Posts Tagged ‘geocell’
ჩემი ქსელი
რამდენიმე დღის წინ ჯეოსელის ქსელის პარალიზება მოხდა. მე სადღაც მქონდა მიგდებული ტელეფონი და სულ ვერ გავიგებდი ამ ამბავს, რომ არა ფეისბუქზე ატეხილი საყოველთაო განგაში- ძირითადად უცენზურობების შემცველი სტატუსები ან უბრალოდ გაბრაზებული სტატუსები და ა.შ.მოკლედ, ამ ვითარებაში შეიძლება პირველად დავფიქრდი რატომ ვარ ჯეოსელის აბონენტი და რატომ ვაიგნორებ ასე გულმოდგინედ სხვა დანარჩენი კომპანიების იმიტომ, რომ ატყდა სხვა ქსელის აბონენტების მიერ ბრძოლა- აი, იყავით მაგთის აბონენტი და ასე არ გაგეთიშებათ არასდროს, ბილაინი ფორევერ (:D) და მსგავსი რამეები..
PR ტექნოლოგიებში პროფესიონალურ დონეზე ვერ ვერკვევი და შეიძლება მაინცდამაინც კარგად ვერ ავხსნა რისი თქმა მინდა, მაგრამ როგორც მომხმარებელს ხომ ჩამოყალიბებული მაქვს აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში და მგონი ჯეოსელის სწორად წარმართული მუშაობის შედეგია, რომ რაც არ უნდა კარგი შემოთავაზებები ჰქონდეთ დროდადრო სხვა კომპანიებს, ინტერესიც კი არ გამჩენია კარგად გარკვევისა…
ჯეოსელს ყოველთვის აქვს რაღაც გამორჩეული და კარგი და საერთოდაც, კარგ რაღაცეებთან ასოცირდება. Read the rest of this entry »
PSG
Pრე Sაზაფხულო Gანწყობა!
ორ დღეში, როცა ჩემი ბოლო ორი გამოცდაც წარსულს ჩაბარდება, ოფიციალურად დაიწყება ზაფხული. ზაფხულის ოფიციალური დაწყება ჩემთვის მხოლოდ საყვარელი სახლიდან გასვლასთან ასოცირდება. საყვარელი სახლი რა, თბილისიდან გასვლა არ მიყვარს. წელს რაღაც განსაკუთრებით არ მინდა არსად წასვლა.. ნუ ვაღიარებ, ზღვა მიხარია, მაგრამ მაინც..
დღეს დავიწყე ფსიქოლოგიური მზადება იმისთვის, რომ შეიძლება ინტერნეტ სამყაროს ძალიან მოვწყდე. ფსიქოლოგიური მზადება იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი დღე ინტერნეტში დავბოდიალებ- ვეთხოვები :D არადა მეგონა, რომ ჯეო კონექტის ინტერნეტი მექნებოდა თან, მაგრამ დღეს ვნახე, რომ ერთი შეხედვით საწყალი ინტერნეტის წყარო [უსბ მოდემი] 219 ლარი ღირს. ამიტომ სასწრაფოდ დავარწმუნე თავი იმაში, რომ ზაფხულია და ჩემს ტვინს დასვენება სჭირდება! თუმცა იმ აზრამდე ჯერ არ დავსულვარ, რომ ბლოგისგანაც მჭირდება დასვენება. Read the rest of this entry »













