Posts Tagged ‘fan’

more than his fans…

რამდენიმე საათის წინ, ლილიანმა ფეისბუქზე ლინკი დააშეარა და დამტაგა, რის გამოც ჩემი იმპულსურობიდან გამომდინარე კარგი ისტერიკა მოვაწყე ფეისბუქზეც და ისედაც ბევრი ვიჯიჯღინე. სინამდვილეში არც ის დაშეარებული ლინკი, რომელიც ბექას პოსტს წარმოადგენდა და არც ლილიანი, შუაში არ არიან. მაგრამ არის ზღვარი, როცა უბრალოდ ჩხუბსა და წივილ-კივილს იქით გზა აღარ გაქვს. ვინაიდან სახლში მარტო ვარ და კარგი საშუალება მქონდა მარტოს მეჯუჯღუნა და ხმამაღლა გამომელანძღა ჩემი აღშფოთების გამომწვევი არსებები, დავოკდი და სრულებით საღ გონებაზე მინდა მივუძღვნა ერთ საკითხს პოსტი.. ცოტა დიდი პოსტია, მე მომიტევეთ :user:

შესავლის სახით:

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ლელა წურწუმია. ეს ყველა ჩემმა გარშემომყოფმა კარგად იცოდა.

  • მისი ყველა კასეტა მქონდა
  • ვაგროვებდი ჟურნალებს, რომლებშიც თუნდაც ერთი პატარა მონაკვეთი წერებულიყო და პატარა სურათი ყოფილიყო დართული, მაინც ვყიდულობდი.
  • ვიცოდი ყველა სიმღერა ზეპირად, სიმღერაშიც ვბაძავდი და ხმა ისე მქონდა იმის ხმაზე დაყენებული, რომ მერე ერთი-ორჯერ რომ სცენაზე დამჭირდა გასვლა, ვოკალისტს კარგი ტანჯვა-წამება დასჭირდა, რომ ჩემს ხმაზე დავებრუნებინე იმდენად მქონდა გამჯდარი ლელას სტილი.

ღამეც ძალიან ხშირად მესიზმრებოდა და ისიც კი დამსიზმრებია  როგორ აკეთებდა ჩემთან ერთად რემონტს ჩემს სახლში :D ვიცოდი დაბადების წელი, რიცხვი, სად სწავლობდა, სად ცხოვრობდა, რა უყავრდა, რა სძულდა…ვოცნებობდი როდის ვნახავდი, ვუწერდი წერილებსაც. ვხატავდი კიდეც ჩემი ნიჭის ფარგლებში:

ნუ გეშინიათ,ქვეშაც "ლელები" კი არ არის :დ

ალბათ დღემდე ახსოვთ დედაჩემს და მამაჩემს ჩემი 164 გვერდიანი წერილი მისთვის მიწერილი ბლოკნოტში. ოღონდ აზრზე არ ვარ რა მეწერა ამდენი, არ მახსოვს… ვეძებდი ამასწინად იმ ბლოკნოტსაც და კიდევ რვეული მქონდა ძაალიან კეთილმოწყობილი კოლექციებით :D, მაგრამ ვერ ვიპოვე, შეიძლება დავხიე.

გარშემო ყოველთვის ისეთი ხალხი იყო, რომლებიც სულ აკრიტიკებდნენ ამ ჩემს ფანობას. მე კიდევ ვიდექი და ვამტკიცებდი, რომ  რადგან ლელა ლიფით გამოვიდა სცენაზე, არ არის ბოზი! :D ხანდახან ამტირებია კიდეც ამის გამო. Read the rest of this entry »

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)