Posts Tagged ‘georgian blogging days’
Georgian Blogging Days 2010
კვარიათში ჩატარებული “ქართული ბლოგინგის დღეების” შეჯამება მინდა გავაკეთო. ძალიან დატვირთული სამი დღე იყო საინტერესო თემებით და გამოცდილებებით.
I დღე, 25 ივნისი:
1. დილით გათვალისწინებული პროგრამის მიხედვით დაგვენიშნა დრო და ამ დროის განმავლობაში უნდა დაგვეწერა ტუტორიალები როგორც ბლოგებისთვის, ისე სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის. გაგვინაწილეს თემები და დავიწყეთ წერა. რამდენიმე წუთში დაგროვდა საკმაოდ ბევრი ტუტორიალი. ძალიან კარგი გამოცდილება იყო საიმისოდ, რომ დაგვენახა რა შესაძლებლობები გვაქვს. ფაქტობრივად, გამოჩნდა, რომ არის რესურსი და შესაძლებელია მსგავსი ტიპის ღონისძიების დაგეგმვა- თუნდაც რამდენიმე საათით ყველას ერთად შეკრება და საქმის ასე განაწილება. არ ველოდი, ძალიან შედეგიანი გამოვიდა და მუშაობის პროცესი სასიამოვნო იყო, როცა იცოდი, რომ შენთან ერთად აქ მჯდომარე ადამიანებიც იმავენაირად მუშაობდნენ, როგორც შენ.
ამ დროს შექმნილი ტუტორიალები- http://gbd.ge/category/help/
ჩემი ტუტორიალი- http://gbd.ge/facebook_registracia/
ფეისბუქზე რეგისტრაცია შემხვდა მე. იქ არის ორიოდ ბოღმა კომენტარი, რა თქმა უნდა, ვის რაში სჭირდებაო, მაგრამ დამიჯერეთ, საქმე ისეა, რომ არის ამის საჭიროებაც…
2. მარკეტინგის და ბრენდინგის თემაზე გვქონდა საკმაოდ ვრცელი დისკუსია. უფრო სწორად, ერთად ვიმუშავებდით ყველა იქ მყოფი ერთ-ერთი შედარებით ნაკლებად ცნობილი კომპანიის ინტერნეტ მარკეტინგს. ცოტა ხანში, ერთად მუშაობის შედეგად მივიღეთ მთლიანად დაგეგმილი კამპანია, რომელიც იმ კომპანიის საიმიჯო პარამეტრების დაშლიდან დაწყებული და სოციალური ქსელების და ბლოგერების ამ ამბავში ჩართვის ტექნიკიდან დამთავრებული ყველაფერს მოიცავდა.
კარგი გამოცდილება იყო და ვფიქრობ, თუ ოდესმე რამე მსგავსის გაკეთება მომიწია, ერთ-ერთ სერიოზულ დახმარებას ეს მაგალითი გამიწევს.
3. ერთ-ერთი ნაკლებად პოპულარული ბლოგერის პიარი უნდა გაგვეკეთებინა თავდაპირველი გეგმით, თუმცა მერე ასე გავინაწილეთ- ჩვენ ლაივჯურნალის ერთ-ერთი იქ მყოფი ბლოგერი “გვერგო” და ლაივჯურნალელებს ერთ-ერთი ნაკლებად პოპულარული ქართველი ბლოგერი.
http://morieli.livejournal.com/ – ეს ბლოგი იყო რომელიც ამოვარჩიეთ. ყირგიზეთიდან იყო ჩამოსული ბლოგერი,საქართველოზე წერს. თუმცა ეს პროგრამა მაინცდამაინც ვერ შევასრულეთ, ბათუმში ხანგრძლივი ვიზიტი გამოგვივიდა.
4. ბათუმის პრომოუთინგი
შეიძლება გაგიკვირდეთ, რაღა პიარი ბათუმს უნდაო, მაგრამ ლაივჯურნალს სხვა კატეგორია კითხულობს და განსაკუთრებით მათთვის იყო ეს “გასეირნება” კარგი. მე პირადად, იმდენად ყბა ჩამოვარდნილი ვიყავი ლაზერული შადრევნებით და იმდენი ახალი რაღაცით, რაც შარშანდელის მერე გაკეთდა, რომ ერთ პოსტს აუცილებლად მივუძღვნიდი პროექტის ფარგლებშიც რომ არ ყოფილიყო…ამ დღეებში დავწერ ამ პოსტს.
