Posts Tagged ‘GSCM’
GSCM
ერთი კვირის წინ მე და მიშა ვლაპარაკობდით ჩემს არეულ ინტერესებზე. ბანალური ფრაზაა, მაგრამ მართლა რამდენი წელია დავეძებ და ვერ მიპოვნია ჩემი თავი.. თავიდან გადავწყვიტე ტოლერანტობისთვის მიმეძღვნა თავი [:D], მერე დავიღალე ცოტა არ იყოს უაზრო ბრძოლებით და გადავწყვიტე ბედს შევგუებოდი და ხელოვნებათმცოდნეობაში მეპოვნა რამე საჩემო, მერე მივხვდი, რომ ამით ვერ დავკმაყოფილდებოდი და სოციოლოგიაში ვცადე ბედი [მაგისტრატურისთვის გადაიდო ეს], მერე უნივერსიტეტში არაორგანიზებულობის გამო ბაკალავრიატში სოციოლოგიის რამოდენიმე საგნის აღების იმედიც დავკარგე..მთელი ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ვიოლინოს ხან ვუბრუნდებოდი, ხან ვშორდებოდი.. მოკლედ, ლაპარაკისას დავადგინეთ, რომ ინტერესების არევა ბევრ რამეში უკან მწევს. არადა ზუსტად ახლა იმდენ ადგილას ვარ საჭირო! მე კიდევ იმის მაგივრად, რომ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები, უკანა პლანზე ვამჯობინებ ყოფნას და შორიდან ვაკვირდები მოვლენებს. გამიელვებს თავში იდეა და მერე მიქრება ისევ. მუხტი არ მყვება დიდხანს. დაახლოებით ერთი თვის წინ მიშამ თავის დაარსებული ორგანიზაციის ერთ-ერთ შეხვედრაზე დამპატიჟა. მახსოვს, შეხვედრიდან მაგარი ანთებული გამოვედი- აი მე ამ საქმეს მივხედავ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ.. :D გავიდა ერთი თვე და რა ვქენი? ვერც ვერაფერი.. არადა რა მაგარი რამეა! აი ახლა, ავდგები და ვიზამ იმას, რაც დიდი ხნის წინ უნდა მექნა! გაგაცნობთ ამ მართლა მნიშვნელოვან ამბავს: Read the rest of this entry »












