ ავატარი უკვე შენი სავიზიტო ბარათიაო (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მე ვეგონე ჩემს ავატარზე :D არადა სხვა სურათები ნამდვილად ნანახი აქვს. მერე რომ ვანახე ააშკარა განსხვავება, მითხრა შენი ჯობია, კირა არ მიყვარსო :D )ზურიუსმაც დამიკომენტა: “ჩემთვის, როგორ უკვე გუშინ გითხარი, შენ ცხვირზეხელებაფარებული გოგონა ხარ. ფოკუსირებული და ოდნავ მომღიმარი გამოხედვით”-ო და მეეთქი ეს ნიშნებია! :D
რამდენიმე დუბლის შემდეგ გამოვიდა (თითქოს). მთლად იგივე აშკარად არ არის (გარეგნობაზე არ ვამბობ ნამდვილად, სურათის ზოგად განლაგებას ვგულისხმობ) – ხელებიც ცოტა სხვანაირად დამიჭერია და ჩემი ფართხუნა შავი ჯემპრიც ვერ მოვძებნე. თმაზე არ გინდათ- მეც ვიცი რომ გაჩეჩილია. წარბებიც (ტოესწ ჩემი მარცხენა წარბი, რომელიც თქვენთვის ახლა მარჯვნივ არის) საოცრად მაქვს, მაგრამ იდეა ხომ ჩანს :D ხოდა ასე.. გადავიღე, ლილიანმა ფონი გამიკეთა და შევცვალე ჩემი ავატარი (ნუ ფორუმებზე ისევ ის მექნება. ფეისბუქზე, სკაიპში შევცვალე და ბლოგებზე. )
გამოიყურება ასე:
ეს ისე მაინც: Read the rest of this entry »
კირა
კირა, ჩვენი კირა :user: თურმე თბილისში ყოფილა და მე არ ვიცოდი. აუ კი ვიცი რატომაც მევასება ეგრე ძაან, მაგრამ მაინც რა.. სტრანნად მევასება.ალბათ უფრო ჩემი ავატარის გამო. ყველგან ეგ მიყენია, ყველგან! სკაიპი, მსნ, ფორუმები.. ეს ავატარი არის, როგორც საბუნია იტყოდა, თევზური! რაღაცნაირია, რაღაცნაირი.ერთი პერიოდი ჩვენს ფორუმზე გვქონდა ნიკების ბუმი ატეხილი, დღეში სამ ნიკს ვაკეთებდი ხოლმე და მაგ დროს ერთ-ერთი ნიკი კირა იყო. ხოდა სევენმა ეს ავატარი როგორც კი მაჩუქა, მივხვდი, რომ ის ის იყო! ესეთი კარგი სურათი მგონი მეტი არ აქვს კირას! :D
ნუ მესენჯერების და ა.შ. ავატარების დასკრინშოტება დამეზარა. ხოდა მოკლედ, რომ გავიგე ჩამოვიდაო და თაან რის გამოვო, თურმე თავის BF-ზე უეჭვიანია და ჩამოაკითხა :user: აჰჰ გამისწორდა რაღაცნაირად : ) და რანაირი პოსტი დავწერე :givi: მაპატიეთ ამ ერთხელ :|
update: p.s.ის სიუჟეტის ლინკი