მეორე დღე, 26 ივნისი
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეორე დღეს დაიწყო. განრიგით პირველი თემა იყო- მთავრობისა და ინტერნეტ სამყაროს ურთიერთობებზე. როგორ შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია.
მსჯელობის დროს საკმაოდ ბევრი მინუსი გამოვლინდა სახელმწიფო სტრუქტურების/სამინისტროების ვებ გვერდებისა:
- არ არის ადვილად გასაგები მისამართები
- არ ახლდება კონტენტი
- არ არის სრულყოფილი თარგმანი რუსულად და ინგლისურად
- დამაბნეველი ნავიგაცია
გარდა ამისა, ვმსჯელობდით რა საშუალებების გამოყენება იქნებოდა მართებული მთავრობის მხრიდან. პირველი, რაც თავში მომივიდა და მაშინვე ვთქვი, იყო პრეზიდენტის page ფეისუბქზე.
ძალიან კარგ მაგალითია ბარაკ ობამას გვერდი:
http://www.facebook.com/?ref=logo#!/barackobama?ref=ts - ყოველდღიურად განახლებადია. იდება ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები.
ვიფიქრეთ, რომ ტვიტერის ჩართვაც კარგი იქნებოდა და ფლიკრისაც. ყველაზე კარგი, რაც ამ მსჯელობისას ითქვა იყო, რომ შექმნილიყო სახელმწიფო ბლოგების ერთიანი სისტემა. ანუ ერთი ბლოგი. მე ძალიან მინდოდა პრეზიდენტის ბლოგი, რაც რეალურად განხორციელებადია. ნუ, მართლა პრეზიდენტი არ დაჯდება და პოსტვას არ დაიწყებს ყოველ დღე, მაგრამ პრეს სამსახურს შეუძლია გააკეთოს ეს საქმე, ოღონდ ისე არა,როგორც პრესრელიზებს წერენ ხოლმე :D
ისე, ჩემთვის ჩავილაპარაკე, მიშა თვითონაც დაწერს რამდენიმე ხანში ერთხელ მეთქი და ცოტა ხანში თქვეს სხვებმაც იგივე.
იქ ცალკე თემები წამოიჭრა, ბლოგის სისტემა ცოტა ცუდი ხომ არ იქნებაო, კომენტარების გამო, მაგრამ ჯერ მივიდეს საქმე შექმანმდე და სხვა დანარჩენი მოფიქრებადია…
შემდეგ სუხუმიმ გაგვიზიარა ომის დღეების გამოცდილება და თან გვირჩია, რომ ბლოგის ბექაფი ყოველთვის გვქონდს მომარაგებული… საინტერესო იყო ოლეგ პანფილოვის სემინარიც ინფორმაციულ ომთან დაკავშირებით…
შემდეგ იყო მედია ბანკის პრეზენტაცია:
http://www.facebook.com/pages/sakartvelos-media-banki/105958506122879 – შეუერთდით fb-ს page-ს.
მედია ბანკის გაკეთების იდეა, როგორც მახსოვს პირველ შეხვედრაზე დაიბადა, ეკონომიკის სამინისტროში და ძალიან მალევე განხორციელდა. დაიდება ძალიან ბევრი ფოტოც, ვიდეოც, სხვადასხვა სახის ინფორმაცია, კატეგორიებად დაყოფილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მედია ბანკი 100%-ით ჩაანაცვლებს იმ ნეგატიურ მასალას, რაც საქართველოს შესახებ ვრცელდება ხოლმე.
ორი სტუმარი იყო, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესო თემები იყო. ბოლოს, წამოსვლის წინა საღამოს, ბლოგერულ ეთიკაზე საუბარმა და შემაჯამებელმა შეხვედრამ გვიანობამდე გადაიწია და შესაბამისად გვიანაც დამთავრდა, უკვე თვალები გვეხუჭებოდა :)))
საერთო ჯამში, ძალიან დატვირთული და ცოტა გადამღლელი გრაფიკის მიუხედავად, ძალიან კარგი და დატვირთული დღეები გამოვიდა და მე პირადად კმაყოფილი ვარ იქ მუშაობის შედეგებით :)
Georgian Blogging Days 1
გუშინ დილით წამოვედი კვარიათში “ქართული ბლოგინგის დღეებზე”. ვინაიდან ნამეტანი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თითქმის მარტო სურათებით შემოვიფარგლები…



















