Posts Tagged ‘gametv’
ვირთხების რბოლა
საერთოდ, საქართველოს ფარგლებში კრეატიული რამეების მოწყობის პიონერად [წინადადების ასეთ კონსტრუქციას ვერ ვიტან, მაგრამ არაუშავს] რა? სად? როდის?-ის ფორუმი მიკურთხებია :bis: ალბათ ყველას გახსოვთ, Improv Everwhere რომ ჩატარდა თბილისში.. ხოდა ამ დილას ახალი ინფორმაცია გავიგე.. უფრო სწორად მითხრეს და ვერ მოვითმინე თქვენთვისაც არ გამეზიარებინა: Read the rest of this entry »
პაუზის შემდეგ..
კატეგორიიდან ნახევარდიასახლისა
საკუთარ თავზე გაბრაზებული და შესაბამისად ცივ წყალ მომარჯვებული, განვისვენებ საყვარელ ტახტზე და “რა სად როდის”-ს ბატონი წამყვანის ხმების ფონზე ვცდილობ ხუთდღიან პაუზას ბლოგზე ბოლო მოვუღო. პაუზის გამომწვევი მიზეზი მარტივია: რამდენიმე დღეა მარტო ვარ სახლში და ვტკბები სიწყნარით. თუმცა მთლად დატკბობა ვერ ეთქმის- დედას წასვლის დღისით, დამშვიდებული რომ წასულიყო, სასტუმრო ოთახის გენერალური დალაგება დავიწყე..შუა გზაში ვიყავი დედა რომ წავიდა და მაშინვე დავკარგე სტიმული. დავბოდიალებდი სახლში და “სად გამექცევა”-ს ძახილით სახლის დალაგების მეტს ყველაფერს ვაკეთებდი. რომ მივხვდი, რომ სინდისი მაწუხებდა, წუხელ რამის დილამდე სამზარეულოს ხეხვა ავტეხე, მერე ცოტა დავიძინე და გაღვიძებისთანავე დიდი შემართებით წამოვედი კომპიუტერთან- გადავხედავ რაღაცებს და შევუდგები ისევ დალაგებას-მეთქი, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია!.. რომ მივხვდი, რომ ფორუმს, ფეისბუკს და ათას უბედურებას [:D] მოვედე, არადა უკვე 4 საათი სრულდებოდა, მოვუხმე მთელ ჩემს ფანტაზიას მოტივაციის საძებნელად. Read the rest of this entry »
Improv Everywhere თბილისში!
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მეგობარმა [vulkani-lava]სკაიპში დამილინკა Gametv-ის ფორუმის ერთ-ერთი თემა, სადაც ფორუმელები ერთი მზაკვრული გეგმის განხორციელებას გეგმავდნენ.. ერთ-ერთმა ფორუმელმა [ILI-100],დაპოსტა ჯგუფ Improv Everywhere-ს შესახებ. ეს ჯგუფი პირდაპირ ქუჩაში მაართლა უცნაურობებს შვრება : )) აი მაგალითად, ერთი ვიდეო იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა ხდება :
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ჩე-ს გაუჩნდა იდეა, რომ იგივენაირი რამე გაკეთებულიყო საქართველოში. გახსნეს ფორუმზე თემა და შეუდგნენ ისეთი ხალხის ძებნას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებდა. იდეა იყო შემდეგი, რომ ყველა უნდა დაწოლილიყო ერთდროულად რუსთაველის მეტროს წინ. აი ციტატა ჩეს პოსტიდან Read the rest of this entry »













